ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინი – “იუვენტუსის” ისტორიული ტრანსფერი

ტურინის “იუვენტუსი” ისტორიული ტრანსფერისთვის სრულ მზადყოფნაშია..

ჯუზეპე მაროტა გონსალო იგუაინის კონტრაქტში არსებულ პუნქტს აამოქმედებს და არგენტინელ ფორვარდს 94,7 მილიონ ევროდ გაიფორმებს.პიპიტა ტურინელებთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რა დროის მანძილზეც მისი ანაზღაურება 7,5 მილიონი ევრო იქნება.იმ წუთიდან, როდესაც იგუაინის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, იგი იქნება სერია ა – ს კლუბების მიერ განხორციელებული ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი, ასევე ისტორიული გარიგება თავად ბებერი ქალბატონისთვის.

იგუაინი გახდება ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გარეტ ბეილის შემდეგ, რომელიც მადრიდის “რეალმა” 2013 წელს 100 მილიონ ევროდ შეიძინა.პიპიტა ამ მაჩვენებლით გაასწრებს კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც ბლანკოსმა 94 მილიონ ევროდ დაიმატა და ნეიმარს, რომლის სანაცვლოდან კატალონიელებმა 86 მილიონი გადაიხადეს. ( თუმცა ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ბარსას ბრაზილიელის ევროპაში გადმოყვანა 105 მილიონი დაუჯდა )

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგუაინი გახდება ფეხბურთელი, რომელშიც “იუვენტუსმა” ყველაზე დიდი თანხა გადაიხადა, აქამდე ტურინელთა რეკორდი ახლანდელი კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონია, მისი დამატება ტურინელებს 53 მილიონი ევრო დაუჯდათ “პარმადან”, 2001 წელს.

რაც შეეხება სერია ა – ს ყველაზე დიდ შენაძენს, 2000 წელს “ლაციომ” “პარმადან” ერნან კრესპო 55 მილიონად იყიდა.

თუმცა, მსოფლიო რეკორდი დანგრევის პირასაა, რამეთუ მანჩესტერ “იუნაიტედი” პოლ პოგბაში 120 მილიონ ევროს იხდის, რის შემდეგაც ფრანგი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება.ჩვენ მაინც, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს უკანასკნელი გარიგება არ მოხდება.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

41 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

თუ მოყვანაა 31 ის მერე მოიყვანენ და მაროტა არ გადაიხდის რაც არ უნდა იყოს ამხელა ფულს )) მარა სასწაული ფორვარდი როა მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია .. 35 სერია აში დზაან მაგარი სჰედეგია .. იუვეში უფრო დალაგდება პასის მიმცემებს შეხედეთ .. ლიგაზე ისე ვერ ვიბლატავებთესეთი თუ არ გვეყოლება წინ .. DYBALA ც გაიხსნება და ფანტასტიკა შეტევა იქნება ტოპ კლასი

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Mazaoba moratam ro icis iseti aravin icis.yvelafernairad kai fegburtelia magram mazaviki dzaanaa.jer seviliastan ra ver sheagdo cariel katshi.mere baierntan 0it 2 ze dawvina yvela da vsio metqvi mesametqo da 3 metridan tipma kars burti gadaacila.iqedan acileba meti dzneli iyo.higuani da dybala yvela vnaxavt tu ar gadaxsnan mowinaamdegis dacva magatma.nu pogba ro midis es dzaan magrad texavs,tumca tavis gadawyvetilebit midis tore aravin gaushvebda magas

ლაშა ცხვარაძე

ბაზარი არაა მორატა მაგარი მაზილა იყო ძაან ბევრი 100 პროცენტიანი აქ განამაზი ბაიერნთან ეგ მომენტი კარს რო ბურთი გადააცილა ახლაც მახსოვს არადა ეგ რო გაეტანა ბაიერნი აღარ იყო სემომბრუნებელი თამაშის

