ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენატია:”გვსურს თითოეულ ტურნირზე გავიმარჯვოთ”

ბენატია საკუთარ პირველ ასპარეზობაზე იუვეს მაისურში და მოახლოებულ სეზონზე საუბრობს:

საერთო ჯამში საკუთარი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ.. ეს იყო ნაყოფიერი 45 წუთი 10 დღიანი ინტენსიური მომზადების შემდეგ.. ახლა დროა ფიზიკურ კონდიციებს მეტი ყურადღება დავუთმოთ.. გატანილი გოლით რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ და თან პირველივე მატჩში.. ეს საოცარი ემოციაა და ვეცდებით კიდევ არაერთხელ გამოვცადო.

დროს პოზიტიურად ვატარებთ და ქომაგსაც ვაძლევთ მხიარულების საშუალებას? დიახ, რა თქმა უნდა.. ეს ჩვენც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს! ბოლოს და ბოლოს მსოფლიოში საუკეთესო და სასურველი საქმით ვართ დაკავებულნი. თუმცა, დავაზუსტებ რომ ასე გამარჯვების დროს ვარ. ამას წრფელი გულით ვამბობ.. ფეხბურთის თამაშისას არ მიყვარს დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ყოფნა. თითოეული მატჩისთვის სწორი მოტივაციით და აგრესიით მივდივარ. და როდესაც შენ გაქვს თამაშისგან სიამოვნების მიღების უნარი, მაშინ ყველაფერი კარგად ვითარდება..

ვმუშაობთ ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად.. მწვრთნელი ცდას არ აკლებს, რომ სეზონს საუკეთესო კონდიციებში შევხდეთ.. ეს ასეც იქნება ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან წინ არაერთი მაღალი მიზანი დავისახეთ.

გამარჯვება თითოეულ ტურნირზე? ეს ზუსტად ისაა რაც გულით გვსურს. თუმცა, ამისათვის თითოეულ ვარჯიშზე ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, რადგან წარმატების მიღწევა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ყველა ტურნირზე მართალი ხარ პრიორიტეტი ოღონდ ლიგა და სკუდეტო

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x