ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი ფეხბურთელების გაყიდვით 70 მილიონის გამომუშავებას გეგმავს


ტურინის იუვენტუსს ამ ზაფხულს არა ერთი მოთამაშე დატოვებს.

გონსალო იგუაინში უზარმაზარი თანხის გადახდის შემდეგ ტურინის იუვენტუსი ამ თანხის გამომუშავებას ფეხბურთელების გაყიდვებით გეგმავს.

საუბარი არ შეეხება პოლ პოგბას, რომლის საკითხიც გაურკვეველი რჩება დარჩება, თუ არა ის ტურინში.

სიმონე ძაძა, ანდერსონ ერნანეში, მარიო ლემინა, სტეფანო სტურარო და რობერტო პერეირა, ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომელთა სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდება შემდეგ სეზონში, ამიტომ ორმხრივი შეთანხმების თანახმად არც კლუბი და არც ფეხბურთელები არ არიან წინააღმდეგნი ამ მოთამაშეების სხვა კლუბში გადაბარგების.

იტალიის ნაკრების ფორვარდის, სიმონე ძაძას შეძენა ვესთ ჰემს და ვოლსფურგს სურდა, ორივე გუნდი მზად იყო 25 მილიონი ევროს გადასახდელად, მაგრამ სწორედ სიმონეს გამო დაიბლოკა ორივე ტრანსფერი, მიზეზად კი სერია A-ში თამაშის სურვილი დასახელდა.

ერნანეშის და ლემინას სიტუაცია ერთმანეთს წააგავს, გასულ სეზონში ჰქონდათ რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი, რომლითაც ტიფოზები გაახარეს, მაგრამ გუნდის დატოვებასთან ახლა ორივე ახლოსაა.

ბრაზილიელ ერნანეშს ბეშიქთაში ეპატიჟებოდა, მის სანაცვლოდ კი ტურინი 5-7 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო მისი თურქულ კლუბში ტრანსფერი დაიბლოკა.

რაც შეეხება მარიო ლემინას მის შეძენას სტოკ სითი, ლესტერ სითი, ვოტფორდი და ლეისპიგი ცდილობს, მისი ფასი 15 მილიონი ევროდან 18 მილიონ ევრომდე მერყეობს.

რობერტო პერეირას ნაპოლიში გადასვლამდე თითქოს ერთი ნაბიჯი აშორებდა, მაგრამ გონსალო იგუაინის ტრანსფერმა ყველაფერი შეცვალა, პერეირას სანაცვლოდ ტურინელები ზუსტად იმდენს ითხოვენ რამდენსაც ლემინას სანაცვლოდ.

ბოლო დროს ალაპარაკდნენ სტეფანო სტურაროს წასვლაზეც, მაგრამ ამ უკანასკნელზე ჭორები ნაკლებად ვრცელდება. ტურინელი ხელმძღვანელები მის სანაცვლოდ 12-15 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავენ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Lemina Ar unda gaushvan kai shtabechdileba datova mag bichma

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Sturaro minda darches da lemina wavides tu unda.lemina araa cudi magram sturaro radgan italielia amitom sturaro mitchevnia da ufro mebrdzolia leminaze stura

ჰიუმი
ჰიუმი
8 years ago

გარდა იმისა რომ ლემინა და სტურარო პერსპექტივაში კარგები არიან, ისინი ცენტში თამაშობენ და ნამდვილად გვჭირდება ორივე. ესენი რომ გაუშვა მერე სკამზე არავინ გვეყოლება და ამათზე უკეთესი და ამ ფასებში არავინაა. რათქმაუნდა უკეთესია თუ პოგბას დარჩენის შემთხვევაში მატიჩი მოვა სისოკო მოვლენ, მაგრამ ეგ ფინანსურად წარმოუდგენელია. მოკლედ სტურარო და ლემინა უნდა დარჩნენ აუცილებლად.

VIKING
VIKING
8 years ago

ლემინა საჯარიმოში იბნეოდა,ერთხელაც ვერ დაარტყა კარში.თუმცა კარგად ამოჰქონდა ბურთი.ალეგრი გააკეთებს დასკვნას,რა პერსპექტივა ელოდება მარიოს…

Lb19
Lb19
8 years ago

ძაძა გაუშვან და სება დამიბრუნონ ზამენაზე მაინც :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Kargia sshualo doniis igrokebi AR unda ikvnen iuveshi

ბექა ხუროძე
ბექა ხუროძე
8 years ago

ლემინა და სტურარო არ უნდა გაუშვან

Gio Darja
8 years ago

პერეირა, ძაძა და ერნანეშის წასვლაა რეალური, ლემინა და სტურარო ახალგაზრდები არიან და მათგან მოსალოდნელია პროგრესი ))

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

პერეირა ერნანესი და ძაძა წავა ალბათ ))

forza bianconeri
8 years ago

ძალიან კარგი სტრატეგიაა ზედმეტი ფეხბურთელების მოშორება და ტოპების ყიდვა :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მართალი ხარ

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x