ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaCalcio | “მილანი” შესაძლოა დე შილიოს შეელიოს

“მილანის” ხელმძღვანელობამ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა გუნდს მატია დე შილიო..

გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როსონერის ხელმძღვანელობას დე შილიოსა და კარლოს ბაკას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.რამდენიმე ახალი ფეხბურთელის მოსაყვანად მილანელებს სახსრები ესაჭიროებათ, ამიტომ რომელიმე მოთამაშეს უნდა შეელიონ.დაახლოებით ერთი კვირის წინ თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ სან სიროს კოლუმბიელი ფორვარდი დაემშვიდობებოდა, თუმცა, ვინჩენცო მონტელამ შესაძლოა იტალიელი მცველი გაწიროს.

შეგახსენებთ, რომ დე შილიო მასიმილიანო ალეგრის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია და შანსების გაზრდის შემთხვევაში არაა გამორიცხული, ჯუზეპე მაროტამ მის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყოს.23 წლის მოთამაშის მიმართ ინტერესს დედაქალაქური “რომაც” იჩენს.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
9 years ago

amdeni mcveli ra sachiroa …kargia magram

გუგსიკა
გუგსიკა
9 years ago

მონტელამ გაწიროს? გაწიროს კი არა პირიქით კარგ საქმეს გაუკეთებს

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

ეს მაგარია გვინდა აუცილებლად

Vega
9 years ago

ეს იუვეში ათამაშდება აი ნახავთ. ეს და ბალო.

ALLENATORE
9 years ago
Reply to  Vega

ბალო იმ დონემდე დაეცა რაიოლა თავად ურეკავს კლუბებს ადგილი ვერ ნახა უკვე რო გაუშვას სადმე ) კლოპმა ელაპარაკა და უთხრა შენი ადგილი აქ არ არისო )0 აიქსმა მილიკი გაუშვა და ეგრევე რაიოლამ დაურეკა ბალო არ გინდათო :D:D ? )) ძაან უტვინოა ტიპი ) მილანმა ბოლო შანსი მისცა და ლამის დაიგინა ყველაფერს ვიზავო ოღონდ მომეცით შანსიო ) ისევ აურია )) იუვეში არაა მაგის ადგილი აურევს გასახდელს ) ეგ მანჩინიმ ვერ მოიყვანა ჭკუაზე შვილივით ყავდა ინტერში და სიტიში ) არამგონია მაგის გამოსწორება ვინმე შეეძლოს )

ALLENATORE
9 years ago

არაფერი არაა დეშელიო ) დაცვაში კარგად დგას მაგრამ შეტევაში ტვინი არ აქ ) კლასი არ აქვს ) პასი არ უვარგაა არაფრად ) გერმანიასთან საიმედოთ ითამაშა მაგრამ როცა საჭირო იყო პასის გაკეთება უბრალოდ ბურთი მოიშორა ) სულ ეგრეა სად აწვდის ბურთს თავადაც არ იცის )
სად არიან ძამბროტას დონის მცველები ? )) ძველი იტალია მენატრება , ძველი კალჩო , ნებისმიერ ტურნირს რო დაიხევდა ))

ნედვედა
ნედვედა
9 years ago

200 მილიოს თუ დებენ ჩინელები რა სხსრების გამო წირავენ მე არ მესმის. :blin:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

ეს რაღათ გვინდა კარგი რა

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x