ბენატია : “გატანილი გოლები სიამოვნებას მანიჭებს”

მეჰდი ბენატიას ტურინული მაისურით ორ შეხვედრაში ორი გოლი აქვს, მაროკოელი შესანიშნავ ფორმაშია..
“ავსტრალიური ტურნეთი კმაყოფილები უნდა ვიყოთ, ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ.რაც მთავარია, ტრავმა არცერთ ფეხბურთელს არ აწუხებს.მისტერ ალეგრის განკარგულებაში აქ იყვნენ ახალგაზრდა და მონდომებული მოთამაშეები, მათთან ერთად ვარჯიში ძალიან სასიამოვნოა.ჩემი გოლები ? – უპირველეს ყოვლისა, მცველი ვარ და კარის დაცვა მევალება, მაგრამ სტანდარტების დროს მეტოქის საჯარიმოში ჩართვა მიყვარს, გოლები მეტად მოტივირებულს მხდის.ფიზიკურად მშვენიერ ფორმაში ვიმყოფები და იმედი მაქვს, გუნდს დავეხმარები კიდეც.მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას.იტალიაში დაბრუნებამ გამახარა, აქ უკეთ გრძნობს თავს ჩემი ოჯახიც.”
კონტეს ადგილას ნაკრებს არც კაპელო და არც ანჩელოტი ჩაიბარებდა ) დიდი შანსი იყო იმის რო მაგის მერე დასრულებოდა კონტეს კარიერა საერთოდ როგორც მწვრთვნელის ) ანჩელოტიმ თავად თქვა რო ამ ნაკრებით ძნელია შედეგი დადოო არ გვყავს კარგი თაობაა )) უბრალოდ პრესტიჟს არ დააყენებდნენ კითხვის ქვეშ ეგ მწვრთვნელები )) კონტემ ევროპის ჩემპიონატის წინ თქვა ყველა ვპირდები რო ქვეყანა იამაყებს თავისი ნაკრებითო ) და სიტყვა შეასრულა ყველა ამაყობდა ნაკრებით და ასეთი ტრაგედია არასოდეს იყო გულშემატკივრებში გუნდი რო გავარდა , იმიტო რო ძაან შეკრულად და გულით თამაშობდნენ ) მე არ მინახავს ეგეთი ნაკრები მთელი გუნდი რო ტიროდა გასახდელში ) კონტე მოახერხა ის რო ეამაყა იტალიას საკუთარი ნაკრებით ))
იუვეშიც იმ დროს მოვიდა გუნდი რო გაფარჩაკებული იყო ) კაპელოზეც იყო საუბარი მაგ დროს მაგრამ კაპელომ უარი თქვა უბრალოდ იგივე თემაა , ბევრი ვერ გარისკავდა )) შეცდომები ქონდა ბევრი კი ბატონო , მაგრამ სადაც მივიდა ყველგან შედეგი დადო ) ბარიდან დაწყებული იუვედან დამთავრებული ) ნაკრებიშიც ამ მკვდარი თაობით კაი შედეგი აჩვენა ) პენალს მან ვერ დაარტყამდა გერმანიასთან )) რანიერი კიდე 40წელი მწვრთვნელია და მაგის აშენებული გუნდი მე არ მინახავს ) მთელი მსოფლიო მოიარა და ყველა გუნდიდან პანჩურებით გააგდეს ) ლესტერი კარგი იყო მაგრამ ეგ არ ნიშნავს ჩემთვის რო დიდი მწვრთვნელია )