Sky იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე
Sky დეტალურ მიმოხილვას აკეთებს სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებით:
პოლ პოგბას საქმე სრული სვლით ვითარდება.. იუვე შეეგუა მის წასვლას და დარჩენილია სატრანსფერო თანხის ოდენობის დაზუსტება.. კულუარული ინფორმაციით მხარეებს ერთმანეთისგან რამდენიმე მილიონი აშორებს.. ასევე გადასაწყვეტია ის თუ ვინ გადაუხდის რაიოლას მის კუთვნილ %-ებს.. იუვენტუსი ცალსახად არ აპირებს ამის გაკეთებას და როგორც ჩანს მანჩესტერლებს დამატებითი მილიონების გამოყოფა მოუწევთ.
უახლოეს პერიოდში ტურინი შესაძლოა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს და ეს სიმონე ძაძაა.. ვესტ ჰემი როგორც ჩანს ბაკას დაემშვიდობა, რომელმაც არ ისურვა ლონდონელთა რიგებში კარიერის გაგრძელება.. ალტერნატიული ვარიანტი ინგლისელთათვის კი სწორედ იუვეს 7 ნომერია..
იუვე არ ივიწყებს გონსალო იგუაინსაც და მისგან კონკრეტულ ქმედებას ელოდება.. საკმარისია არგენტინელმა სურვილი ღიად დააფიქსიროს, რომ მაროტა საქმეში ჩაერთვება.. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკლებად მოსალოდნელია იუვემ 94 მილიონის ინვესტირება მოახდინოს.
მიდი ბრუცო დააყაჭინე რაც შეიძლება ბოლო კაპიკებამდე მაგ ფულის მეშოკებს.ოხ პოოლ ვიცი არ გინდა წასვლა მაგრამ წლიური 13მილიონი ქვას ხეთქავს ხო? ბევრი ათამაშე ერთი ადგილი მარა წარმატებებს გისურვებ მაინც.მევასები შე ოხერო..
ჭკვიანია ჩვენი ბრუციანი
ოხ პოლი