ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky & დი მარციო : იგუაინმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

რამდენიმე წუთის წინ სკაი სპორტმა გონსალო იგუაინის თაობაზე საგულისხმო ინფორმაცია გაავრცელა..

იტალიური გამოცემის ცნობით, არგენტინელ ფორვარდს ჯუზეპე მაროტასთან კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებას არა ტურინში, არამედ მადრიდში გაიარა, ბებერი ქალბატონის წარმომადგენლებთან.პიპიტა ახალ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი ანაზღაურება კი 7,5 მილიონი ევრო იქნება.ბუნებრივია, “ნაპოლი” მის თაობაზე მოლაპარაკებებში ჩართვას არ აპირებს და ტურინელებს მოუწევთ, 94 მილიონი ევრო გადაიხადონ.

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჯანლუკა დი მარციომაც დაადასტურა.იგი სკაის მიერ გავრცელებულ ცნობებს ადასტურებს და ამასთან, აცხადებს, რომ ჯუზეპე მაროტა “ნაპოლის” დღეს ან ხვალ დაუკავშირდება და განუცხადებს, რომ “იუვენტუსი” იგუაინის კონტრაქტში არსებულ პუნქტს გამოიყენებს, ანუ გადაიხდის 94 მილიონ ევროს და პიპიტას ტურინში გადმოიყვანს.28 წლის ფეხბურთელი ლა მორალეიას კლინიკას გუშინ ეწვია და ანალიზები ჩაიტარა, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი, აღსანიშნავია, რომ ისინი სერია ა – ს ახალი სეზონის კენჭყისყრაზე არ იმყოფებოდნენ, რაც ფრიად საინტერესო ამბავია.

ესპანური პრესის ცნობით კი, მინო რაიოლა მადრიდშია და ამჯერად “რეალის” წარმომადგებლებთან მართავს შეხვერას.ფრანგის აგენტი ფლორენტინო პერესის წინადადებას მოისმენს და შემდეგ გადაწყვეტს, რომელი წინადადებაა მეტად მისაღები პოგბასთვის.

პარალელურად, მაროტა ხუან კუადრადოს სიტუაციას აკვირდება, კოლუმბიელს გუნდიდან წასვლა სურს და “ჩელსიც” მზადაა, იგი გაასხვისოს.ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის მომგებიან სიტუაციაში მილანი იმყოფება.

წყარო : Tuttojuve

53 thoughts on “Sky & დი მარციო : იგუაინმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

  1. ტოპს რო არ ყიდულობენ უკმაყოფილოები ხართ და ეხა რო მიადგნენ მაღალი დონის ფორვარდს ძვირიაო, 120 მილიონს იხდიან პოგბაში მაგრამ მანჩესტერისთვის ისაა მთავარი რო პოგბა მიდის მათ გუნდში, გულშემატკივრების ფული ხო არაა, რადგან იხდიან ე.ი უღირთ )) წინახაზსში ზუსტად ტოპი გვჭირდება

    1. ტურინში რო გამოჩენილიყო ბომბას გამოუშვებდა ალბათ დე ლაურენტისი :mrgreen: სანამ კლუბებს შორის არ იქნება შეთანხმება არ აქვთ უფლება ტურინში ჩაუტარონ შემოწმება

  2. წინახაზს ხო უნდა გაძლიერება ? გასაგებია რო 94 მილიონი გენანებათ იგუაინში ( ისე ამბობთ თითქოს თქვენი ჯიბიდან იხდიდნენ ), ვინ გაგვაძლიერებს ? არ მითხრათ ეხა სუარესი, აგუერო ან ლევანდოვსკიო..ვინც ხელმისაწვდომია ბაზარზე, თავდამსხმელი და არა ჰამშიკი, სულ ჰამშიკზეა აქ ყურადღება

