La Stampa:”იუვეს სამხრეთ ამერიკული ჰანგებით დაკომპლექტებას გეგმავს”
La Stampa გაბიგოლთან დაკავშირებულ სიახლეს საინტერესო ინტერპრეტაციით აქვეყნებს:
“ტურინმა არგენტინული დუეტი შექმნა და სათავე დაუდო გამორჩეულ ჰანგებს.. ტურინი ტანგოს მოლოდინშია, რომელსაც იგუ-დიბა შეასრულებენ.. მაგრამ ბიანკონერის მრავალფეროვანი გემოვნება აქვს და საკუთარი ყურადღება ბრაზილიასაც მიაპყრო.. სამბა ყოველთვის პოპულარულია და ასეთ შემსრულებელად იუვეში შესაძლოა გაბრიელ ბარბოსა გახდეს.
მიუხედავად იმისა, რომ იუვენტუსმა საერთო ჯამში სატრანსფერო ბაზარზე 150 მილიონზე მეტი დახარჯა, იგი არ ჩერდება და ნიჭიერი სამხრეთ ამერიკელის დამატებაც აქვს განზრახული.. მოლაპარაკებებს ის ფაქტი აყოვნებს, რომ სანტოს ფეხბურთელის მხოლოდ 40 % გააჩნია.. 20 % მისი ოჯახის საკუთრებაა და დანარჩენი კიდევ ერთი საინვესტიციო ჯგუფის.
პარატიჩის არ აშინებს ეს ყოველივე და სანტოსისთვის გამზადებული 20 მილიონით შეეცდება ხელშეკრულების გაფორმებას. საგულისხმოა, რომ ბარსელონას გარკვეული უპირატესობა გააჩნია მის კონტრაქტზე, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია გამოიყენონ. მოარული ხმების თანახმად გაბიგოლის მამა შვილს ტურინში თამაშს ურჩევს..
კულმინაცია ახლოვდება და არ არის გამორიცხული ტურინი სამხრეთ ამერიკული ჰანგებით დაკომპლექტდეს”.
მოაიყვანეთ თუ ვერ ივარგებს ჰემცვლელად მაინც გვეყოლება