ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Blah Blah Blah ან იტალიურ გერმანულ ინგლისური სამკუთხედი

ყურადღება!!! სტატია შეიცავს შეთქმულების თეორიას …


ყველამ იცით კომპანია Adidas-ი. რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ ფეხბურთზე უშაოლოდ ამ სპორტში ჩვენ ვიცნობთ adidas როგორც „ბაიერნის“ „რეალის“ „მანჩესტერის“ „იუვენტუსის“ და სხვა დიდი კლუბების სპონსორს, ასევე ტოპ ფეხბურთელების „სუარესის“ „მესის“ „პოგბას“ და სხვების. სპონსორად, ზუსტად ჩვენს მიერ ბოლო დასახელებულ ფეხბურთელზე წავა ლაპარაკი, დიახ არ შეცდით ლაპარაკი გვექნება იუვეს შავ მარგალიტზე სახელად პოლ პოგბა.

დასაწყისისთვის გავიხსენოთ თუ როგორ იწყებოდა ყველაფერი:

2016 წლის 16 მარტს პოგბამ გააფორმა კონტრაქტი Adidas თან, ამ დღიდან პოგბა გახდა Adidas ის სახე და რეგულარად იღებდა მონაწილეობას მის სარეკლამო აქციებსა თუ რგოლებში. რა თქმა უნდა ეს რეკლამები იქნება ჩვენთვის ძალიან საინტერესო, ვიცი ბევრს გაუჩნდება კითხვა თუ რატომ არის საინტერესო პოგბას რეკლამები ახლა როდესაც ის ასე ახლოსაა წითელ ეშმაკებში გადასვლასთან, დამიჯერეთ მეც იგივე კითხვა გამიჩნდა კითხვისას და როდესაც ბოლომდე წავიკითხე თვითონ სტატიამ მიპასუხა კითხვებზე ასე რომ მივყვეთ ქრონოლოგიურად და ყურადღებით დავაკვირდეთ.

20 მაისი 2016 წელი Adidas მა თავის ოფიციალურ youtube არხზე განათავსა ვიდეო რომელიც ეძღვნებოდა მის ახალ სარეკლამო კამპანიას რომელსა First never Follows. ერქვა რომელიშიც მონაწილებას იღებდა პოლ პოგბა მესუთ იოზილი და ლუის სუარესი. აი როგორ იყო ეს ყველაფერი:

სხვათა შორის ვიდეოს იღებდნენ სადღაც აპრილის შუა რიცხვებში ამ ყველაფერზე მსჯელობა შეგვიძლია პოგბას ვარცხნილობიდან გამომდინარე, ეს ელემენტარულია შევადაროთ სურათი: ვიდეო რგოლიდან სურათს მატჩიდან იუვე პალერმო რომელიც 17 აპრილს გაიმართა ასევე ყურადღება მიაქციეთ შავთეთრ კურტკას სურათი N2 ში:

შემდეგი სარეკლამო რგოლი Adidas ის და პოგბასი ამ სარეკლამო კომპანიის ფარგლებში გამოვიდა 9 ივნისს 2016 წელს, ეურო 2016 ის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე, უმეტესობა ფრაგმენტები არის ძველი ვიდეოდან მაგრამ ასევე არის ახალი კადრებიც ვუყუროთ ვიდეოს:

და ისევ და ისევ იგივე ვარცხნილობა, აქედან ვადგენთ რომ ეს ვიდეოც გადაღებულია აპრილ.. მიაქციეთ ყურადღება სიმბოლურ სიტყვებს ვიდეოში “All to make a name for yourself. it’s nothing

doing. it that matters it’s how you do it”. „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენი სახელი ისმოდეს, მთავარი არააა რას აკეთებ არამედ როგორ აკეთებ“. ასევე დავიმახსოვროდ აუცილებლად.. ღირს ავღნიშნოთ, რომ Adidas ი თავისი სარეკლამო კამანიით First Never FollowsAdidas „ეთამაშება“ საინფორმაციო საშუალებებს, ღიად და გულახდილად დასცინის მათ. კომპანია თავის სარეკლამო კამპანიაში იყენებს „ტრენდს“ Blah Blah Blah, რითაც თითქოს აფიშირებას უკეთებს იმ ხმაურს და გამოუსადეგარ სიტყვებს რომლებიც გამოუსადეგარ ჭორებში ისმის ფეხბურთელებსა თუ სტატიებით რომლებითაც აჭრელებულია ყველა სპორტული საიტი თუ გაზეთი, ვიდეოს დასაწყისში გაზეთის ნარჩენებიდან რომელზეც იკითხება Blah Blah Blah გაკეთებულია სვავები რომლებიც ბურთს ძიძგნიან, რაც არის მეტაფორა იმ ჩურჩულის თუ ჭორების რომლებსაც საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ, მაგალითისთვის ავიღოთ ვიდეო რომელიც რეალზე იყო მიძღვნილი, სადაც ვხედავთ ვიდეოს დასრულებამდე ზიდანი იცინის ჟურნალისტის მიკროფონთან

