ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დაბადების დღეს გილოცავთ, ანტონიო !

დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა, რომელსაც ტურინის “იუვენტუსის” ელიტაში დაბრუნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის..

ანტონიო კონტეს სახელი ბიანკონერების ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი, ბებერი ქალბატონის ლეგენდარული ნახევარმცველი და შემდგომში მთავარი მწვრთნელი 47 წლის გახდა.

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ლეჩეში დაიბადა და 1988-91 წლებში სწორედ ადგილობრივ კლუბში თამაშობდა.სწორედ “ლეჩედან” გადმობარგდა კონტე ტურინში, სადაც 13 წლის მანძილზე 295 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 29 გოლის გატანაც მოახერხა.2004 წელს ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მწვრთნელობას მიჰყო ხელი, რის შედეგადაც 2011 წელს კვლავ დაბრუნდა საყვარელი კლუბის სათავეში.ანტონიომ პირველივე სეზონში შეძლო სკუდეტოს მოგება თან ისე, რომ ერთი მატჩიც არ წაუგია სეზონის მანძილზე, შემდეგ კი კვლავ ორჯერ მოიპოვა იტალიის საუკეთესო კლუბის ტიტული.

“იუვედან” წასვლის შემდეგ კონტემ სკუადრა აძურა ჩაიბარა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი ლონდონის “ჩელსიში” დაიწყო მუშაობა.წარმატებებს ვუსურვებთ ანტონიოს როგორც პირად, ისე პროფესიონალურ ცხოვრებაში.

6 thoughts on “დაბადების დღეს გილოცავთ, ანტონიო !

  1. ლონდონში ამან მთელი იტალიური მაფია ჩაიყვანაა :D:D _ 15 კაცი ყავს სამწვრთვნელო შტაბში ) მათ შორის მისი ძმა და ალესიო სეკო )

  2. იუვეს წარმატებაში და იმაში რომ დღეს იუვე ლიგის ფავორიტია და სერია აში უკონკურენტოა ანტონიოს დიდი დამსახურებაა 100% ით იუვენტინო
    :juvee: :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.