ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky & დი მარციო : იგუაინმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

რამდენიმე წუთის წინ სკაი სპორტმა გონსალო იგუაინის თაობაზე საგულისხმო ინფორმაცია გაავრცელა..

იტალიური გამოცემის ცნობით, არგენტინელ ფორვარდს ჯუზეპე მაროტასთან კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებას არა ტურინში, არამედ მადრიდში გაიარა, ბებერი ქალბატონის წარმომადგენლებთან.პიპიტა ახალ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი ანაზღაურება კი 7,5 მილიონი ევრო იქნება.ბუნებრივია, “ნაპოლი” მის თაობაზე მოლაპარაკებებში ჩართვას არ აპირებს და ტურინელებს მოუწევთ, 94 მილიონი ევრო გადაიხადონ.

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჯანლუკა დი მარციომაც დაადასტურა.იგი სკაის მიერ გავრცელებულ ცნობებს ადასტურებს და ამასთან, აცხადებს, რომ ჯუზეპე მაროტა “ნაპოლის” დღეს ან ხვალ დაუკავშირდება და განუცხადებს, რომ “იუვენტუსი” იგუაინის კონტრაქტში არსებულ პუნქტს გამოიყენებს, ანუ გადაიხდის 94 მილიონ ევროს და პიპიტას ტურინში გადმოიყვანს.28 წლის ფეხბურთელი ლა მორალეიას კლინიკას გუშინ ეწვია და ანალიზები ჩაიტარა, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი, აღსანიშნავია, რომ ისინი სერია ა – ს ახალი სეზონის კენჭყისყრაზე არ იმყოფებოდნენ, რაც ფრიად საინტერესო ამბავია.

ესპანური პრესის ცნობით კი, მინო რაიოლა მადრიდშია და ამჯერად “რეალის” წარმომადგებლებთან მართავს შეხვერას.ფრანგის აგენტი ფლორენტინო პერესის წინადადებას მოისმენს და შემდეგ გადაწყვეტს, რომელი წინადადებაა მეტად მისაღები პოგბასთვის.

პარალელურად, მაროტა ხუან კუადრადოს სიტუაციას აკვირდება, კოლუმბიელს გუნდიდან წასვლა სურს და “ჩელსიც” მზადაა, იგი გაასხვისოს.ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის მომგებიან სიტუაციაში მილანი იმყოფება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

53 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბოსს
ბოსს
8 years ago

პოლი არ წავა არსათ ჰიგუაენი კაია :forza:

giga kvaratskhelia
8 years ago

pogba realshi gadavides eg mirchevnia vidre manchestershi. higuaini magari dzala iqneba, gvegirseba gamtani forvardi

forza bianconeri
8 years ago

რატომ? რეალი კონკურენტია და მანჩე არა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მანჯუკიჩი დაჯდა სკამზე და ეგააა ) ან დიბალა იქნება ტრეკვარტისტა ) მარიო სკამზე არ დაჯდება და წავა გუნდიდან )

Lb19
Lb19
8 years ago

მანჯუკიჩის აგენტმა თქვა რომ იგუაინის მოსვლა არაფერს გამოიწვევსო ასე რომ მანჯუკა იბრძოლებს ძირითადისთვის თუ არადა დაჯდება ზამენაზე :chuvak: ზამენაზე კიდე მანჯუს დონის ფორვარდი ბევრ გუნდს ნაღდად არ ყავს

bneli
bneli
8 years ago
Reply to  Lb19

Xo da meti motivatori iwneba daipxriwavs manju yvelapers aqamde zaza da morata yavda da icoda vercerti ver amoagdbda Da axla naxe gagijdeba. Tu ARA da momval wels wava

10_means_alex
10_means_alex
8 years ago

გაამართლებს არ გაამართლებს არ წყვიტავს აქ. პოგბაას ფულით მოყავს იგუაინი, აი ეს არის მთავარი. გამართლებით შეიძლება ოკაზაკიმაც გაამართლოს მაგრამ ყველას მოყვანას ხო არ ცდი, თან ესეთ თანხებად. იგუაინის ბალეშიკებმა დამისახელეთ 3 დასაბუთებული მიზეზი თუ რატო ღირს ეგ 94 მილიონი და მას აღარ ამოვიღებ

Lb19
Lb19
8 years ago
Reply to  10_means_alex

რეალურად იგუაინის ფასი 70 მილიონია სადღაც მარა ერთხელ ხო უნდა გაისროლოს მაროტამაც დიდი თანხა მითუმეტეს რაც არ უნდა გალანძღო იგუაინი ყველამ იცის რომ ტოპ დონის თავდამსხმელია

bneli
bneli
8 years ago
Reply to  10_means_alex

Bijo gasagebia sheidzleba mag fasi AR girs Mara sxvnairad ver iyidi tbiliss dinamos miyidis da juves ARA Napoli sxva tanxad da ertaderti shansi mis moyvanis am etapze egaa. Mitxari uketesi an magis donis igroki ramdebia bazarze an gaiyideba Tu ARA nakleb pasad aq sxva gza araa. Gaidzaxit 60 xoa midi fasi 60 ro mogvceb xo gindat. Xo da im 30 riskavs marota.. Da pogbas pulio Ra qnas apa sheinaxos is guli xo unda iyidos vinme AR unda am Shen pogbas aq darchena da mainc midis da is 120 limoni gamovdot servandshi?

juveboy-leo
8 years ago

bugitto

ager komentarebshi ro dalinkes brat

bugitto
8 years ago
Reply to  juveboy-leo

გაიხარე :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

=ტიგრანა=მასე ცერდიტ მანდზუკიცჰზეც ეხლა იგუაინზე ამან როვერ გაამარტლოს მაინტერესებს მერე რას დაცერტ.რაგაც ასე მგონია პოგბა რეალსი ცავა ზიდანტან.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

და რო გაამართლებს შენ და რამდენიმე კაცის კომენტარებს ამოგიკრიფავ და დაგიკომენტარებ

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

:up:

მაქს
მაქს
8 years ago

ლაურამ, ნაპოლის პრეზიდენტმა იუვე ის გუნდი არაა, ვინც ზურგს უკან ასეთ საქმეს გაგვიჩარხავსო, ტაკ შტო ჩვენ შეთანხმება აარ გვაქვს და ტყუილია ყველაფერიო :chuvak: აეწვა ჭუჭული :lool:

juveboy-leo
8 years ago

imat mekare markizios ar gavs? :lool:

| Newsphere by AF themes.
53
0
Would love your thoughts, please comment.x