ჰიუმი
ჰიუმი
8 years ago

მე სულ ვაკრიტიკებ ბოსობას, მაგრამ მთლად ზედმეტი არ შეიძლება. პოგბას მიდის და დასაბმელი რად გინდა გუნდში. პოგბას ხარჯზე მარჯზე არ ვიცი. გაისროლეს იგუაინზე, წავა პოგბა და მოიყვანოს მაროტამ მაღალი დონის შემცვლელი. მატიჩი და ვიტცელი სასაცილოა. მაროტა ქების ღირსი იქნება თუ თუნდაც რაკიტიჩი მოიყვანა. ვერატიზე არაფრს ვამბობ საერთოდ. მაგრამ აქ ნუ გააგრძელებთ სახოტბო პოემების წერას მაროტასთვის თუ იგუანი მოვა, პოგბა წავა და მის ნაცლად მატიჩს ან ვიტსელს მოიყვანენ. ტოპი ვიყიდე ტოპი გავყიდე (როგორც თხაზეა) დიდი არაფერი საქმეა. იუვეს პოგბას გაყიდვის გარეშეც უნდა მოეყვანა პოტ ფორვარდი. პოგბას წასვლით ნახევარმცველის დადება უწევს მაროტას და ისიც ტოპ კლასის უნდა იყოს და არა ვიტსელის დონის.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მოდი რაღაცეებს გაგახსენებ………. ზიდანი, დელ პიერო, ბუფონი, ძამბროტა, ნედვედი……………… არცერთი ტოპ ა. იყვნენ როცა მოვიდნენ იგივეს ვიტყვი ბონუჩი ბარძAლიზე არც კიელო იყო ა. დონი და პოგბა ვაბშე ფერგიუსონის დაბრაკული მოვიდა………………მე ზუსტად ამიტომ მიყვარს იუვე აქ პირველ რიგშ გუნდია და გუნდი მარტო ის 22ფეხბურთEლი არ არის გუნდი არის ისტორია გულშემატკივარი ხასიათი სტილი………… მეგონა 100 მილიონს იუვე ფეხბურთელში არ გადაიხდიდა…… და ყველაზე დებილ ტოპსი გადაიხადეს ეს თანხა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ეს თუ პოგბას ხარჯზე მოხდა ძალიან ცუდი იქნება! აი თუ პოგბაც დარჩა, მაშინ თამამად გავიწევთ ლიგის თასზე!

irakli28
8 years ago

ეს იქნება ისტორიული შეცდომა, პოგბას გაშვება ამ მაზილის გამო არ შეილება არაფრით…. კატანიებთან და ჯენოებთან ვიღაც კი აკრიფავდა ერთხელაც 35 გოლს…. არ ვიცი იუვეში მაინც რას ფირობენ ამხელა ფულს როგორ ყრიან ამაში… თან უეჭველი პოგბას ხარჯზეა ეს ყველაფერი

10_means_alex
10_means_alex
8 years ago
Reply to  irakli28

:up: :up: :up: :up:

milaneli
milaneli
8 years ago

მეე როოგოორც მილანის ფანი წარმატბას ვუსურვებ იგუაიინსს …და კიდეევ გამიიხარდება თუ ივეე მოიგებ ლიგას …100% იმსახურებს თუ მოიგებს ამდენიი წლიანი შროომა დაუუფასდება ალბათ… ყოოჩაგ ივესს ხელმდზგვანელობას იმენა სწოორად მოქმედებენნ და რაც აკლია გუნდდსს იმას ყიდულობენნ აიი სწორი სატრანსფერო პოლიტიკაა … იმედიია მილანიიც დაბრუნდება ,მილანი ივეე იტალიის სახელია რა ეს ორი გრანნდი რომეელებიც ყოველთვიის ბრწყინავდნენნ ჩემპიონთა ლიგაზე…ფოორზა

forza bianconeri
8 years ago
Reply to  milaneli

:up: :italy:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  milaneli

:forza: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  milaneli

Martla egrea dzma da dzalian minda milani male dabrundes elitashi

irakli28
8 years ago
Reply to  Gio Darja

meც მაგის იმედი მაქ, მაგრამ პოგბას ამაში გაცვლა რო უკან სვლას ნიშნავს ეგ 2*2=4ია

ALLENATORE
8 years ago

ტევესმა შესანიშნავი 2 სეზონი გაატარა და ცუდს ვერ ვიტყვი ვერაფერს ნამდვილად ) მაგრამ ბარსასთან ფინალი ძაან ცუდათ ითამაშა ) 100% მომენტი არ ქონია მაგრამ ის ორი დარტყმა ცუდად მახსენდება საჯარიმოს ხაზიდან როცა არავინ უშლიდა და კარში ვერ მოარტყა ) შედეგს დებს დღეს კლასი და ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი) სუარესი ძაან მაღალი კლასია და იგუანთან შედარება ალბათ ღადავია :D:D )

