Welcome back !!! Turin !!! – ანუ ერთგულება ტურინულად..

ლეონარდო ბონუჩი ტურინში დაბრუნდა და სულ მალე ვინოვოს ბაზაზე გამოცხადდება..
დიდი კაცია ლეონარდო ბონუჩი, აი ისეთი, გულშემატკივრებს რომ გამორჩეულად უყვართ, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.ყოველთვის მსიამოვნებს მისი პოსტებისა დათვალიერება სოციალურ ქსელში, იქნება ეს Facebook თუ Instagram გვერდები, პოზიტიურ განწყობას მიქმნის ლეოს, მისი მეუღლის და მისი შვილების ფოტოებზე თვალის გადავლება.
ორი ან სამი კვირის წინ, იტალიური პრესა აქტიურად წერდა, ბონუჩი “სიტიში” მიდისო, ქალაქელების ახალი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა ბიანკონერების მცველს დიდ პატივს სცემს და სურს, იგი საკუთარ გუნდში იხილოს.ჯერ 45 მილიონი ევრო შესთავაზეს ბეპე მაროტას, შემდეგ 60, შეხვედრაც შედგა ბრიტანელებსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის, თუმცა კონკრეტული, საბედნიეროდ არაფერია.ალბათ, ერთ დღესაც ბონუჩიმ ტელეფონი აიღო და პარატიჩის, ან მაროტას გაესაუბრა, უთხრა რომ ტურინში სურს სამუდამოდ ასპარეზობა და არ აპირებს აქაური ტიფოზერიის სიყვარული არაბულ ფულში გაცვალოს, ჰო, სწორედ ამიტომ გვიყვარს ეს ფეხბურთელი და ვტკბებით მისი ელეგანტურობით.
ლეონარდო იმ ფეხბურთელების სიაშია, ვინც “იუვენტუსში” შეუცვლელია, თუ არ ვცდები, გასულ სეზონში ჯიჯი ბუფონის შემდეგ ყველაზე მეტი დრო მწვანე მინდორზე სწორედ ბონუჩიმ გაატარა, ერთ შეხვედრაშიც კი არ დაუზოგავს თავი, ნებისმიერ მომენტში უკანასკნელ წუთამდე იბრძოდა, ოფლი გასდიოდა მისი გუნდის წარმატების გამო.სეზონის დასრულებისთანავე, ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა და კონტეს გუნდში უკლებლივ ყველა მატჩი ჩაატარა, პირველი წამიდან უკანასკნელ წამამდე, გემახსოვრებათ, პენალტიც გაუტანა მანუელ ნოიერს.
ამის შემდეგ იყო ხანგრძლივი შვებულება, ლეომ ოჯახთან ერთად იბიცაზე დაისვენა, იქედან ადევნებდა როგორც სჩანს სატრანსფერო ჭორებს თვალს და როცა დრო დადგა, ტურინში გამოცხადდა.ჰო, ზუსტად გუშინ გამოაქვეყნა ბონუჩიმ ფოტო ინსტაგრამზე, წარწერით : Welcome back !!! Turin !!!

გუარდიოლა და “სიტის” არაბი ხელმძღვანელები ფულსა და ენერგიას არ დაიშურებდნენ ლეოს გადასაბირებლად, მაგრამ ერთგულმა იუვენტინომ ყველას დაუმტკიცა, რომ ფულით ყველაფერს მართლა ვერ იყიდი.ბონუჩის აგენტს ტურინსა და იბიცას შორის ფრენა არ დაუწყია, არც 20 პროცენტი მოუთხოვია ტრანსფერიდან, არც მუდმივად ემუქრებოდა “იუვეს” ფანებს იმის თაობაზე, რომ მალე კლუბს გამოიცვლიდა მისი კლიენტი.ამ ფეხბურთელმა იცის, რას ნიშნავს შავ-თეთრი ფერები და მზადაა, ამ გუნდის სადარაჯოზე იყოს მუდამ..
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ დიდი დროა, მაგრამ მეეჭვება, ლეო ტურინიდან აიბარგოს.რამდენიმე წუთის წინ იგი გონსალო იგუაინს მიესალმა, არ ჰგავს არსად წამსვლელს..
იმედია მას, სხვებიც მიბაძავენ..
ბუნო არსად წავა
ბრავოო!! მაგარი ნაშრომია, მადლობა სტატიის ავტორს, რამეთუ არა მარტო მოცემული ინფორმაციიდან, არამედ სტატიიდან სრულად-მოდის პოზიტივი!!
ფორცააააააააააააააააააააააააააააა!!

ვენაცვალე ლეოს შავთეთრ სისხლს <3
პ.ს. პოგბას რო არ უკბინოთ ისე არ შეგიძლიათ ხო? :D :D
Boni dzaan magri adamiani da fegburzelia.rac mas gaachnia klubis ertgulebidan da sxva bevrit damtavrebuli chemtvis aris samagalito.rogor uyvars iuve bonuccis da ar xamdeba fuls,kide aris gundshi bevri bonis nairi kacebi rasacqvia da es pogba ibrahimovichs badzavs maincdamainc roca cxvir win gyavs samagalito fegburtelebi.
აი ეს კაცი თუ ტურინიდან წავიდა,იმას ნიშნავს რო ჩვენი ხიბლი და ერთგულება რაც გვქონდა გაქრა და გაუჩინარდა,ესეთი ერთგული ფეხბურთელების გამო გვიყვარს იუვე !!!!!!!!

კონტემ ბონუჩის გარდა ბევრი გახადა ფეხბურთელი ) და ეს საამაყო BBC მისი გაკეთებულია ) ეგ გრძელი პასებიც რომლითაც მთელი ევროპა ტკბებოდა კონტეს სკოლაა ) მოკლედ ანტონიოს შეუძლია ფეხბურთელისგან მაქსიმუმი ამოიღოს იქნება ეს ჯაკერინის დონის მოთამაშე თუ პაროლოს ) :D ) ზენიტთან რო ახლოს იყო მაშინ ბონუჩი მცველის გარდა ყველაფერს გავდა როგორც თავად მაროტას მოყვანილი დელნერის გუნდი )
მახსოვს ზენიტში უშვებდნენ 14-15 მილიონად … კარგი პოსტი იყო … პოგბა ვაფშე სხვანაირი მეგონა არ ვიცი დარჩება თუ არა დელპიეროს მერე ამის თამაში მომწონდა უკვე აღარც ვდარდობ ძაან .. ფეხბურთელები მიდიან მოდიან მაგრამ დელპიერო რას ამბობდა ჩემი შვილი რომ მკითხავს სხვა გუნდში რატომ გადახვედიო რა პასუხი გამეცა ფულისთვისო? რა იყო პოგბა 3-4 წლის უკან არაფერი არავინ …
კი, იყო ეგ დროც როცა ახლოს იყო რუსეთში წასვლასთან, დელ ნერის დროს ვაფშე ვერ თამაშობდა, მთელი გუნდი საშინელ ფორმაში იყო და ესეც )) კონტემ იმენა მცველი დააყენა ამისგან..
ამ კაცს მივცეთ 10 ნომერი ერთგულია იუვესი

ლეო არის კაცი ! მის ტრანსფერრზე რომ საუბარი აგორდა ეგრევე ვიდეო დადო მალე დავბრუნდები ვინოვოზეო თიპი ერთი წამი არც ფიქრობს და არც ელოდება შემოთავაზებებს … ფორზა ლეო
maxsovs tavidan sastavi zenitsgi gasashvebad imetebda :D