დამეთანხმებით რომ ნამდვილად ორაზროვანი ვიდეოა, ან თუნდაც ვიდეო ჩელსიზე და დიეგო სადაც გვხდება იგივე სიტყვები Blah Blah Blah ჭორებით დაუკმაყოფილებელ პუბლიკისგან

და აი როგორც იქნა ჩვენ მივედით მთავარ მიზეზთან თუ რატომ იყო ამხელა შესავალი საჭირო ივნისის დასასრულს ივლისის დასაწყისში სოციალურ ქსელებსა თუ საინფრომაციო საშუალებების გვერდები აჭრელდა ინფორმაციით რომ პოგბა მანჩესტერში გადადის, რაც იუვეს ქომაგებისთვის არც თუ ისე უცხოა რადგან არცერთი სატრანსფერო ფანჯარა არ გაღებულა და არ დაკეტილა ისე რომ პოგბასთვის ორპირი ქარი არ მოეწყო და ასევე დაიწყო 2016 წლის სატრანსფერო ფანჯარა, მაგრამ სერიოზულად არცერთი არავის არ განუხილია რადგან იუვე თავის შავ მარგალიტს ბოლომდე უფრთხილდებოდა.

ასევე საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის ყველაფერი ცხადზე ცხადი იყო, რომ პოგბა არ მოისურვებს იმ გუნდში დაბრუნებას სადაც მას ზურგი შეაქციეს და ეს ყველაფერი რომ დავივიწყოთ პოგბა არ ისურვებდა ისეთ გუნდში გადასვლას რომელსაც საუკეთესო წლები არ უდგას და წითელი ეშმაკები მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობენ იმ დიდების დაბრუნებაზე რომელიც მათ სერ ალექსის დროს ქონდათ, რადგან წლიდან წლამდე დეგრადაციას განიცდიდნენ და ტიტულებზე ლაპარაკიც ზედმეტია როცა ისინი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩნენ, მაგრამ ამ ზაფხულს ყველაფერი შეიცვალა იუნაიტედში მივიდა ახალი მწვრთნელი ზუსტად ის განსაკუთრებული ჟოზე მოურინიო, და კლუბმაც მაშინვე განახორციელა ხარისხიანი გასროლები, მათ დაიმატეს მხითარიანი დორტმუნდიდან და უბერებელი ბომბარდირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მკითხველმა როდესაც ეს ორი გვარი წაიკითხე ყველას ერთი პიროვნება გააახსენდა როგორც მე, რა თქმა უნდა ეს მინო რაიოლაა რომელიც ამ ორივე ფეხბურთელის აგენტია და ამ ამბების მერე ინგლისური შტრურმი იწყება პოგბას ტრანსფერზე რადგან პოგბას ტრანსფერი უკვე აღარ ჩანდა არარეალური, კლუბმა დაისახა დიდი მიზნები და ამისთვის მათ რათქმა უნდა კიდევ ჭირდებათ ხარისხიანი გასროლები და ეს არ უნდა ყოფილიყო მათთვის პრობლემა რადგან ფულთან ნამდვილად არ უჭირთ..

საინფორმაციო გამოცემები გამუდმებით წერდნენ რეკორდულ შემოთავაზებებზე რომელსაც მანჩესტერი იუვენტუსს თავაზობდა ასევე არ ნახულ ხელფასს თვით პოგბას ნისლიან ალბიონზე გადაბარგების სანაცვლოდ.
ამაზე წერდნენ და წერენ ყველაზე სანდო და გადამოწმებული საიტები, პირველ რიგში გამოიყოფა ჯანლუკა დიმარციო რომელიც ამტკიცებდა რომ „მანჩესტერმა მიაღწია შეთანხმებას პოგბასთან და არა
იუვენტუსთან“, „კლუბები ვერ შეთანხმდნენ რაიოლას საკომისიოზე“, „ტრანსფერი უნდა დაიხუროს 48 სააათში“, „პოგბა მზადაა გაიაროს მედ შემოწმება“, ამ ყველაფერს ჩვენ უკვე ვკითხულობთ და ვისმენთ ერთი თვეა დაუსრულებელი 48 საათი, ამ ყველაფრის მერე თვით მინო რაიოლა საკუთარი პერსონით ჩნდება სოციალური ქსელის გვერდებზე. ბევრს არ აწერს მაგრამ მშვიდად ასხავს ბენზინს

