სუპერკოპასთვის მატჩი შესაძლოა 23 დეკემბერს გაიმართოს
იტალიის სუპერთასისთვის მატჩი შესაძლოა 23 დეკემბერს, აბუ დაბიში ჩატარდეს..
გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სუპერკოპა იტალიანას გამართვა აბუ დაბიში თითქმის გადაწყვეტილია.ამ შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ იტალიის თასისა და სკუდეტოს გამარჯვებულები, მაგრამ რადგან წელს ორივე ტიტულის მოპოვება “იუვენტუსმა” შეძლო, ტურინელთა მოწინააღმდეგე თასის ფინალისტი, “მილანი” იქნება.
2014 წლის დეკემბერში სუპერკოპასთვის მატჩი დოჰაში “იუვესა” და “ნაპოლის” შორის 2-2 დასრულდა და ტიტულის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, შარშან კი ბებერმა ქალბატონმა შანხაიში “ლაციოს” 2-0 მოუგო.
Ra coli sheafdo blancom kargad dainaxa me are win ro iyo
სასტავ სკაი სპორტმა იგუანი იუვეშია სამედიცინო შემოწმებას გადის, იუვე კი 94 მილიონს მალევე გადაურიცხავს ნაპოლისო