კასერესს იტალიური გუნდები ეპატიჟებიან

მოგეხსენებათ გასულ სეზონში იუვენტუსმა მარტინ კასერესს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა, მისი ტრანსფერი კი ახლა არა ერთ იტალიურ გუნდს სურს.
ნაპოლი და რომა მაქსიმალურად ცდილობენ თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ურუგვაელი მცველის, მარტინ კასერესის დამატებას თავიანთ რიგებში.
ნაპოლი მარტინს მარჯვენა მცველის პოზიციაზე განიხილავს, მას შემდეგ რაც მათი დავიდე სანტონისადმი ინტერესი ფუჭი დროის კარგვა აღმოჩნდა. ნეაპოლელებმა ვერა და ვერ დააინტერესეს მილანის ინტერის ხელმძღვანელობა იტალიელი მცველის გადმობარგებაზე, ასე რომ როგორც უკვე ვახსენე მარტინი სათადარიგო ვარიანტია.
მისი რომასგან ინტერესი კი ცოტა გაურკვევლად რჩება, მაგრამ იტალიური სანდო გამოცემა Gazzetta Dello Sport ორივე გუნდის ინტერესს ადასტურებს.
სამწუხაროდ, კასერესი ხშირ ტრამვიან ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება, რამაც მის კარიერულ ზრდას აშკარად ხელი შეუშალა. 29 წლის მცველმა გასულ სეზონში იუვეს შემადგენლობაში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა.
არად იუვეში რა ქამ ბექი ქონდა მილანთან დუბლი ვის გახსოვთ?
წარმატება სადაც წახვალ