პოგბას ტრანსფერი დახურული არა მხარებს შორის არ არის შეთანხმება, Blah Blah Blah მინო?

და აი ისევ 48 საათის წრეზე დავდივართ, ღირს ვთქვათ რომ საინფორმაციო გამოშვებები იუწყებიან რომ გაჟონა ინფორმაციამ თითქოს მადრიდის რეალიც აპირებს ამ ტრანსფერში ჩაბმას მაგრამ ამ ჭორზე შორს ეს აზრი არ წასულა, მაგრამ ღირს ავღნიშნოთ რომ რეალიც და მანჩესტერიც სიამაყით ატარებენ მკრდზე წარწერას Adidas.

თვითონ პოგბა ამჯობინებს დაიცვას სიჩუმე, პოლი ტკბება დამსახურებული არდადეგებით USA ში კერძოდ MIAMI ში, იმ დამღლელი სეზონის შემდეგ რაც მან გამოიარა, პოგბას სოციალური ქსელი კი სულ სხვა რამით არის აჭრელებული ის თამაშობს კალათბურთს ხვდება NBA ს ვარსკვლავებს და რა თქმა უნდა ისვენებს მინოსთან ერთად აუზში.. ისევ ორაზროვანი სურათი ორ აზროვანი დასახელებით „ჩვენ ვამბობთ ყველაფერს, ისე რომ არ ვამბობთ არაფერს“:

და მოდი დავფიქრდეთ რას ნიშნავს ეს? ნუთუ იგივე მომენტია როგორც გონსალოს ტრანსფერზე როცა გონსალომ დუმილი დააღვია როცა ის უკვე იუვეს ფორმით პრეზენტაციაზე იჯდა? და ანალოგიური სიტუაცია გველოდება პოგბაზეც? დაიცადეთ რამოდენიმე დღის წინ ხო მოხდა რაღაც ძალიან საინტერესო.. ვერ იხსენებთ? 28 ივლისი კომპანია Adidas ი კვლავ თავის გვერდზე ოღონდ ეხლა twitter ზე განათავსა ვიდეო პოლ პოგასთან ერთად და ისევ ის „ტრენდი“ Blah Blah Blah. ვიდეო რგოლში პოლი კითხულობს გაზეთს, რომლის მთლიანი ტექსტი შედგება Blah Blah Blah, მინიშნება სატრანსფერო ჭორებზე? მაგრამ რამაც აფეთქება გამოიწვია ინტერნეტში ეს არის ამ ვიდეო რგოლში მანჩესტერის ხსენებაა, ორი გუნდი რომელიც ახლოს არის არარეალურ გიჟურ თანხად დახურონ ტრანსფერი და აი ისიც ვუყუროთ ვიდეოს:

მოდით ვიდეო დავყოთ ნაწილებად თანმიმდევრობით 1 სცენა ისევ და ისევ სვავები გაზეთიდან ტექსით Blah Blah Blah რომლებიც ისევ ძიძგნიან ბურთს..

2 სცენა პოგბა კითხულობს გაზეთს თავისივე სურათით რომელზეც წერია ისევ ის მაგიური Blah Blah უკვე მერამდენე და პირდაპირი მინიშნებაა ჭორებზე საინფორმაციო გამოცემეში და ამის შემდეგ..

პოლი ფრანგულდა ამბობს „ყოველთვის არ ღირს იმის დაჯერება რასაც გაზეთები წერენ“. რატომაც არა? ბოლოს და ბოლოს Adidas ი პირდაპირი ტექსტით გვეუბნება ამაზე, სხვათაშორის ამ სცენის უკანა პლანზე ისმის იტალიელი დიქტორის ხმა ეს ყველა ფული მხოლოდ მასზე? ორი აზრი არა რომ ეს სიტუაცია ერწყმება დღვენადელ სიტუაციას პოგბასთან დაკავშირებით.

