ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინის ტრანსფერი პოგბას წასვლას არ ნიშნავს – ყველაფერი ფრანგის გადასაწყვეტია

სკაი სპორტმა რამდენიმე წუთის წინ პოლ პოგბას თაობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა..

გამოცემის მტკიცებით, გონსალო იგუაინის შესაძენად ჯუზეპე მაროტას სულაც არ სჭირდება პოლ პოგბას გასხვისება, რადგან არგენტინელის გამოსასყიდ თანხას ბიანკონერები ორ ნაწილად იხდიან, თან გარკვეული ფასდაკლებით.90 მილიონი ევროდან მიმდინარე ფინანსურ პერიოდში ტურინელთა ბიუჯეტიდან პიპიტას ტრანსფერზე დანახარჯი მხოლოდ 45 მილიონი იქნება, ამ თანხის ნაწილი მაროტამ ალვარო მორატას გაყიდვიდან უკვე მიიღო, აწი კი სიმონე ძაძას, რობერტო პერეირას და მაურისიო ისლას გასხვისებით აპირებს ბიუჯეტის შევსებას.

პოგბასთვის მადრიდის “რეალი” და მანჩესტერ “იუნაიტედი” იბრძვიან, ორივე კლუბი მზადაა დაახლოებით 120 მილიონი ევრო გადაიხადოს ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა “იუვენტუსის” პასუხი უარყოფითია.ყველაფერი თავად პოლმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ტურინში, ჩემპიონთა ლიგის დასალაშქრად, წავა მადრიდში ზინედინ ზიდანთან თუ დაბრუნდება წითელ ეშმაკებში, ანუ კლუბში, რომელიც მომავალ სეზონში მხოლოდ ევროპის ლიგაზე იასპარეზებს.

წყარო : Football Italia

5 thoughts on “იგუაინის ტრანსფერი პოგბას წასვლას არ ნიშნავს – ყველაფერი ფრანგის გადასაწყვეტია

  1. ტიპი ამბობს დიდი ფეგბურთელი მინდა გავხდეო და მანჩესტერთან ერტად ვერც ვერასდროს გახდება ევროპის ლიგაზე თამასშით უნდა დარჩეს
    :forza: :forza:

  2. წელსბდარჩება მგონი პოგბა , მაროტამაც დაანახა თუ რამდენად ძლიერდება გუნდი. რა უნდა მანჩესტერში. იუვე 2 ჯერ ძლიერია წელს. ))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.