ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ვიტსელის შეძენას ცდილობს და ლიხტშტაინერს ინარჩუნებს

ჯუზეპე მაროტამ აქსელ ვიტსელის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა, ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს..

რუსული პრესის მტკიცებით, “ზენიტმა” ოფიციალური შემოთავაზება მიიღო ბელგიელი ნახევარმცველის თაობაზე, 18-20 მილიონი ევრო ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა ტურინელებს უარით უპასუხა.რუსები მაქსიმალურად შეეცდებიან, მოთამაშე “ევერტონში” გაყიდონ, რომელიც მზადაა 30 მილიონი გადაიხადოს, თუმცა თავად ვიტსელს ბიანკონერებში სურს ასპარეზობა.დიდი ალბათობით, ჯუზეპე მაროტა უახლოეს პერიოდში დაუკავშირდება რუსებს და შეთავაზებას რამდენიმე მილიონი ევროთი გაზრდის.

ამ ყველაფრის პარალელურად, ტურინში დღეს ხელმძღვანელობასა და შტეფან ლიხტშტაინერის წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა.შვეიცარიელი ფეხბურთელი დანი ალვეშის ტრანსფერის შემდეგ შესაძლოა სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს, სწორედ ამის გასარკვევად დაეკონტაქტნენ მხარეები ერთმანეთს.აღსანიშნავია, რომ მაროტა გამოცდილ მარჯვენა მცველთან გამომშვიდობებას არ აპირებს და მზადაა, უახლოეს პერიოდში კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.შეგახსენებთ, რომ ლიხტშტაინერის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2017 წელს, ანუ მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ გასდის.

წყარო : Tuttojuve

12 thoughts on ““იუვენტუსი” ვიტსელის შეძენას ცდილობს და ლიხტშტაინერს ინარჩუნებს

  1. ვერატის თუ მოიყვანენ სანაცვლოდ წავიდეს პოგბა ოდნავ აღარ დამწყდება გული. იმას არ ვამბობ რო ვერატი ჯობია მაგრამ პოგბას მხრიდან გამოჩენილი უპატივცმულობის მერე ისედაც სანახევროდ უკვე აღარც მინდა დარჩეს და თუ იტალიის უნიჭიერესი ფეხბურთელით ჩაანაცვლებენ და 10 იანსც მაგას მოარგებენ მითუმეტეს. იტალიელი აღარსად გაიქცევა როცა თავისი ქვეყნის უძლიერეს კლუბში იქნება და 10 ნომერს მოირგებს. ასე რომ ნეტა ეგრე მოხდეს და ვერატი მოვიდეს პროსტა გამზადებული იქნება გუნდი ლიგის თასისთვის

  2. თავის დროზე ვიტსელი ყველაზე პერსპექტიულ ტიპად ითვლებოდა თავის პოზიციაზე და თავის კარიერა დააატორმუზა ზენიტში გადასვლით :chuvak:

  3. =ტიგრ=პოგბა უნდა დატოვონ ტუმარტლა ლიგა უნდატ აი პოგბა იგუაინისტვის მაგარი ასისტი იკნება, ეგდა პიანიცჰი,ცოტა დრო დაცჰირდებატ და მერე იმენა მაგარი უნდა იკოს.

  4. ვერატიიიიიი… აი ეს ტრანსფერი დადონ და 5 წელი მხოლოდ საქებარ სიტყვებს დავწერ ხელმძღვანელობის და მაროტას მიმართ…

  5. ზენიტის თამაშებს არ ვუყურებ, მაგრამ ნაკრებში ვერ არის გამორჩეუილი. დარწმუნებული ვარ მაროტას ამაზე უკეთესის მოყვანაც შეუძლია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.