3 სცენა პოლი იხსნის მომსასხამის ქუდს ( გახსოვთ როდის გითხარი დაგემახსოვრებინათ პოგბას შავთეთრი სამოსი) და მიდის საფეხბურთო მოედანზე აქ მინდა თქვენი ყურადღება ავღნიშო მცირე მაგრამ ძალიან გამოსადეგარ დეტალზე რა თქმა უნდა პოლის ვარცხნილობაზე გახსოვთ სურათი 17 აპრილის თამაშიდან ასევე რეკლამიდან ეს იგივე ვარცხნილობაა რაც იქ ქონდა პოგბას, აქედან გამომდინარე აქედან გამოდის რომ ეს ვიდეოც აპრილშია გადაღებული ჯერ კიდევ 3 თვით ადრე ვიდრე ჭორები გაისმოდა პოლის ტრანსფერზე..

4 სცენა მანჩესტერ იუნაიტედის ბანერი ნაწერით Blah. და არ გიკვირთ აქ რატომ აღმოჩნდა პოსტერი ნელ ნელა ბურუსი იფანტება და მზის სხივი ჩნდება, რომ Adidas ი თავისი ვიდეოთი პირდაპირ ერწყმის იმ ტრანსფერს რომლის საგაც უკვე 1 თვეზე მეტია გრძელდება და რომელზეც ჭორი 3 თვის მერე გაჩნდა გადაღებიდან. რისთვის რა მიზნებისთვის დასჭირდათ ეს? აუცილებლად ასაღნიშნია მარჯვენა ქვედა კუთხეში ბანერზე წერია ახალი სეზონის წლები 2016/2017. MU 2016/2017 და Blah

5 სცენა სახელგანთქმული ინგლისელი რეპერი Stormzy, MU ს სპორტულით ამბობს „გაჩუმდით(დაცულია ცენზურა)

მაშ ასე შევაჯამოთ კლიპი და ვნახოთ თუ რასთან გვაქვს საქმე

ა) ის გადაღებულია აპრილში

ბ) პოგბა გაზეთით ხელში ამბობს რომ არ ღირს ყოველთვის გაზეთების დაჯერება

გ) იტალიელი დიქტორი რომელიც ძალიან ბევრ ფულზე ლაპარაკობს

დ) MU 2016/2017 და რა თქმა უნდა წარწერა Blah Blah Blah, მამაკაცი MU ს სპორტულით რომელიც ყველას ეუბნება რომ „გაჩუმდნენ“. აშკარააა რომ ეს ვიდეო უკავშირდება პოგბა Mu ს სატრასნფერო საგას, ხოლო Adidas მა იცოდა ამ ყველაფრის შესახებ აპრილში. ვინმემ იცოდა აპრილში ამის შესახებ რამე? მე არა თქვენ? მგონია რო არც თქვენ და არც არავინ მსოფლიოში არც გაზეთებმა და არც დიქტორებმა (რატომღაც იტალიელი დიქტორი რომელიც ბევრ ფულს ამბობს მარტო მე მგონია დი
დი მარციო?) და adidas ი ემზადებოდა აპრილიდან ამ ხმაურისთვის თავისი რეკლამებთ.. მეორე ვარიანტი:

ამ ვარიანტით ეთერ კაკულიას დაუწყია Adidas ში მუშაობა..

არსებობს მესამე ვარიანტიც მაგრამ ამხელა დამთხვევების არავის ჯერა. მაგრამ ვინმემ შემახსენეთ როგორ ჩნდება სატრანსფერო ჭორები?

ერთი მიმომხილველი იტყვის და აყვება ყველა მიმომხილველები ხომ თუთიყუშებივით არიან და მინო ისევ დინჯად ამ თუთიყუშებს ლაპარაკს ასწავლის. დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა გაუჭირდება Adidas ესეთი ჭორების ჩაშვება საინფორმაციო საშუალებებში? მითუმეტს როცა ფეხბურთელიც და ორივე გუნდიც მისი სპონსორობის ქვეშ..

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა კანონიერია თუ არა ესეთი მათი ქმედება მაგრამ ოდითგანვე ვინმე გინახიათ ჭორის გამო დაჭერილი ან რამდენი ტრანსფერი არ შემდგარა ამდენი აჟიოტაჟის შემდეგ, ვინ მაგრამ Adidas ი თავიდანვე გვაფრთხილებდა არ ღირს ყოველთვის იმის დაჯერება რაც იწერება გაზეთებშიო და ჩვენ კიდე მათ გასამართლებას ვაპირებთ? Blah Blah Blah? აქედან გამომდინარე Adidas მა შესთავაზა ორივე გუნდს პოგბას ტრასნფერის თემის ექსპლუატაციაში ჩაშვება თავისი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში FIRST Never Follows..

