ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუჩესკუმაც დაადასტურა : “ვიტსელს გუნდიდან წასვლა სურს”

“ზენიტის” მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ რუსულ პრესასთან საუბრისას დაადასტურა, რომ აქსელ ვიტსელი გუნდს ტოვებს..

რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიელი ნახევარმცველი მინდორზე კი გამოჩნდა, თუმცა მხოლოდ შეცვლაზე, მეორე ტაიმში : “დიახ, ვიტსელმა გუნდს შეატყობინა, რომ წასვლა სურს.მართალია, იგი მალე დატოვებს პეტერბურგს, თუმცა მისი დონის ფეხბურთელი მოედანზე მჭირდებოდა და ამიტომ შევუშვი.”

სერიოზულ ინტერესს 27 წლის ნახევარმცველის მიმართ “იუვენტუსი”, “ევერტონი” და “ნაპოლი” იჩენენ.ბრიტანელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა თავად ფეხბურთელს ნისლიან ალბიონზე კარიერის გაგრძელება არ სურს.ვიტსელს პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული ჯუზეპე მაროტასთან აქვს და ელის, როდის გამონახავენ საერთო ენას ტურინელები რუსებთან.იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბებერი ქალბატონის ახალი შეთავაზება ასეთია, 20 მილიონი ევრო და დამატებით ორმილიონიანი ბონუსები.აღსანიშნავია, რომ საქმეში ბოლო დღეების მანძილზე “ნაპოლიც” ჩაერთო, თუმცა, როგორც სჩანს, კონკრეტული არაფერია.

წყარო : Tuttosport

5 thoughts on “ლუჩესკუმაც დაადასტურა : “ვიტსელს გუნდიდან წასვლა სურს”

    1. 25 fexburtelia sachiro bero gundshi da kide tavdasxmeli rat ginda eg ki ara zazac gasayidia adgili araa misi. Bufoni.audero.neto.bonuchi.barzali.kielini.benatia.marone.alveshi.lixshtaineri.evra.sandro.pogba.markizio.xedira. Asamoa.lemina.sturaro.pianichi dibala iguaini manjukichi piaca es 23 kacia da kide ori adgilia gundshi erti naxevarmcveli uechvelia sachiro esec 24. Ernaneshi. Pereira.zaza mandagora esec kide 4

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.