“იუვენტუსს” იგუაინის ტრანსფერი 90 მილიონი ევრო დაუჯდება
იტალიური პრესა გონსალო იგუაინის თაობაზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს..
ტუტოსპორტის, გაზეტა დელო სპორტისა და სკაის ცნობით, პიპიტას კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედების შედეგად ტურინის “იუვენტუსი” რამდენიმე მილიონიან ფასდაკლებას მიიღებს და ფეხბურთელის შეძენას 90 მილიონ ევროდ შეძლებს.საქმე იმაშია, რომ სრული ღირებულებიდან 4,7 მილიონი თავად იგუაინის უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც სჩანს, მოთამაშე უარს ამბობს ამგვარ ბონუსზე და ჯუზეპე მაროტას საქმეს უმარტივებს.ალბათ გახსოვთ, რომ იგუაინის მსგავსად რამდენიმე კვირის წინ მირალემ პიანიჩიც მოიქცა, როდესაც რამდენიმე მილიონ ევროზე თქვა უარი.გონსალოში გადასახდელ 90 მილიონს ბეპე მაროტა ორი წლის განმავლობაში გადაიხდის.
პრესა ასევე წერს, რომ ბებერი ქალბატონის წარმომადგენლები არაკანონიერად არ მოქცეულან, როდესაც იგუაინის სამედიცინო შემოწმებას დაესწრნენ მადრიდში.
ამას ობემეიანგი არ ჯობდა
პოგმი მიდის თუ რჩება?ახალი ინფარმაცია არავინ იცით?
მაგარია იგუს მოსვლა
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ თვითკმაყოფილება მავნეა ზოგადად. ერთი ტოპ ნახევარმცველი სჭირდება გუნდს
ნეტავ რაკიტიჩსაც მოიყვანდნენ,ეგ იუვეს სტილის ფეხბურთელია და დახატავდა იუვენტუსს.ძალიან ძლიერი ნახევარ-დაცვა გვეყოლებოდა მაგის მოყვანის შემთხვევაში.