ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვესტ ჰემმა თუ ბაკა ვერ გაიფორმა ძაძაზე გადაერთვება


ინგლისური მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ლონდონური მოკრძალებული გუნდი, რომელიც გასულ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა როგორც ძირითად შემთხვევებში ხდება ხოლმე არ სუსტდება, პირიქით ვესტ ჰემის ხელმძღვანელობა ცდილობს კლუბი გააძლიეროს და შემდეგ სეზონში უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

აღმოსავლეთ ლონდონურ კლუბში ცენტრალური ფორვარდის პოზიცია კვლავ პრობლემურად რჩება, ამიტომ ინგლისელები ძლიერად უტევენ მილანს კარლოს ბაკას თაობაზე, მაგრამ თუ მილანური კლუბი კოლუმბიელი ფორვარდის გაყიდვაზე უარს განაცხადებს ლონდონელები სიმონე ძაძაზე გადაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ სიმონე ძაძას შეძენა ვოლსფურგსაც სურს, მისი ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება ვესტ ჰემს და იუვეს, მათ კარგი სატრანსფრო ურთიერთობა აქვთ, ორიოდე წლის წინ იუვენტუსიდან ლონდონში ანჟელო ოგბონა გადაბარგდა, რომელიც ახლა ინგლისელების უცვლელი წევრია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გაუჰვით ერთი

bero-juve10
bero-juve10
8 years ago

გაუშვან 25 ლიმონი ცოტა არ არის.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x