La Stampa:”ისტორია, რომელიც ჩვენს თვალწინ დაიწერა”
La Stampa იგუაინის სიტუაციას ეხმაურება:
“მაროტა 94.7 მილიონს გადაიხდის და გონსალო იგუაინის სატრანსფერო უფლებებს სრულად დაეპატრონება.. არგენტინელი ტურინში გადაბარგდება და შავ-თეთრი მაისურით გააგრძელებს გოლების გატანას.
ბიანკონერი განვითარების იმ ეტაპზე მივიდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის თასი ოცნების სფეროდან უფრო რეალურ კონტექსტში ინაცვლებს.
ყველაფერთან ერთად იუვემ ისტორიული ნაბიჯი გადადგა და ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგება გააფორმა.
ტურინში იგუაინის გამოჩენას მოუთმენლად ელიან.. ეს კლუბისთვის და მისი ქომაგისთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება”.
ცენტრ ფორვარდებში სუარესის მერე ესაა
პოგბა თუ დარჩა ვაფშე მაგარი იქნება თუ არადა რომც წავიდეს წინა წელთან შედარებით მაინც საგრძნობლად გავძლიერდით
ვინ იფიქრებდა იტალიაში საუკეთესო რეალის დაწუნებული თუ გახდებოდა. არადა მსოფლიოში საუკეთესოა გახსნის მხრივ საოცრად იხსნება დრიბლინგიც კარგი აქვს. ეს რო მომენტებს იყენებდეს სეზონში 6o გოლს შეაგდება. იშვიათია მატჩი 100% მომენტი არ შეექმნას ან თავად ქმნის მაგრამ ეს მაზილაობა იცის ცუდი.. იმედია დაიხვეწება ამ კომპონენნგში. ბოლო სეზონში ცოტა გამოასწორა.