პოგბას წასვლის შემთხვევაში “იუვენტუსი” ვიტსელისთვის იბრძოლებს
პოლ პოგბას გუნდიდან წასვლის შემთხვევაში ტურინის “იუვენტუსი” ნახევარმცველით გაძლიერებას გეგმავს..
მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში ამ მომენტისთვის ცხრა ნახევარმცველია : პოლ პოგბა, სამი ხედირა, კლაუდიო მარკიზიო, კვადვო ასამოა, ანდერონ ერნანეში, რობერტო პერეირა, მირალემ პიანიჩი, სტეფანო სტურარო და მარიო ლემინა.როგორც ვთქვით, გუნდიდან წასვლის მთავარი კანდიდატი პოგბაა, მის სანაცვლოდ “იუნაიტედი” 120 მილიონ ევროს იხდის და დიდი ალბათობით, ფრანგი წასვლას მოინდომებს.ნოემბრის ბოლომდე ტრავმირებულია მარკიზიო, იტალიელი მწყობრში სავარაუდოდ დეკემბრის დასაწყისში ჩადგენა, ლაზარეთში იმყოფებიან სტურაროც და ხედირაც, მათ ევროპის ჩემპიონატზე მიიღეს დაზიანება.კლუბს შეიძლება დაემშვიდობონ პერეირა, ლემინა და ერნანეში, მათ სანაცვლოდ “იუვენტუსს” რამდენიმე შემოთავაზება აქვს მიღებული.
რამდენიმე კვირის წინ ჯუზეპე მაროტას მთავარ სამიზნედ ანდრე გომეში სახელდებოდა, თუმცა პორტუგალიელისთვის ბრძოლა “ბარსელონამ” მოიგო.ამ მომენტისთვის ტუტოსპორტი ყველაზე რეალურ კანდიდატად აქსელ ვიტსელს ასახელებს, ბელგიელი “ზენიტს” ტოვებს და კარიერის გასაგრძელებლად რამდენიმე საინტერესო წინადადება აქვს.ამავე წყაროს მტკიცებით, ფაბიო პარატიჩის 26 წლის შუახაზელთან კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და მხოლოდ რუსებთან საერთო ენის გამონახვაა საჭირო, ტურინელები მზად არიან მოთამაშის სანაცვლოდ 24-25 მილიონი ევრო გადაიხადონ.აღსანიშნავია, რომ პეტერბურგელებს სიტყვიერ შეთანხმებას “ევერტონთან” აქვთ მიღწეული, ბრიტანელები 30 მილიონ ევროს იხდიან ვიტსელის სანაცვლოდ, თუმცა ყველაფერი აქსელის სურვილმა უნდა გადაწყვიტოს.
Witcels ra aq dasawuni neta:):) vidalis tlikina dedeac.. Naingolani daxatsvda juves mara magas micvlebuls tu moviyvant ise ar mova danarchenebze visac idzaxit azri ar aq. Da witceli kai bichia matichic gaachnia alegris romeli unda. Me matichi momwons polis darchenis shemtxvevashi. Mara vitceli bevrad mravalperovania
ისე ბაჩუაი კარგი გამახსენეთ ლუკაკუსთან ერთად ))
ლოგიკურად თუ ბაჩუაი დღეს 40 მილიონი ღირს.. ფეხბურთელი რომელსაც უბრალოდ კარგი პრესა აქვს და ახალგაზრდა ბელგიელია, მეტი რა გააჩნია? და იგუაინი მინიმუმ ორმაგი ფასი კი უნდა ღირდეს ) სადაც ნამუსია
ჰიუმი რას გვეჩხუბები ძმა))) ჩვენ მოგვწონს იგუაინი და გუნდის გაძლიერებად მივიჩნევთ.ლევანდოვსკი მეც მირჩევნია,მაგრამ ბავარიამ მაგაზე რეალს რა შეუთვალა გეცოდინება შენ)) სუარესსაც რო არ გაყიდის ბარსა ესეც იასნია და მეტი ვინ უნდა მოიყვანო უკეთესი? ბაჩუკია და ლუკაკუნას იმედად დარჩენა მე არ მხიბლავს ნამდვილად…
იგუაინმა რო მოითხოვა წასვლა ხო მოუწია ნაპოლის გაშვება?სულ არ უნდოდა ეგ დე ლაურენტისს.ეგრე იქნება ლევანდოვსკის და სუარესის შემთხვევაშიც ტრანსფერზე რო მოითხოვონ დაყენება ძალით არავინ დატოვებს.შეიძლება გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს გუნდმა მარა საბოლოო სიტყვა მაინც ფეხბურთელზეა
აბა კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე რა გუნდებში თამაშობენ ლევანა და სუარესი და რა გუნდიდან გადმოდის იგუაინი. :) შენ მართლა გჯერა, რომ სუარესი და ლევანდოვსკი იუვეში გაშვებას მოსთხოვენ თავის კლუბებს? სანტა კლაუსის და პიტერ პენის? :)))
