ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky & დი მარციო : იგუაინმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

რამდენიმე წუთის წინ სკაი სპორტმა გონსალო იგუაინის თაობაზე საგულისხმო ინფორმაცია გაავრცელა..

იტალიური გამოცემის ცნობით, არგენტინელ ფორვარდს ჯუზეპე მაროტასთან კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებას არა ტურინში, არამედ მადრიდში გაიარა, ბებერი ქალბატონის წარმომადგენლებთან.პიპიტა ახალ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი ანაზღაურება კი 7,5 მილიონი ევრო იქნება.ბუნებრივია, “ნაპოლი” მის თაობაზე მოლაპარაკებებში ჩართვას არ აპირებს და ტურინელებს მოუწევთ, 94 მილიონი ევრო გადაიხადონ.

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჯანლუკა დი მარციომაც დაადასტურა.იგი სკაის მიერ გავრცელებულ ცნობებს ადასტურებს და ამასთან, აცხადებს, რომ ჯუზეპე მაროტა “ნაპოლის” დღეს ან ხვალ დაუკავშირდება და განუცხადებს, რომ “იუვენტუსი” იგუაინის კონტრაქტში არსებულ პუნქტს გამოიყენებს, ანუ გადაიხდის 94 მილიონ ევროს და პიპიტას ტურინში გადმოიყვანს.28 წლის ფეხბურთელი ლა მორალეიას კლინიკას გუშინ ეწვია და ანალიზები ჩაიტარა, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი, აღსანიშნავია, რომ ისინი სერია ა – ს ახალი სეზონის კენჭყისყრაზე არ იმყოფებოდნენ, რაც ფრიად საინტერესო ამბავია.

ესპანური პრესის ცნობით კი, მინო რაიოლა მადრიდშია და ამჯერად “რეალის” წარმომადგებლებთან მართავს შეხვერას.ფრანგის აგენტი ფლორენტინო პერესის წინადადებას მოისმენს და შემდეგ გადაწყვეტს, რომელი წინადადებაა მეტად მისაღები პოგბასთვის.

პარალელურად, მაროტა ხუან კუადრადოს სიტუაციას აკვირდება, კოლუმბიელს გუნდიდან წასვლა სურს და “ჩელსიც” მზადაა, იგი გაასხვისოს.ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის მომგებიან სიტუაციაში მილანი იმყოფება.

წყარო : Tuttojuve

53 thoughts on “Sky & დი მარციო : იგუაინმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

  1. მანჯუკიჩი დაჯდა სკამზე და ეგააა ) ან დიბალა იქნება ტრეკვარტისტა ) მარიო სკამზე არ დაჯდება და წავა გუნდიდან )

    1. მანჯუკიჩის აგენტმა თქვა რომ იგუაინის მოსვლა არაფერს გამოიწვევსო ასე რომ მანჯუკა იბრძოლებს ძირითადისთვის თუ არადა დაჯდება ზამენაზე :chuvak: ზამენაზე კიდე მანჯუს დონის ფორვარდი ბევრ გუნდს ნაღდად არ ყავს

  2. გაამართლებს არ გაამართლებს არ წყვიტავს აქ. პოგბაას ფულით მოყავს იგუაინი, აი ეს არის მთავარი. გამართლებით შეიძლება ოკაზაკიმაც გაამართლოს მაგრამ ყველას მოყვანას ხო არ ცდი, თან ესეთ თანხებად. იგუაინის ბალეშიკებმა დამისახელეთ 3 დასაბუთებული მიზეზი თუ რატო ღირს ეგ 94 მილიონი და მას აღარ ამოვიღებ

    1. რეალურად იგუაინის ფასი 70 მილიონია სადღაც მარა ერთხელ ხო უნდა გაისროლოს მაროტამაც დიდი თანხა მითუმეტეს რაც არ უნდა გალანძღო იგუაინი ყველამ იცის რომ ტოპ დონის თავდამსხმელია

    2. Bijo gasagebia sheidzleba mag fasi AR girs Mara sxvnairad ver iyidi tbiliss dinamos miyidis da juves ARA Napoli sxva tanxad da ertaderti shansi mis moyvanis am etapze egaa. Mitxari uketesi an magis donis igroki ramdebia bazarze an gaiyideba Tu ARA nakleb pasad aq sxva gza araa. Gaidzaxit 60 xoa midi fasi 60 ro mogvceb xo gindat. Xo da im 30 riskavs marota.. Da pogbas pulio Ra qnas apa sheinaxos is guli xo unda iyidos vinme AR unda am Shen pogbas aq darchena da mainc midis da is 120 limoni gamovdot servandshi?

  3. =ტიგრანა=მასე ცერდიტ მანდზუკიცჰზეც ეხლა იგუაინზე ამან როვერ გაამარტლოს მაინტერესებს მერე რას დაცერტ.რაგაც ასე მგონია პოგბა რეალსი ცავა ზიდანტან.

    1. და რო გაამართლებს შენ და რამდენიმე კაცის კომენტარებს ამოგიკრიფავ და დაგიკომენტარებ

  4. ლაურამ, ნაპოლის პრეზიდენტმა იუვე ის გუნდი არაა, ვინც ზურგს უკან ასეთ საქმეს გაგვიჩარხავსო, ტაკ შტო ჩვენ შეთანხმება აარ გვაქვს და ტყუილია ყველაფერიო :chuvak: აეწვა ჭუჭული :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.