ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები ( 25 ივლისი )

ახალი კვირის პირველი დღეა და რა თქმა უნდა, იტალიური გამოცემები ტურინის “იუვენტუსთან” დაკავშირებულ სიახლეებს აქტიურად ავრცელებენ..

უპირველეს ყოვლისა, პოლ პოგბათი უნდა დავიწყოთ, რომლის თაობაზეც მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში უნდა განახლდეს.ჯუზეპე მაროტამ მკაფიო შეტყობინება გაუგზავნა “იუნაიტედის” ხელმძღვანელობას, ტურინელები არც რაიმე ფასდაკლებას და არც მინო რაიოლას მოთხოვნების საკუთარ თავზე აღებას აპირებენ, მათ სუფთად სურთ 120 მილიონი ევროს მიღება პოგბას ტრანსფერიდან.მანჩესტერელები თავის მხრივ, საფიქრალში არიან, ღირს კი ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 140 მილიონი ევროს გადახდა.როგორც ვთქვით, ყველაფერი ძალიან მალე უნდა გადაწყდეს.

პოგბას წასვლის შემთხვევაში ბიანკონერები ნემანია მატიჩის მოყვანას შეეცდებიან.”ჩელსის” საყრდენი ნახევარმცველი გუნდის დატოვებასთან ახლოსაა და დიდი ალბათობით, მისი გაფორმება მაროტას არ უნდა გაუჭირდეს.თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ სერბის გარდა ტურინელებს აქსელ ვიტსელის შეძენაც აქვთ გეგმაში, ტუტოსპორტის ცნობით, ბელგიელს შავ-თეთრი მაისურით სურს ასპარეზობა და “ევერტონს” უარს ეუბნება.რაც შეეხება ივან რაკიტიჩს, მისი ტრანსფერი ურთლესი მისიაა, რამეთუ “ბარსელონა” ხორვატთან განშორებას არ აპირებს.

დღეს ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე მარიო მანჯუკიჩი დაიწყებს ახალი სეზონისთვის მზადებას.ტურინში ხორვატ ფეხბურთელს ჯუზეპე მაროტა შეხვდება და როგორც სჩანს, ბევრი რამ გადაწყდება.გონსალო იგუაინის ტრანსფერის დადასტურების შემდეგ მარიომ უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა გუნდში.ბიანკონერებს მასთან განშორება არ სურთ, თუმცა რამდენად მოინდომებს 30 წლის ფორვარდი იგუაინის შემცვლელად დარჩენას, მეორე საკითხია.

გაზეტა დელო სპორტის ცნობით კი, ტურინელები მზად არიან ორ ან სამ ნახევარმცველს შეელიონ.სატრანსფერო ბაზარზე ამჯერად იმყოფებიან მარიო ლემინა, ანდერსონ ერნანეში და რობერტო პერეირა.მაროტა იმ შუახაზელის გაყიდვას გადაწყვეტს, რომლის თაობაზეც უკეთესი შემოთავაზებას მიიღებს.

წყარო : Tuttojuve

10 thoughts on “სატრანსფერო ჭორები და სიახლეები ( 25 ივლისი )

  1. მართლა უკვე 140 მილიონს თუ მოგვცემენ კი უნდა გავყიდოთ, სათანადო შემცვლელს თუ მოიყვანენ რათქმაუნდა, ვიტსელს და მატიჩს არ ვგულისხმობ. რაკიტიჩი ვერატი კაი ვარიანტებია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.