ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე პოგბას სისოკოთი ანაცვლებს?


მანჩესტერ იუნაიტედი პოლ პოგბას დღითიდღე უახლოვდება…


Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით იუვენტუსი ამჟამად ოთხი ნახევარმცველით ინტერესდება, აქედან 2 პრემიერ ლიგაში გამოდის.

ჩელსის კუთვნილებაში მყოფი ნემანია მატიჩი იუვენტუსის ინტერესის სფეროში უკვე დიდი ხანია არის, მაგრამ განსაკუთრებული სიახლე არ ვრცელდება მასთან დაკავშირებით, იგივე ითქმის აქსელ ვიტსელზე და ლუკას ბილიაზე, მაგრამ მუსა სისოკოსადმი ინტერესი გასულ რამდენიმე საათში საგრძნობლად გაიზარდა.

გავრცელებული ჭორების თანახმად, თუ პოგბა გუნდს დატოვებს ტურინელები ფრანგ ნახევარმცველზე შტურმს განახორციელებენ და აუცილებლად ეცდებიან მის გადაბირებას.

სამწუხაროდ, არცერთი მედია საშუალება არ ადასტურებს სისოკოსადმი იუვენტუსის ინტერესს, როგორც შეთავაზებას კლუბებს შორის, მაგრამ არც არავინ უარყოფს ამას, სიტუაცია გაურკვეველია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ირაკლი
ირაკლი
8 years ago

რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა თუ რა დავალებები მისცა დიდიე დეშამმა ან ამას ან პოლს, ამ ევროზე სისოკო ბევრად უკეთესი იყო… აუ ამასთან ერთად რაკიტიჩიც მოიყვანონ. იგუაინიც კვადრადოც და პოგბასთან ერთად გაყიდონ პერეირაც, ერნანდეშიც, მთელი სატრანსფერო თანხებიც და პლუს რუგანიც თუ ძალიან უნდათ

ირაკლი
ირაკლი
8 years ago

ხო, მანჯუკიჩიც გაყიდონ, კასერესიც და სხვანნი

Usre234
Usre234
8 years ago

ვინმეს გონია, რომ პოგბა მარსიდან მოფრენილია და სისოკო “უბრალო დედამიწელია”? ალალად ვიძახი სისოკოს თამაში ბევრად უფრო დამევასა საფრანგეთის ნაკრებში ევროპაზე

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  Usre234

ისე მართალი ხარ ძმაო

bugitto
8 years ago
Reply to  Usre234

არც ასისტებით გამოირჩევა არც კრეატიულობით და არც სტანდარტებზეა განსაკუთრებული … გულიანი მოთამაშეა უბრალოდ… 2-3 თამაში შეიძლება ითამაშოს კარგად თუმცა რაც მე ვუყურე ევროპაზე აქტიური იყო ძალიან და არა დიდი შედეგიანობის მაგალითი … პოგბა ამის უკან იდგა იმიტომ რომ ეს ვერ არის ისეთი დონე ვერც ჩაშლაში თოირემ პოგბას აპორნიზე რა უნდოდა? ჯერ მისი ოფიციალური ღირებულება 13 მილიონი ევროა 26 წლის ნახევარმცველისთვის ძალიან დაბალია…

bugitto
8 years ago

მატიჩი ჯობია ყველას … რეჯისტაზე დააყენებს და წინ ხედირა პიანიჩი
ეს რეჯისტაზე ვერ თამაშობს და ეს რომ იყიდონ მაშინ პიანიჩი უნდა დააყენოს რეჯისტაზე და მაგათ წინ ხედირა სისოკო ყოვლად უკრეატიულო ნახევარდაცვა გვეყოლება … არ მგონია ამ ეტაპზე 4 ნახევარმცველისთვის ყიდულობდნენ იმიტომ რომ ნახევარდაცვაში გვაქვს ყველაზე დიდი პრობლემა … ბუფონი BBC ალვეში სანდრო უკონკურენტო ჩანს ჯერჯერობით ეს სქემა

Misantrope
Misantrope
8 years ago

არ მევასება ეს მოთამაშე რაა, არც შეტევაში არის გადამრიე, დაცვაში ხო საერთოდ))))
გრძელი ფეხები ნზოზსაც აქვს ))))

10_means_alex
10_means_alex
8 years ago

:blin: :blin: :blin: აი მალადეც მაროტა, პოგბა თუ გაყდა და ეს ტრანფერი გაჩარხა საღოლ მაშინ :D:D:D იდიოტების ხელში ვართ. პოგბას ნაცვლად სისოკო, აქეთ ყოვლად უკლასო ფორვარდში 94 მილიონიო. :blin: :blin: :blin: :blin:

VIKING
VIKING
8 years ago
Reply to  10_means_alex

აი შენ რას იზამდი,ძმურად?

Usre234
Usre234
8 years ago

მართლაც მაგრად მოვიხიბლე მისი თამაშით ევროპაზე. საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა

რიკი
რიკი
8 years ago

ფინალში რეალურად მარტო ამას სურდა მოგება

ALLENATORE
8 years ago

სისოკომ ყველაზე კარგად ითამაშა ევროპა საფრანგეთის ცენტრალურ ზონას თუ ავიღებთ ნახევარდაცვის )

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x