გერმანულმა გიგანტმა 29 ივლის დადო ეს ვიდეო რომელიც ეძღვნებოდა იუვეს და ასევე მის მესამე ფორმას სადაც რეკლამის დასაწყისში დიქტორი (კვლავ იტალიელი) ამბობს რომ პოგბა ღირს ნამდვილად ეს თანხა.. ეს რეკლამი იყო როგორც ტორტზე დადებული ბოლო მარწყვი და სოციალურ ქსელებში ამ რეკლამას დაყვება ფრაზა: Ignore the blah „დააიგნორე blah” ძალიანაც კი გვინდა ყველას ამ რამის გაკეთება:

რამდენი სტატია დაიწერა რამდენი აზრი და სიტყვა დაიხარჯა, რომ ვერავინ ხვდებოდა პოგბას საქციელს რატო უნდა გადასულიყო კომფორტული და ყველა პარამეტრებით მასზე მორგებული..

ტურინიდან ოდესღაც მასზე ზურგ შექცეულ მანჩესტერში, რომელიც ლიგის გარეშეა დარჩენილი და მინიმუმ 1 წელი არ იქნება ლიგაზე, ღირს კი თავისი კარიერით გარისკვა ჯერ კიდევ არ დამტკიცებული პროექტის გამო? გაცვალოს ფაქტიურად გარანტირებული ტიტული და ასეთი სიყვარული ტიფოზების ნისლიან პერსპექტივაში ნისლიან ალბიონზე? ვერავინ ვერ ხვდება რატომ გადაიწია უკანა პლანზე პოგბას კარიერულმა წინ სვლამ მატერიალურმა კი წინ გადმოიწია, ასეთი სცენარით..

პოგბას კარიერის განვითარებას ვერავინ ვერ ხედავს. თუ ყველა ფაქტს ერთად შევკრავთ და ლოგიკურად დავუკავშირებთ ერთმანეთს, მაშინ შეიძლება მივიდეთ იმ სენსაციურ აზრამდე, რომ ჩვენ ვესწრებით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ აფიორას რომელიც პრესაშია აგორებული. მათი მონაწილეები მიიღებენ დიდ შემოსავლებს და რა თქმა უნდა რეპუტაციას, პრესა გაყიდვებს და დიდ აუდიოტორიას.

Adidas ის სარეკლამო კომპანია დაიქოქა და ისეთი მაშტაბით ამუშავდა რომ ფაქტიურად გზაზე გასსრისა თავისი კონკურენტები რომელმაც ამ კამპანიის დროს ძალიან ბევრი არაოფიციალური (ფეხბურთელი რომელიც ჯერ არ გადასულა და მისი მაიკების გაყიდვები) მაიკების გაყიდვებით ძალიან დიდი თანხები აიღო, აქედან გამომდინარე უნდა ვივარაოდოთ რომ პოგბა დაბრუნდება თავისი შვებულებიდან და წყნარად მშვიდად მივა ვინოვოზე და დაიწყებს ვარჯიშს.. ვითომ მშიერი პოლი რომელსაც მსოფლიო მაშტაბის ტიტულები სწყურია ტურინს დატოვებს? პოგბას წინ სვლა და გამარჯვებები სწყურია როგორც თვითონ ამბობდა მითუმეტეს მისი ამბიციებიდან გამომდინარე ის ნამდვილად ვერ იტყვის უარს ვარსკვლავურ იუვეზე რომელიც მის გარშემო აიწყობა და მთავარი ვარსკვლავი ის იქნება..

პოგბას უყვარს ყურადღება და აღიარებს ამას.. უყვარს პირველ გვერდზე ყოფნა.. არ ეშინია რომ ქინება გამორჩეული.. არ დაგვავიწყდეს ის სიყვარული რომელიც გულშემტაკივრებს მის მიმართ გააჩნიათ ტურინში და მართლაც, ყველაფერი ამისთვის კეთდება რომ შენი სახელი ისმოდეს..