მაროტა რა შუაშია )) მთავარი ამ ეტაპზე არის ალეგრი და რა ფეხბურთელებს ითხოვს )) ხოდა წლიდან წლამდე ისმის სატრანსფერო ბაზრის დროს ვაი ვიში )) ვიდალი ლიგის მოსაგებად მირბის )) ხოლო აქ ბაიერნიდან ლიგის მოსაგებად მოდიან )) მთავარია მოედანზე ალეგრის ჰყავდეს კონკრეტული ფიგურები რომლებიც საქმეს გააკეთებენ :) რაც შეეხება იგუაინს.. ნუ მასსზე რა უნდა ითქვას იმაზე რომ ტოპ დონეა.. ვიღაცას ენდი ქეროლი მოსწონს და მასში გადახდილი 50 მილიონი, ზოგს სუარესი და ასე შემდეგ.. ეს არის ის ფორვარდი რომელიც ამ გუნდს ესაჭიროებოდა ) გოლეადორია და დაამტკიცებს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე ლიგის თასით რომ დააგვირგვინებს იუვენტუსი პ.ს. პოგბას გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს.. რამდენიც ახლა… Read more »
იმიტორო რეალის და პსჟ-ს ხელმღძანელობას არ უნდა კროოსის და ვერატის გაშვება და რაც მტავარია ფეხბურთელების სურვილიც იგივეა და ამ შემთხვევაში როგორ უნდა იყიდო ეგეთი ფეხბურთელი?მაროტასაც არ უნდოდა პოგბას გაშვება მარა თვითნ ფეხბურთელი ითხოვს და რა ქნას ძალით დააბას?ისღა დარჩენია მაქსიმალური მოგება ნახოს რასაც აკეთებს კიდეც
ძალიან კმაყოფილი ვარ იგუს მოყვანით მე. უბრალოდ ჩემი აზრით სუარესი და ლევანდოვსკი ცოტათი ჯობიან. არ ვამბობ რომ ცა და დედამიწაა. უბრალოდ იგუანის დონის და სირთულის ტრანსფერი უნდა გაკეთებულიყო წელს. და სუარესის მოყვანა რომ უფრო რთულია მაგას ვგულისხმობ მაგრამ ცოტა გონების დაძაბვა უნდა ამის გაგებას. მარიტას კრიტიკაზე ვლაპარაკობდი და ცხადია სუარესის მოყავანა და პოგბას ნაცვლად ვიტსელის ყიდვა უფრო დასაფასებელი საქმეა ვიდრე იგუს მოყვანა და ვიტსელის ყიდვა პოგბას ნაცვლად. ალბათ კიდევ ვერ გაიგებთ, მიტრიალდებით და პოემის პირველ ნაწილს დაასრულებთ მაროტასთბის მისაძღბნელს :დ
მეხოტბეობა და ხატიმწერლობა არ ვიცი და ეს რჩება მესამე ვარიანტად. პროსტა დაუკვირდით აბა რომელიმეს თუ აქვს პასუხი იმაზე რაც ქვებით დავწერე. ვიკონგმა მეათე ხარისხოვან რაღაცაზე გადაიტანა ყურადღება და ლბ19მაც. დათომ ჰეითერებს არ ვცემ პასუხსო. თუ ჩვენს ორ ტოპს, პოგბას და ვიდალს მოანდომეს აქედან წასვლა, რატომ არ უნდა მოვთხოვოთ მაროტას ვიტცელზე მაღალი დონის ნახვა.მცველის მოყვანა? გასაგებია რომ არ ყიდის კროოსს რეალი და ვერატის პესეჟე, მაგრამ ჩვენ ტრანსფერზე გვეყენა ვიდალი და პოგბა? ახლა მთავარი აზრისთვის პასუხის გაცემის ნაცვლად გრამატიკა და მართლწერა შემიმოწმეთ და მაგით ცაში აიყვანება მაროტა.
პოლი თუ წავა მარტო მაჰინ მოვა ვიცელი
ჰეითერები ინ ექშენ
ბარეორს გადაიხევს მაროტა კიდევ
ვიტცელის ბევრ თამაშზე ვარ ნაყურები და მე ძალიან მომწონს.კარგი ჩამშლელია და ამავე დროს ჭკვიანიც,კარგი ტექნიკა აქვს და კარგად ამოაქვს ბურთი,გრძელი პასებიც იცის,ფიზიკურადაც არაა ჯაბანი და უნდა გამოგვადგეს… გუშინდელ თამაშში ლემინას ვაკვირდებოდი,ხო მაგარი ტექნარია,მაგრამ ჭკუის დეფიციტი რო აქვს ახლა შევამჩნიე,ამაზე ლაპარაკობდა ალბათ ალეგრი…
მაროტაზე სიტყვა არ ვთქვათ რახან იგუანი გამოისყიდა. თუნდაც პოგბას წასვლის მერე ვიტცელი ან მატიჩი მოიყვანოს. ესე უდგება ბევრი ამ საკითხს. არა და ავიწყდებათ რომ ტოპ ფორვარდი აქამდეც დასადები ჰქონდა ბოსობას და პოგბას ნაცვლად რომ ხიხოს მოიყვან ეგ არ ბათილდება იგუანის მოყვანით. მესმის ლევანდოვსკი რომ მოეყვანა.
ლევანდოვსკის იქეთ უკვე დაბალი დონეა არა?))
აი ვერ ვხვდები ლევანდოვსკი რატოა ტოპი და იგუაინი არა? მე იგუაინი მირჩევნია მაგას და დაამტკიცებს მალე რომ ძაან დონეა
იმიტომ რომ ის ბაიერნში თამაშობს და ეს ნაპოლიში სადაც ნაკლებად გაპიარებული იგუ და ჰამშიკი ნებისმიერ ტოპ დონეებს გადაირტყამენ ერთ ადგილას