ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “მშვენიერი ტესტი იყო”

სამხრეთ ჩინეთთან მოგებული მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილი სჩანდა..

“მშვენიერი თამაში ვაჩვენეთ.ძალიან ცხელოდა, თუმცა ბიჭებს მონდომება ეტყობოდათ.საზაფხულო შეკრების პირველი ნაწილი ჩავატარეთ, რაც მთავარია ტრავმების გარეშე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.სამშაბათს უკვე ვინოვოს ბაზაზე შევიკრიბებით, იქ შვებულებიდან დაბრუნებული მოთამაშეები გველიან.ახლოვდება ძალიან საინტერესო სეზონი, არ გვავიწყდება, რომ იუვენტუსის წევრები ვართ და ეს გუნდი ყველა თამაშის მოგებას ისახავს მიზნად.ხუთი ახალი მოთამაშე გვყავს, ისინი იდეალურად ერგებიან ჩვენს სათამაშო მახასიათებლებს და ვფიქრობ, კარგად გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს.მიზანი ? – იტალიის ჩემპიონატზე, იტალიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებლად გამოსვლა.”

წყარო : Football Italia

3 thoughts on “ალეგრი : “მშვენიერი ტესტი იყო”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.