 

სტატია მოამზადა რუსულ მასალებზე დაყრდნობით კობა ჭალისურმა

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

78 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Fabrizio Ravanelli
ბექა
9 years ago

იქნებ და მაინც იყიდონ რა მაგ ფასად :( არ ღირს ეგ ბიჭი მაგდენად მოედანზე (იმის იქეთ მომგებიანია ბაზარი არაა)

იყიდება პოლ პოგბას ტიპის ფეხბურთელი
გამოშვების წელი 1993 მესამე თქვე
იდეალურ მდგომარეობაში, კარობკა, მატორი ხიდები იდეალურად მუშაობს…
ფული გვეჩქარება და მიტომ ვყიდით ასე იაფად.

იტალიანო
იტალიანო
9 years ago
Reply to  ბექა

:lool: :lool:

იტალიანო
იტალიანო
9 years ago

რაიმე სიახელა რ არის პოგბაზე ? დამაწყდა ნერვები ((

ანზორი
ანზორი
9 years ago

ბოდიშ მოიხადეთ ყველამ ვისაც პოგბა ფულის მონად მიგაჩნდათ :juvee: :juvee: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

პოგბაზე აღარაფერი აღარ იწერება უკვე ) საინტერესოა რა ხდება )

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

პოგბას ცოლი არ ყავს არც მის შეყვარებულზე იწერება ბევრი. და გოლს რო იტანს და გულზე ირტყამს ხელს იუვეს ერთგულებს გამო აკეთებს ამას?

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

:mrgreen: რაიოლა უყვარს )))

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

Sagol davit , kargi statiaa , Imedia darcheba :forza: :forza: :juvee:

VIKING
VIKING
9 years ago

არსენ ვენგერი:”მხოლოდ იმ მოთამაშეებს ვყიდულობ, რომელთაც ჩვენი გუნდის გაძლიერება შეუძლიათ. არ შეიძლება ტრანსფერების სხვა მიზნით განხორციელება. რა თქმა უნდა, კონკრეტულ მოთამაშეებზე, ყველას განსხვავებული აზრი აქვს. ქომაგებს თავისი ხედვა აქვთ, ჟურნალისტებს – თავისი და მწვრთნელებს – თავისი. ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე ბევრი ფულია, მაგრამ ცოტა ძლიერი ფეხბურთელი, რომელთაც მაღალი კლასის გუნდების გაძლიერება რეალურად შეუძლიათ. გარდა ამისა, თანხის დიდ ნაწილს ის კლუბები ხარჯავენ, რომლებიც საბოლოოდ, ჩემპიონები მაინც ვერ ხდებიან. გასულ სეზონში, ინგლისურმა კლუბებმა არანორმალური ფული გასცეს, მაგრამ ამან “ლესტერს” ვერ შეუშალა ხელი. მაჰრეზი და ლაკაზეტი? ტრანსფერებს უყვართ სიჩუმე. უკეთესია, თუ მათზე არ ვისაუბრეთ მანამ, სანამ ოფიციალურად არ დადასტურდება. თუმცა, პრესასთან შეხვედრისას, ამაზე საუბარს… Read more »

VIKING
VIKING
9 years ago

ჩელსი მზადაა ლუკაკუში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს :blin:

თოკო
თოკო
9 years ago

Dაახლოებით ასეთი სტატია წავიკითხე რუსულ საიტზე ყველაფერი კარგად ვერ გავიგე ეხლა გავიგე და ნეტა გავიგო როგორც გავიგე ისე

lasha dolidze
9 years ago
Reply to  თოკო

))))

Vega
9 years ago

დავით ჯიგარი მადლობაააა! პოგბინიო არსად მიდის! :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

ცოტნე სამსონაშვილი

დავით საღოლ სასწაული სტატიაა)) და იმასაც ვინც თარგმნა Good job guys, good job :love: :love: :love: :love:

juveboy-leo
9 years ago

clamoroso: pogba resta alla juve
anu male am sataurs unda velodot tutoojuveze :chuvak:

Nikusha Mindiashvili
MED MAX
9 years ago

ნეტა მართალი იყოს და ძაან მაგარი გუნდით ვიქნებით ლიგაზე :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee:

avto talakvadze
9 years ago

კაროჩე ეხლა სულ დავიბენი ვეგარ გავიგე ვისი ვისაშია

ALLENATORE
9 years ago

ეს სტატია იუვეს რუსულ საიტზე წავიკითხე 2 დღის წინ ) და კარგია აქაც რო დადეთ , საინტერესოა ) მაგრამ რაღაც მაინც არ მჯერა ამხელა გიგანტი აფიორით იყოს დაკავებული )

tifoza
tifoza
9 years ago
Reply to  ALLENATORE

და ვინ თქვა რო ადიდასი აფიორათია დაკავებული პირდაპირ გეუბნება არ დაუჯერო ყოველთვის გაზეთებსო ვინმე ოფიციალური პირი გამოვიდა და თქვა რამე?