10_means_alex
10_means_alex
8 years ago
Reply to  ALLENATORE

:up: :up: :up: :up: :up:

forza bianconeri
8 years ago
Reply to  Gio Darja

იგუაინზე ყოველთვის ვწერდი რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და ტოპ 5-ში შედის, მაგრამ მისი ასაკის გამო არ გვიღირს მასში 60 მილიონზე მეტის გადახდა. ნაპოლის რაც შეეხება, ეგ გუნდი არც ისე დიდი ხნის წინ სერია ბ-ში იყო და ფაქტიურად ჭაობიდან ამოძვრა იუვეს მსგავსად, რაც მათი სატრანსფერო პოლიტიკის დამსახურებაა. გონსალო 38 მილიონად იყიდეს და ახლა თითქმის სამმაგ ფასად ყიდიან, თან რა ასაკში. კავანი 65 მილიონად გაყიდეს და პესეჟემ თითქმის არ გამოიყენა ედინსონი, რადგან ასაკოვან იბრას ვერ გაუწია კონკურენცია ურუგვაელმა.

ლევანი
ლევანი
8 years ago

მეგობრებო იუვე რა ბიზნეს აწარმოებს ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვით და რა მოგებას ან წაგებას ნახულობს ეს ჩვენი საქმე არ არის. მთავარია გუნდი იყოს დაკომპლექტებული მაღალი დონის ფეხბურთელებით. იგუაინი არის სერია ა-ში ყველაზე მაღალი დონის ფორვარდი დღეს და ერთ-ერთი მსოფლიოში სუარესთან, იბრასთან, ბეილთან და ა.შ.

forza bianconeri
8 years ago

არასწორ ტრანსფერებზე არ უნდა ღელავდნენ გულშემატკივრები? მილანი და მანჩესტერი უაზრო ტრანსფერებმა გაასაშუალოდონისგუნდეს მეტმა არაფერმა

ლევანი
ლევანი
8 years ago

რაც იუვე სერია ბ-დან გადმოვიდა იგუაინი არის ყველაზე მაღალი დონის თვდამსხმელი ვინც იყიდეს.

forza bianconeri
8 years ago

ისე სუარესის ტრანსფერს ბარსაში ძალიან გავს გონსალოს ტრანსფერი

ALLENATORE
8 years ago

:mrgreen:

10_means_alex
10_means_alex
8 years ago

სად ფინალში ამის მოყვანას მორატა დაეტოვებინათ არ ჯობდა? პლეიოფებში მაინც გაგვათრევდა

forza bianconeri
8 years ago
Reply to  10_means_alex

იუვეს არ ჰქონდა უფლება მორატას დატოვების, ალვაროზე და რეალზე იყო ყველაფერი დამოკიდებული

10_means_alex
10_means_alex
8 years ago

ფულს თუ დაუმატებდნენ აუცილებლად დაუთმობდა რეალი

osvaldo ardiles
8 years ago

აუ კრესპოზე რო წავიკითხე ნოსტალგია მომეძალა. რა მაგარი ტურნირი იყო სერია ა 10-15 წლის წინ და რა მაგარი ფეხბურთელები თამაშობდნენ იქ მთელი მსოფლიოდან, ნეტა თუ მოვა კიდე ის დრო. :loool:

10_means_alex
10_means_alex
8 years ago

:up: :up: :up:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მოვა სად წავა სულ ყოველთვის ერთი ქვეყანა კი არ იქნება ლიდერი.ხან ინგლისი ხან ესპანეთ იქნება 1 ზე
მალე იტალიაც გახდება ლიდერი,ეს ყველაფერი 1 დიდი ციკლია :forza: :forza: :forza:

forza bianconeri
8 years ago

ლიგის ფინალში თუ გავედით მერე ნახეთ იგუაინის ლანძღვა :lool: (იკისრებს ფინალში)

