#ForzaCalcio | “ნაპოლი” იგუაინს ივიწყებს და იკარდიზე ოცნებობს
“ნაპოლისთვის” გონსალო იგუაინი უკვე წარსულია და ახლა მის შესაცვლელად მუშაობაა საჭირო..
სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აურელიო დე ლაურენტისმა და კრისტიანო გუინტოლიმ მაურო იკარდის აგენტთან, ვანდა ნარასთან შეხვედრა დღეს დაგეგმეს.ნეაპოლელები მზად არიან მილანის “ინტერს” 50 მილიონი ევრო გადაუხადონ, თავად ფეხბურთელს კი ანაზღაურების სახით 2,3 მილიონი ევრო შესთავაზონ.მართალია, რამდენიმე დღის წინ მაურომ განაცხადა, რომ ნერიაძურიდან აბარგებას არ აპირებს, მაგრამ ვინ იცის, კარგმა შემოთავაზებამ შესაძლოა სრულად არიოს მისი გეგმები.
იკარდი მაურისიო სარის უპირველესი არჩევანია და მასთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ნეაპოლელები კარლოს ბაკას გაფორმებას შეეცდებიან.
რა ევასებათ ამ იკარდიში ვერ გაივიგე
მე იკარდი მერჩივნა იგუაინს, ახალგაზრდაა და იუვეში მაგრად მოუმატებდა
ვერ იყიდიან ჩემი აზრით, ინტერი არ გაუშვებს ამას )) ბაკას დაიმატებენ ალბათ
იყიდეთ ეს თუ გაგაძლიერებთ
რად უბდათ ეს?