ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვე” მზადაა იგუაინის ტრანსფერი უახლოეს 48 საათში დაადასტუროს

დღეს, 25 ივლისს გონსალო იგუაინი დიმაროს ბაზაზე “ნაპოლის” განკარგულებაში უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ნეაპოლში არგენტინელი ფორვარდი არავის შეუნიშნავს..

იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსს” პიპიტას ტრანსფერის თაობაზე თითოეული დეტალი შეთანხმებული აქვს და მზადაა, უახლოეს 48 საათში ოფიციალურად წარადგინოს ახალწვეული.როგორც სჩანს, აურელიო დე ლაურენტისმა ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვა არ ისურვა და გამოსასყიდ 90 მილიონ ევროს ორ ნაწილად მიიღებს.შეგახსენებთ, რომ ვინოვოს ბაზაზე ხვალიდან ბრუნდებიან ევროპის ჩემპიონატის გამო შვებულებაში მყოფი ფეხბურთელები, ოთხშაბათიდან მათ სავარაუდოდ იგუაინიც შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ “ნაპოლის” სამწვრთნელ ბაზაზე გულშემატკივრები ყოველ დღე იკრიბებიან და 28 წლის ფორვარდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.ისინი თავიან მცველს, ლორენცო ტონელის თხოვენ რომ პიპიტას ფეხები დაამტვრიოს.

წყარო : Football Italia

8 thoughts on ““იუვე” მზადაა იგუაინის ტრანსფერი უახლოეს 48 საათში დაადასტუროს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.