10_means_alex
10_means_alex
8 years ago

აქ ყველა თავის აზრს გამოთქვავს მეგობარო, ვის რა შეხედულება აქვს. ეგრე ბილიაზე და ბროზოვიჩზეც ამბობენ და რატო არ ვარდება აქ ხალხი პანიკაში მოიყვანეთ სასწრაფოდ ეგენიო, იმათ ხო უკეთესად იციან. მეათე ესეთ კომენტარს ვწერ და ჯერ ვერცერთმა იგუს ბალეშიკმა ვერ დამისახხელა 3 დასაბუთებული მიზეზი თუ რატო უნდა გადავიხადოთ იგუაინში 94 მილიონი. ეს ყველაფერზე მეტყველებს

lasha dolidze
8 years ago
Reply to  10_means_alex

ძმურად მართლა გჯერა რო ბროზოვიჩით ინტერესდებიან?)) ეგრე პრესაში ათასი მკვდარი დაუკავშირებიათ იუვესთან მაგრამ ყველა კიარ მოუყვანიათ! მე არც იმას ვამბობ რო უშეცდომოები არიანთქო უბრალოდ ამხელა ფულს რო იხდი თან იუვე, იქ გათვლილია ყველაფერი! რავი დაიწყება სეზონი და ვნახოთ შეიძლება არ გაამართლოს მაგრამ თვითონ ხელმძღვანელობამ რომ უკეთ იცის თავისი საქმე ეგ ფაქტია. და სიძვირეზე კიდე,ლუკაკუში ითხოვენ 76 ფუნტს, დაახლოებით 90 მილიონია ზუსტად არ ვიცი, ლუკაკუ თუ მაგდენი ღირს იგუანი რატო არ ღირს 95?

10_means_alex
10_means_alex
8 years ago
Reply to  lasha dolidze

გამართლებით რათქმაუნდა შეიძლება გაამართლოს, მე იმაზე ვაკეთებ აქცენტს რო ვერ ვხვდები აქ რატო ავარდა ასე ხალხი და დაიწყო იგუაინზე ლოცვა, ვინ ჩემი ფეხებია, რა გაუკეთებია, რა დაუმტკიცებია. მაგ ფულით პოგბა თუ მიდის ვერატიზე უნდა იჩალიჩონ ნებისმიერ ფასად. ამას რო რამე შეძლებოდა რეალი გაუშვებდა? თუ დელაურიენტესმა აახია პერესს ისე როგორც ეხლა მაურინიო გვახევს პოგბას?

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  10_means_alex

1 iguaini aris top klasis 9ani da dgesdgeobit chemtvis 10 sauketesoshi shedis
2 seria a s mshvenivrad sheegua da seria as sauketeso shemtevic egaa
3 dges fexburtelebis fasebi dzaan gaberilia da iset igrokebshi ixeian imxela tanxebs ro esec gamartlebulad sheidzleba chaitvalos da bolos aq ro ar gvechqara da ar gadagvexada amdeni iguains psg iyidda cavani chelsishi wavidoda benzemas reali ar mogvcemda da sanchessac an davimatebdit an vera da sheidzleba top forvardis gareshe davrcheniliyavit ase rom me mjera amis :forza: :forza:

10_means_alex
10_means_alex
8 years ago

ეგ ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ან უბრალოდ შენ რისიც გჯერა. რათქმაუნდა შენ აზრს პატივს ვცემ, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ დასაბუთებული არგუმენტი არცერთი დაგიწერია იმის გარდა რო სერია-ა ს შეეგუა და 36 გოლი გაიტანა, ეს კი 94 მილიონის გადახდის საფუძველი ვერ იქნება, ეგრე იმობილემაც გაიტანა 20 გოლზე მეტი, ანუ ის 65 მილიონი ღირს? რაშუაშია. ტოპ თავდამსხმელი სხვა რაღაცას ნიშნავს. რაც შეეხება იმას რო დღეს ფეხბურთელები ეგრე ღირს არ ნიშნავს იმას რო შენც ჩვეულებრივ იგროკში 100 მილიონი უნდა გადაიხადო, ვინც იხდის ეგეთ თანხებს რას მიაღწიეს კი ვხედავთ. ბოლოს მაინც მინდა ვთქვა რო რათქმაუნდა დიდი იმედი მაქვს მეც რო გაამართლებს, რადგან ტრანსფერი უკვე… Read more »