  3. ამაზე არანაკლები ფეხბურთელი 9 მილიონად ვიყიდეთ და ამაში რატომ უნდა გადავიხადოთ 94 :blin: 4 წელიწადში კარიერას ამთავრებს. გასაგებია ტოპია და ერთ-ერთი საუკეთესოა, არ ვარ ფეხბურთის უცოდინარი და მაგდენი მესმის, მაგრამ 29-ისაა ხალხო ფეხბურთიდან წავა 4 წელიწადში :blin: გამოდის იგუანში 23 მილიონს ვიხდით წელიწადში პლიუს 7 ლიმონი ხელფასი, ჯამში 30 მილიონი გვიჯდება გონსალო ყოველ წელს :blin: და ეს არაა უაზრობა? 30 მილიონად დიბალას იყიდის მაროტა

    1. Mag passhic AR mogcemen sxva magaze magar 9 nomers da egec ro AR viyidot Ra unda vqnat dzmurad isev manjus imedze viqnebit danarchenebi magnairia yvela da Ra unda qnas gundma plius amas es Ena chartali bichi wava uechveli da xo unda movies stari vinne

        1. კეინი რომ იყიდო მინიმუმ 50 მილიონი გინდა და როდემდე უნდა ვიყიდოთ ეს ახალგაზრდები? იგუაინი ლიდერიც არის და პოგბას წასვლას დააბალანსებს ლიდერობით … იგუაინი დიბალა იქნება მკვლელი ტანდემი :forza:

    2. teves გულისხმობდი ალბათ და მესმის რასაც იძახი ეხლა ვინ უნდა მოიყვანო 9 მილიონად? იგუაინში 70 მილიონს ნებისმიერი გუნდი გადაიხდის და წაიყვანს ოფიციალური ღირებულება 65 მილიონია და ყველაზე ძვირადღირებულ ცენტრალურ თავდამსხმელებში მესამე ადგილზეა…

  4. კაი რა შარშან ყურადღება არ მიგვიქცევია ჩვენ პოგბას ნათქვამზე თორე მაგის მერე იყო გასაშვები…. “ჯერ აქ კარგად ვგრძნობ თავს მაგრამ შესაფერის დროს შესაფერის გუნდში გადავალო” ორივემ პოგბამაც და აგენტმაც ასე თქვეს…. ჩვენმა 10იანმა თქვა ეს .. ერთი მაგის ახლა გვინდა ცენტრში ვერატი :chuvak: ბრუცო ისე გაიწია ვერატისაც მაოყოლებს ტიპი :forza:

  5. mgel piero კარგად თამაშობდა როგორც ყოველთვის გულით და ცოტა სანახაობაც ჩართო … რა არის უაზრობა იგუაინი თუ არ გვინდა აბა ვინ უნდა მოვიყვანოთ? ბენზემას აგუეროს სუარესს ლევანდოვსკის კავანის არ უშვებენ და ფალკაოს ხო არ მოიყვანენ ან ვან პერსის …

  6. პოგბას გაყიდვა გადაწყვეტილია უკვე და სავარაუდოდ იგუაინის ტრანსფერის დადასტურება უნდათ პოგბას წასვლამდე, ფრანგის სიტუაცია იმ დონემდეა მისული რო აწი ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, სამწუხაროდ ))

    1. Dges Tu xval mateli iyo ro dagvtovebda pogbas msgavsi igrokebi ESE Arian. Prosta yvelaperi mica juve da texavs Mara moimkis moica :):) albat matichi mova da rejista eg iqneba nu igu ukve dzalaaa da ager nada en RAs izams chventan

  7. ამის მაისურების გაყიდვით ამოიღებს ძალიან დიდ ფულს მაროტა, ტყუილად არ ჩადებს ამხელა ინვესტიციას

  8. ამი 94 ლიმონად მოსვლა რო ავტომატურად პოგბას გაყიდვას ნიშნავს ვერ ხვდებით? მაგიტო მისკდება გული

  9. არაფერი უაზრობა არაა ძმა ამ გასროლით ყველას ვანახეთ რომ გრანდები ვართ.. ამ ნაბიჯმა თუ უკვე შეთანხმებული არაა პოგბას საკითხი შეიძლება ჩვენ წისქვილზე დაასხას წყალი და პოგბა დარჩეს იუვეში :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.