ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვეს რადარზე მატუიდიც გამოჩნდა


ტურინის იუვენტუსს ბლეზ მატუიდიც დაუკავშირეს.

მოგეხსენებათ პოლ პოგბას იუვენტუსიდან წასვლის შანსები საკმაოდ დიდია, ტურინელები მანჩესტერ იუნაიტედთან და რეალ მადრიდთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ნათელია მათი მოთხოვნა, სუფთა 120 მილიონი ევრო და ბონუსები, ამას ემატება თვით რაიოლას და პოგბას მოთხოვნებიც, რომელიც 25 მილიონამდეა, ასე რომ ვისაც პოგბას შეძენა უნდა 150 მილიონამდე მოუწევს დახარჯვა.

მიუხედავად სარეკორდო თანხისა კლუბები მაინც ცდილობენ მოთამაშის შეძენას, ასე რომ იუვენტუსმაც დაიწყო შემცვლელზე ფიქრი.

ნემანია მატიჩის, ალექს ვიტსელის შემდეგ L’Equipe ტურინელებს ბლეზ მატუიდის უკავშირებს.

ბლეზ მატუიდით მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდება, მიუხედავად ასეთი კლუბის კონკურენციისა ტურინელები მაინც აპირებენ ბლეზის სანაცვლოდ შეთავაზების გაკეთებას.

10 thoughts on “იუვეს რადარზე მატუიდიც გამოჩნდა

  1. პირიქით მას მერე რაც კრიხოვიაკი იყიდეს ემერმა რაბიოც მეყოფაო და მატუიდს თუ წასვლა მოუნდება არ დავაკავებო რაიოლაა ამის აგენტი? ნუ არ გაიქცევა 29 წლისაა აწი სუ რო კალთები დაიხიოს არცერთ გრანდს არ ექნება იმხელა სურვილი რო ესეც გაგვექცეს

  2. არაა დიდი შანსი ამის მოყვანის. არც თვითონ გადაიჭრის ვენებს და არც პესეჟეს მოუნდება მისი გაშვება. სხვა მხრივაც არის პრობლემა: ეს შეტევაში გლეხია იმენა. დაცვით ფაზაში ნაღდად გიჟია და გამძლეობით(დიხანიით) ბევრი ვერ დაუდგება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.