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  10_means_alex

სჰენ მე გაგეცი პასუხი რატო უნდა გდაიხადო და სჰენ რადგნ არ გაკმაყოფილებს ეგ არაა საქმე

alex-97
Delpieronedved
8 years ago

ტოპ სთარები გვყავს შეტევაში დიბალა იგუაინი მესი ნეიმარი სუარესი და რონალდო ბეილის დონეა

alex-97
Delpieronedved
8 years ago

კაია იქნება პოგბა დატოვონ და მერე ნახეთ ტქვენ რეალი ბარსა ბაიერნი ვინ ჩემი ფეხები იქნება

lasha dolidze
8 years ago

აი რა მიკვირს იცით? აქ ზოგი რატო ფიქრობს რომ მაროტა ანიელი და ალეგრიზე უკეთესად იცის ფეხბურთი?)) მაზილაა მაზილაო, ცუდად ითამაშაო წერთ ყოველ მეორე კომენტარში და კითხვა მაქ! გუნდი იხდის 100 მილიონს და მართლა ფიქრობთ რომ ამათმა არ იციან კოპაზე როგორ ითამაშა,რეალში როგორ თამაშობდა? თქვენი აზრით გათვლილი არ აქვთ ყველაფერი? თუ ესე ერთ დღეს გადაწყვიტეს დავაი გადავიხადოთ 100 მილიონი და ესე ქარს გაატანდნენ ამხელა ფულს? რადგან იხდიან ესეიგი აქვთ იციან რასაც აკეთებენ და ჩვენზე კარგად ნამდვილად იციან თავისი საქმე! გრიზმანიო ახსენეს აქ,ვინ მოგცემს ბიძია გრიზმანს 100 მილიონად ვინ?))) და ლუკაკუ თუ ღირს 80-90 მილიონი,იგუანი 100 მეტი ღირს მაშინ!

ALLENATORE
8 years ago
Reply to  lasha dolidze

მე არაფერს ვიგონებ ეგ ფაქტია ყველა გადამწყვეტ თამაშში ჩამული აქ ) და ვწერ ჩემს აზრსს ლიგაზე საჭიროა ისეთი ფორვარდი რომელიც ზუსტად იმ დროს გამოიყენებს მომენტს როცა გუნდს ჭირდება ჰაერივით ეგ გოლი და მეტიც ნახევარი მომენტიდან გააკეთებს გოლს ) იგუაინის ვერც ერთ თამაშსს ვერ დამიწერთ ლიგის პლეი ოფში ან ევროპა ლიგაზე ნაპოლისთან ერთად სადაც არ ჩაივა ) ნაკრებში რაც აქვს გაკეთებული მაგაზე აღარც ღირს უკვე ლაპარაკი )) არავისზე მეტად არ ვიცი ფეხბურთი მე ჩემს აზრსს ვწერ )) ქარს გაატენეს გე ფული თუ ყვავს :D:D გამოჩნდება სულ მალე )_

Perfectworld
8 years ago
Reply to  ALLENATORE

არ გეწყინოს ძმა მარა ბოდავ რაღაცეებს და ვერ გაგიგია ) იგუაინის კლასს რო ვერ ხედავ
შენ ადგილას ფეხბურთზე არ ვილაპარაკებდი ) იგუაინი არის ერთ-ერთი
ყველაზე მაღალი დონის თავდამსხმელი დღესდღეობით პლანეტაზე ) ეს
არის ფაქტი ) შენ რასაც ლაპარაკობ არის სუბიექტური ბოდვა ) ამიტომ
დაგვდე ცოტა ხანი პატივი და დაგვასვენე შენი ოდიოზური აზრებისგან )

| Newsphere by AF themes.
41
0
Would love your thoughts, please comment.x