ALLENATORE
9 years ago
Reply to  tifoza

ადიდას აქვს შემოსავალი ამ ჭორებით ) პოგბას მაისურები უკვე ძაან სწარაფად იყიდება აზიურ ბაზარზე განსაკუთრებით ) მარტო იბრას მაისურებით უკვე 90 მილიონი გააკეთეს ) მანჩესტერი ძაან დიდი ბრენდია განსაკუთრებით აზიაში უკონკურენტოა ) შესაბამისად ეს განცხადებები რო პოგბა სამედიცო შემოწმებასთან ახლოსაა , ტრასფერი მალე დაიხურება და ეგეთები გახდა იმის მიზეზი რო პოგბას მაისურები მაგრად იყიდება ) ეს ერთი კონკრეტული ადამიანის სტატიაა და მისი შეხედულებაა , ვარაუდი ) რაც არ მგონია სიმართლეს შეესაბამებოდეს ) ოფიციალურად მაგას არავინ იტყვის და ადიდასი არ დააყენებს თავის პრესტიჟს კითხვის ნიშნის ქვეშ ) ნაიკი უკვე დაიხიაა :D:D ) ბევრმა კლუბმა საერთოდ გაწყვიტა კონტრაკტი ნაიკთან და ადიდასთან თანამშრომლობს… Read more »

Lb19
Lb19
9 years ago
Reply to  ALLENATORE

ნაიკი დაიხია? :lool: ეგ არ თქვა არასდროს. კრიშტიანო რონალდუ და ლებრონ ჯეიმსი. დანარჩენებს აღარც ვიტყვი. მარტო ეს ორი კაცი ისეთი სერიოზული ყავს ნაიკს კომერციის თვალსაზრისით რომ ადიდასს არც მოელანდება :chuvak: ფეხბურთში კიდე შეიძლება თქვა მაგრამ ზოგადად ნაიკი ბევრად დიდი ბრენდია მარტო ენბიეი რომ ავიღოთ ადიდასს ყველაზე კარგი ჰარდენი და ენდრიუ ვიგინსი ყავს როცა ნაიკთან კონტრაქტი ყველა სუპერსტარს აქვს თითქმის ლებრონით დაწყებული კობით დამთავრებული :chuvak: :lool: იგივე ბუცების თვალსაზრისით მერკურიალს ადიდასის ვერცერთი ბუცი ვერ უწევდა კონკურენციას 5 წელი :lool:

ALLENATORE
9 years ago
Reply to  Lb19

ნბა და ნჰლი ამ მიგულისხმია მე ) ფეხბურთში ნაიკი ძაან დაიხია ))
ნაიკი ამერიკაში სულ სხვა თემაა ) რონალდოს თუ ნაიკითან აქვს კონტრაკტი ) მესის ადიდასთან და არამხოლოდ ) საფეხბურთო სფეროში ზუსტად რო დახეული ყავს ))

Lb19
Lb19
9 years ago
Reply to  ALLENATORE

კომერციულად და რეკლამის თვალსაზრისით რონალდუ ბევრად აღემატება მესის :)) რადგან გუნდების სპონსორია ეგ იმას არ ნიშნავს რომ დახეული ყავს. მაგალითად ბუცებში ბევრად აღემატება ნაიკი ადიდასს. რონალდუს გარდა კიდევ ზლატანი ნეიმარი და რავი ბევრი ვარსკვლავი. როცა ადიდასის მთავარი სახე მესის შემდეგ მესუტ იოზილია. :lool: მერე პოგბა და სუარეზი :chuvak: ჯერ ნაიკის რეკლამები ნახე რა დონის აქვთ :chuvak: რაის ადიდასი და ბლაბლაბლა. გუნდების სპონსორობა არ ნიშნავს იმას რომ დაიხია ნაიკი :lool: ძაან სერიოზული ბრენდია ნაიკი და ადიდასს ყველაფერში ჯობია ჩემი აზრით.

