ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური პრესა | დე შილიოს “იუვენტუსში” თამაში სურს

 მატია დე შილიო “მილანიდან” წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს, ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.

ჩინელმა ინვესტორებმა ხელმძღვანელობას ტრანსფერებისთვის საკმაოდ მცირე თანხა გამოუყვეს, ამ თანხის გასაზრდელად კი ვინჩენცო მონტელამ არჩევანი უნდა გააკეთოს, გუნდიდან უნდა გაუშვას ან მატია დე შილიო, ან კარლოს ბაკა.უკანასკნელი ცნობების თანახმად, როსონერის მთავარმა მწვრთნელმა უპირატესობა კოლუმბიელ ფორვარდს მიანიჭა და გალიანის სწორედ მისი შენარჩუნება მოთხოვა.აქედან გამომდინარე, დამაკმაყოფილებელი შემოთავაზების შემთხვევაში დე შილიო გუნდს დატოვებს.

თუმცა, მისი მოთხოვნა ასეთია, მას ტურინის “იუვენტუსში” სურს ასპარეზობა.23 წლის ფლანგელი შესანიშნავად იცნობს ალეგრის და სხვათაშორის, თავად მაქსიც დიდ პატივს სცემს მატიას.ტუტოსპორტის მტკიცებით, დე შილიომ უკვე უარით გაისტუმრა “ნაპოლი” და “ლივერპული”, სკუადრა აძურას წევრს იმის იმედი აქვს, რომ მალე მას ბიანკონერების წარმომადგენელი დაუკავშირდება.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფოიერბახი
ფოიერბახი
8 years ago

მაროტას თუ ჭკუა აქვს და ნამდვილად ააქვს, მისცეს ის 10-15 მილიონი მილანს, დატოვოს იქვე და ისეთი პუნქტი ჩადოს, რომ როცა მოუნდება წამოიყვანს. მილანიც არ იქნება უარზე. ფული უნდათ და ფულს ვაძლევთ და ფეხბურთელიც არ მოგვყავს. ერთი წლის განმავლობაში 25 მილიონამდე თანხას გამოზოგავენ: 15 მილიონს ჩვენ მივცემთ და თან ამ პოზიციის მცველიზე წოწიალი არ მოუწევთ

Claudius Galenus
Claudius Galenus
8 years ago

ისე ამის მოსვლის შემთხვევაში,ვიღაც ვიღაცეებს მარჯვენა ფლანგზე პრობლემები შეექმნებათ

WOLFENSTEIN
Wolfenstein
8 years ago

Magrad mevaseba matia :forza:

jjj jjj
8 years ago

იყიდონ და ერთი წლით დატოვონ მილანში ან გაანათხოვრონ))) ევრა რომ წავა ეს დაგვჭირდება))) ახლა რო მოვიდეს ძალიან დაიჩაგრება რომელიმე

forza bianconeri
8 years ago

3 ფეხბურთელი 1 პოზიციაზე :lool: რა უაზრო ჭორია. ისე არაა ცუდი ფეხბურთელი დე შილიო

ჟორიკა
ჟორიკა
8 years ago

მაშინ ლიხშტაინერი მიდის ასე გამოდის. ერთად ის 2 და მატია სისულელეა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მარჯვნივაც შეულია თამაში და მარცხნივაც .. მილანში ძირითად მარცხნივ თამაშობს რადგან მარჯვნივ აბატე დგას

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კაი ბიჭია შრომისმოყვარე ბოლომდე იხარჯება მოედანზე კაი გამძლეობაც აქვს მოკლედ თუ მოიყვანენ სანდრო ამის ზამენა გახდება

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

მოდი ჩუვაკ მოდი :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დე შილიოზე ვიდეოს ვუყურე და ბავშობიდან იუვეს გულშემატკივარია :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ეს თუ ასეა უკვე კაია

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გვინდა რო

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ძალიან კარგი იქნება,იმედია მოიყვანენ :forza:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x