ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaCalcio | “მილანი” შესაძლოა დე შილიოს შეელიოს

“მილანის” ხელმძღვანელობამ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა გუნდს მატია დე შილიო..

გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როსონერის ხელმძღვანელობას დე შილიოსა და კარლოს ბაკას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.რამდენიმე ახალი ფეხბურთელის მოსაყვანად მილანელებს სახსრები ესაჭიროებათ, ამიტომ რომელიმე მოთამაშეს უნდა შეელიონ.დაახლოებით ერთი კვირის წინ თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ სან სიროს კოლუმბიელი ფორვარდი დაემშვიდობებოდა, თუმცა, ვინჩენცო მონტელამ შესაძლოა იტალიელი მცველი გაწიროს.

შეგახსენებთ, რომ დე შილიო მასიმილიანო ალეგრის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია და შანსების გაზრდის შემთხვევაში არაა გამორიცხული, ჯუზეპე მაროტამ მის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყოს.23 წლის მოთამაშის მიმართ ინტერესს დედაქალაქური “რომაც” იჩენს.

წყარო : Football Italia

8 thoughts on “#ForzaCalcio | “მილანი” შესაძლოა დე შილიოს შეელიოს

    1. ბალო იმ დონემდე დაეცა რაიოლა თავად ურეკავს კლუბებს ადგილი ვერ ნახა უკვე რო გაუშვას სადმე ) კლოპმა ელაპარაკა და უთხრა შენი ადგილი აქ არ არისო )0 აიქსმა მილიკი გაუშვა და ეგრევე რაიოლამ დაურეკა ბალო არ გინდათო :D:D ? )) ძაან უტვინოა ტიპი ) მილანმა ბოლო შანსი მისცა და ლამის დაიგინა ყველაფერს ვიზავო ოღონდ მომეცით შანსიო ) ისევ აურია )) იუვეში არაა მაგის ადგილი აურევს გასახდელს ) ეგ მანჩინიმ ვერ მოიყვანა ჭკუაზე შვილივით ყავდა ინტერში და სიტიში ) არამგონია მაგის გამოსწორება ვინმე შეეძლოს )

  1. არაფერი არაა დეშელიო ) დაცვაში კარგად დგას მაგრამ შეტევაში ტვინი არ აქ ) კლასი არ აქვს ) პასი არ უვარგაა არაფრად ) გერმანიასთან საიმედოთ ითამაშა მაგრამ როცა საჭირო იყო პასის გაკეთება უბრალოდ ბურთი მოიშორა ) სულ ეგრეა სად აწვდის ბურთს თავადაც არ იცის )
    სად არიან ძამბროტას დონის მცველები ? )) ძველი იტალია მენატრება , ძველი კალჩო , ნებისმიერ ტურნირს რო დაიხევდა ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.