10_MEANS_ALEX
10_MEANS_ALEX
9 years ago
Reply to  Lb19

მართალი ხარ ნამდვილად. ეგ კიდე უფრო კარგია ჩვენი საქმისთვის. ჩემი აზრით,ადიდასს რეალურია რომ სწორედ მაგ რეალობის გადასაფარად მოეგონა ასეთი შოუ, რომელშიც ძალიან დიდი ფული და შრომა ჩადო, ძალიან სერიოზული სვლა იყო. იმედი მაქ რო მართალი აღმოვჩნდები

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

ადიდასი თEმაა :DD გავკარი ნაიკს :D

irakli28
9 years ago

საღოლ მაგრა გიმუშავიათ :up: :up: :up: :up: მარა იქნებ აპრილის მერე კიდე ერთხელ შეიჭრა მასევე თმა? არ შეილება ? :დდ

tifoza
tifoza
9 years ago
Reply to  irakli28

გადახედე მთელ ეუროს მანამდე მაისს და ნახავ რომ ეგეთი პრიჩოსკა აღარ ქონია პოგბას

Juveee
Juveee
9 years ago

Adidas ის რეკლამაში ჩუმათ Heineken იც , რომ იპარება . ჩემი აზრით პოგბას ადიდასმა ძაან ძვირიანი კონტრაქტი გაუფორმა. მოკლედ პოგბა გახდა ადიდასის სერილის მთავარი გმირი . First never follows პოგბასთვის შექმნილი სიტყვებია და ამსიტყვებს ახლად მოსული მირალემ პიანიჩი ამბობს . ანუ პიანიჩი ადიდასის ბიჭია ?

VIKING
VIKING
9 years ago
Reply to  Juveee

ადიდასი იუვეს სპონსორია,შესაბამისად აქვს ვალდებულებები სარეკლამო აქციებში მონაწილეობაზე და ახალი სახეები მისწრებაა მაგისთვის…

Lb19
Lb19
9 years ago

ისე ადიდასმა ყველა გრანდის რეკლამა გამოუშვა მანჩესტერის გარდა. იმედია პოგბას ტრანსფერს არ ელოდებიან :blin:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

იბრამ გუშინ თამაშის მერე თქვა იმედი მაქვს პოგბა მალე მოვაო ))

ანონიმური
ანონიმური
9 years ago
Reply to  Dutch

დავთ ამაზე მეტი სუპრიზი რაღაა იუვეს ბალეჰიკებს ფანტსასტიური იუვეს საიტი გვაჩუქე ამისთვის დიდი მადლობა

ანონიმური
ანონიმური
9 years ago
Reply to  Dutch

დავით ჯიგარი ხარ მადლობა ყველაფრისთვის

juve3
9 years ago
Reply to  Dutch

ნამდვილად მადლობა <3 ძალიან კარგად მუშაობთ :forza:

QASRA
QASRA
9 years ago

დიდი მადლობა ასეთი კარგი ნაშრომისათვის… გაიხარეეეეე :forza:

დარჩეს და ლიგის მოგების შანსი გაიზრდება… მარკიზიო-პოგბა-პიანიჩ იიიფ იიიფ

10_means_alex
10_means_alex
9 years ago

ძალიან დიდი იმედი მაქ რო დარჩება, კიარადა იმის იმედი გამიჩნდა რო არც აპირებდა წასვლას. აქ ალბათ ყველას ხეირი დევს, თუ ყველაფერი ისეა როგორც სტატიასი წერია. ადიდასის ხეირი გასაგებია, აზრზე ვერ მოვდივარ ეს როგორ მოიფიქრეს, მარკეტინგის დონე იკაიფეთ თქვენ რა დონეზე აქვთ, მე შესრულებულ საქმეს ვერ ვხვდები და ამას საერთოდ მოიფიქრეს:D იუვეს ხეირიც არის, ყველა გაზეთის პირველ გვერძე წერია ჩვენი საყვარელი გუნდის სახელი, დაბრუნება ხმაურიანი, ეს აურზაური, პოგბას შენარჩუნება, იგუს მოყვანა, ახალგაზრდა დიბალა და ბებერი ჯიჯი, ჩემი აზრით საკმაოდ საშიშად გამოვიყურებით. ეს არის ნაღდად ლიგის თასისი საფუძველი. პოგბას ხეირი რეკლამიდან შემოსავალი, რაც მთავარია ბონუსები ექნებოდა ლიჟბი ჩუმად ყოფილიყო, ისევ ყველა გაზეთის… Read more »

ანონიმური
ანონიმური
9 years ago
Reply to  10_means_alex

ჩვენია აბა რა ძმაო

| Newsphere by AF themes.
78
0
Would love your thoughts, please comment.x