ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Mundo Deportivo: “კატალონიელები მანჯუკიჩზე დაფიქრდნენ”


კატალონიის ბარსელონა ფორვარდის ძიებაშია.

Mundo Deportivo საინტერესო და ამავ დროულად მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, ტურინის იუვენტუსის ხორვატი ფორვარდი კატალონიის ბარსელონას დაუკავშირეს.

კატალონიელები მაქსიმალურად ცდილობენ გამოცდილი მაღალი კლასის ფორვარდის შეძენას, რომელიც ლუის სუარესს გარკვეულ მატჩებში დასვენების საშუალებას მისცემს, ხოლო ტრამვების შემთხვევაში მის შეცვლას შეძლებს.

გონსალო იგუაინის ტურინში გადმოსვლამ მანჯუკიჩი სათამაშო დროის უქონლობის რისკის წინაშე დააყენა, რაც რაღა თქმა უნდა ხორვატს წასვლის სურვილს უჩენს, მიუხედავად ჭორებისა მარიოს აგენტმა ყოველივე უარყო და საკმაოდ წარმატებული სეზონი იწინასწარმეტყველა.

უნდა აღინიშნოს, რომ მანჯუკიჩს ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს, ის ატლეტიკო მადრიდის ღირსებას იცავდა, ხოლო გასულ სეზონში მან სერია A-ს 27 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

მარიოს შეძენა ვესთ ჰემს და არსენალსაც სურს, მის სანაცვლოდ კი იუვენტუსი 20-22 მილიონ ევროს ითხოვს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მანჯუ გვჩირდება მთა ზალიანნ და გულით თამაშობს :forza: :forza: :forza:

ALLENATORE
8 years ago

მარიო არ წავა ბარსაში იქ ხო საერთოდ დალპება სკამზე ) იუვედან წავიდეს და სუარესის შემცვლელი იყოს ? )) მაგას ჯობია იგუანთან იბრძოლოს ვიდრე სუარესთან ) იქ საერთოდ დაასრულებს კარიერას )) მანჯუკიჩი არაა ეგ ტიპი , ძაან მაღალი კლასის ფორვარდია და იცის თავისი ფასი კარგად , მე ვარ მარიო მანჯუკიჩი ! ეგეთი მასტია ) ბაიერნიდან მაგიტო წავიდა ზუსტად ძაან არ უნდოდა მაგის გაშვება რუმინიგეს ) ჰაინკესის ბაიერნის ჯოკერი იყო ეგ კაცი ლიგა რო მოიგეს ) მაღალი პრესინგის დროს მოსვენებას არ აძლევდა მცველებს ) ასე რომ ბარსაში მაგის გადასვლა არის გამორიცხული ) იუვედან თუ წავიდა ძაან დიდი დანაკლისი იქნება ) მე პირადად… Read more »

bneli
bneli
8 years ago

Axla shemova tigrana da bero da ityvian rakitchshi gagvicvliano :forza:

lasha dolidze
8 years ago
Reply to  bneli

))))))) და დაახლოებით 20 მილიონს გამოვიმუშავებთ მაგ ბარტერითო

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მანჯუ ჰენ უნდა აირჩიო სამუდამო სკამი ბარსაჰი თუ იუვეჰი ცოტა ხანი სკამზე

Alessandro
Alessandro
8 years ago

Ra sisulelea satamasho drois uqonlobis gamontu midis iq mitumetes ar eqneba tan aramgonia wavides :forza:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x