ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ვერატიზე ოცნებას განაგრძობს

პოლ პოგბას გუნდიდან წასვლის შემდეგ ტურინის “იუვენტუსი” მარკო ვერატიზე ეცდება იერიშის მიტანას, მაგრამ იტალიელის სამშობლოში დაბრუნება ურთულესი მისიაა..

ჯუზეპე მაროტა ფრანგი ნახევარმცველის 110 მილიონ ევროსა და დამატებით ბონუსებს მიიღებს, შესაბამისად, ტურინელებს სურთ აღებული თანხა მაღალი დონის შუახაზელში დააბანდონ.აქამდე აქსელ ვიტსელის, ბლეზ მატუიდისა და ნემანია მატიჩის სახელები ისმოდა, თუმცა როგორც სჩანს, ბიანკონერების მთავარი სამიზნე და ოცნება სწორედ “პესკარას” ყოფილი ლიდერია.როგორც იტალიური პრესა წერს, ფაბიო პარატიჩი უახლოეს დღეებში დაუკავშირდება მოთამაშის აგენტს, დონატო დი კამპლს და ვერატის თაობაზე ინფორმაციას გამოითხოვს.

ისე კი, ვერატის რომელიმე გუნდში ტრანსფერს ბუკმეიკერები თითქმის გამორიცხავენ, ფრანგები აპირებენ მარკოსთან უახლოეს პერიოდში გააფორმონ ახალი კონტრაქტი, მათ ახლახან გაისტუმრეს მადრიდის “რეალი” უარით 60 მილიონიან შემოთავაზებაზე, ტურინელთათვის კი საქმეს ისიც ართულებს, რომ მაროტა მხოლოდ 50 მილიონის დახარჯვას გეგმავს.

წყარო : Football Italia

6 thoughts on ““იუვენტუსი” ვერატიზე ოცნებას განაგრძობს

  1. ჩემი აზრით 50 ზე მეტი არ ღირს ვერატიში დახარჯვა . კი მაგარი იგროკია , მაგრამ ტრამვები ყოველთვის მაშინ აქვს როდესაც სტაფიონზე მნიშვნელოვანია . იგუაინის ტრამვა გახსოვთ ? სწორედ მაგიტომ ღირს 90 მილიონი . ვერავისთან ერთად კროოსი , რომ დაგვეთრია იქნებოდა ძალიან კარგი . მარცხნიდან ვერატი შუაში კროოსი მარჯვნიდან ხედირა . შემთტევების უკან პიანიჩი .

  2. გენიოსა გვყავს. ბრუცომ იგუს ტრანსფერიდან დარწმუნებული ვარ ატკატი აიღო, ჩათლახი ეგ

  3. ხო იგუაინში გადაიხადოს 90მლ და ამაში 50ზე მეტი არ დახარჯოს :).
    ესმის თემა და შეეცი თუ გინდა :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.