ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“მილანს” ძაძას დამატება სურს, “კალიარი” ისლათი ინტერესდება

ჯანლუკა დი მარციო იმ ფეხბურთელების შესახებ ავრცელებს ცნობებს, რომლებიც ტურინის დატოვებასთან არიან ახლოს..

უპირველეს ყოვლისა, ეს სიმონე ძაძას ეხება.იტალიელი ფორვარდის სათამაშო დრო გონსალო იგუაინის ტრანსფერის შემდეგ საგრძნობლად შემცირდება და ბუნებრივია, ჯუზეპე მაროტას მისი გასხვისება სარფიანად აქვს გადაწყვეტილი.თავად მოთამაშემ “ვოლსბურგის” შემოთავაზება უარით გაისტუმრა, სიმონეს იტალიაში სურს დარჩენა და აპენინური კლუბებიდან ელის დაინტერესებას.ერთ-ერთი მსურველი “მილანია”, როსონერი კარლოს ბაკას გაყიდვას გეგმავს და მის შემცვლელად სწორედ “სასოულოს” ექს-თავდამსხმელს მოისაზრებს.შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” ძაძას 20-25 მილიონ ევროდ აფასებს.

მაურისიო ისლა კი “კალიარიში” გადაბარგებასთანაა ახლოს.რუსობლუს ხელმძღვანელობას მაროტასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ჩილელი მოთამაშის დამატება სურს.მხარეები უახლოეს დღეებში მილანში შეხვდებიან ერთმანეთს და ტრანსფერის დეტალებზე გაისაუბრებენ.

წყარო : Tuttojuve

12 thoughts on ““მილანს” ძაძას დამატება სურს, “კალიარი” ისლათი ინტერესდება

  1. დღეს იუვე უჭველი იგებს აქ ალეგრი აღარ იმაიმუნებს წესიერ სასტავს დააყენებს

      1. პენალტი ვის არ გაუმაზია ბაზარი არაა ბონუჩიმაც გამაზა მეორე მაგრამ ამან რო დაიწყო ლოჭვა მაგაზე ახლაც ნერვები მეშლება :@

  2. აი ძაძას ვერასოდეს ვაპატიებ იმ პენალტს. ამიტომ წავიდეს სადაც უნდა ლიჟბი მოგვშორდეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.