“სიტი” ბონუჩის შეეშვა და სტოუნსზე გადაერთო
ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გუარდიოლამ ლეონარდო ბონუჩის შეძენის იმედი დაკარგა..
ქალაქელები რამდენიმე კვირის მანძილზე ცდილობდნენ ჯერ ტურინის “იუვენტუსის”, შემდეგ კი თავად ფეხბურთელის დაყოლიებას, თუმცა მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს.ჯუზეპე მაროტა იტალიელ მცველს გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევს და მასთან გამომშვიდობებას 60 მილიონ ევროდაც კი არ აპირებს.რაც მთავარია, თავად ბონუჩის ბიანკონერებში სურს კარიერის გაგრძელება და დიდი ალბათობით, მალე ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს.
ბრიტანული პრესის მტკიცებით, ლეოს მთავარ ალტერნატივად “სიტის” ხელმძღვანელები “ევერტონის” უკანახაზელ ჯონ სტოუნსს მიიჩნევენ და ახლა სწორედ მის შესაძენად მოიძიებენ სახსრებს.
ლეო მისაბაძია!!!
იტალიური სპაგეტი ჩოუდო იუვემ და ბონუმ სიტის
ყველაფერს ფულით ვერ იყიდი….