ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” იტალიაში ბრუნდება

ავსტრალიური ტურნეს შემდეგ ტურინის “იუვენტუსი” სამშობლოში ბრუნდება..

დაახლოებით 12 საათნახევრიანი ფრენის შემდეგ გამთენიისას ტურინელთა თვითმფრინავი მილანში, მალპენსას აეროპორტში დაეშვება.ამის შემდეგ ფეხბურთელები ორი დღე დაისვენებენ და ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე სამშაბათს შეიკრიბებიან.ვინოვოზე გუნდს შეუერთდებიან დანი ალვეში, მარიო მანჯუკიჩი, გონსალო იგუაინი და შტეფან ლიხტშტაინერი, ტურინს უნდა ეწვიოს ახალწვეული მარკო პიაცაც.პირველ ამხანაგურ მატჩს ევროპაში მასიმილიანო ალეგრის გუნდი 7 აგვისტოს გამართავს, ლონდონში “ვესტ ჰემი” ახალ სტადიონს ხსნის და სწორედ ტურინული გრანდი იქნება მასპინძელთა პირველი მეტოქე.

ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელებმა დამატებით რამდენიმე დღე მიიღეს, შესაბამისად, ვინოვოზე სამი ხედირასა და იტალიის ნაკრებში მოასპარეზე მოთამაშეებს ხუთი აგვისტოსთვის ელიან, პატრის ევრა და პოლ პოგბა კი ტურინში 7 აგვისტოს უნდა გამოცხადდნენ.რამდენად მოემზადება ახალი სეზონისთვის “იუვესთან” ერთად ეს უკანასკნელი, ჯერ კიდევ გასარკვევია.

წყარო : Tuttosport

8 thoughts on ““იუვენტუსი” იტალიაში ბრუნდება

  1. პოგბა 7 აგვისტოს ოჰოო
    აბა ვნახოთ რა იქნება :boli: მიდი პოლ არ დაგვტოვო იმედია ყველაფერი ჭორი იყო რაც ამ ზაფხულს გვიბურღეს ტვინი ჟურნალისტებმა!

  2. :forza: როგორი მოლოდინი მაქ ამ სეზონის იმედია :* გავაჯაზებთ ,,,,,,,,,,,,,,,,,,, დღეში შემოვდივარ აქ :D მემგონი 10000 ჯერ:D უბრალოდ კომნტ წერა არ მევასება :D მაგრამ ვერ მოვითმინე კარგი ტრასფერებიაა ძლივს გააქთიურდა მაგრამ პოგბას ფონზე არ უნდა იყოს ეს რაა მისი ფულით ,,, ნუ ჩემი ფული არ იხარჯება მაგრამ ტეხავს არ უნდა გაყიდონ :forza: :forza:

  3. :forza: გაუმარჯოს ,,,, რაღაც მგონია როო პოგბაზე მაგარი ჭორებია არსად წამსვლელი ე გ არაა ,,,,,, :forza: იმედი ვიქონიოთ ,,,,,
    ვერატიიიიიი გამიფორმონნნ და მერე :D პოგბა :D 4 ჯერ გაყიდონ თუ უნდათ :D:D ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
    :forza: :forza: :forza:

    1. ამათმა რო პოგბა შეინარცუნონ და ვერატიც მოიყვანონ მერე ნახე რა მკვლელი ნახევარდაცვა გვეყოლება მაშინ ოტხეულის სატავეში ვარტ უეჭველი :lool: :lool: :forza: :forza:

  4. 7 აგვისტოს მეგობრული ნიჩია დაამთავრეთ თამაჰი ან როგორც გინდა თუ გინდა ვესტჰემს ახალი სტადიონის გახსნაზე მოუგო და გააბრაზო ეს ჰენი საქმეა მოიგე გამიხარდება თავის თავად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.