ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური პრესა | დე შილიოს “იუვენტუსში” თამაში სურს

 მატია დე შილიო “მილანიდან” წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს, ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.

ჩინელმა ინვესტორებმა ხელმძღვანელობას ტრანსფერებისთვის საკმაოდ მცირე თანხა გამოუყვეს, ამ თანხის გასაზრდელად კი ვინჩენცო მონტელამ არჩევანი უნდა გააკეთოს, გუნდიდან უნდა გაუშვას ან მატია დე შილიო, ან კარლოს ბაკა.უკანასკნელი ცნობების თანახმად, როსონერის მთავარმა მწვრთნელმა უპირატესობა კოლუმბიელ ფორვარდს მიანიჭა და გალიანის სწორედ მისი შენარჩუნება მოთხოვა.აქედან გამომდინარე, დამაკმაყოფილებელი შემოთავაზების შემთხვევაში დე შილიო გუნდს დატოვებს.

თუმცა, მისი მოთხოვნა ასეთია, მას ტურინის “იუვენტუსში” სურს ასპარეზობა.23 წლის ფლანგელი შესანიშნავად იცნობს ალეგრის და სხვათაშორის, თავად მაქსიც დიდ პატივს სცემს მატიას.ტუტოსპორტის მტკიცებით, დე შილიომ უკვე უარით გაისტუმრა “ნაპოლი” და “ლივერპული”, სკუადრა აძურას წევრს იმის იმედი აქვს, რომ მალე მას ბიანკონერების წარმომადგენელი დაუკავშირდება.

წყარო : Football Italia

13 thoughts on “იტალიური პრესა | დე შილიოს “იუვენტუსში” თამაში სურს

  1. მაროტას თუ ჭკუა აქვს და ნამდვილად ააქვს, მისცეს ის 10-15 მილიონი მილანს, დატოვოს იქვე და ისეთი პუნქტი ჩადოს, რომ როცა მოუნდება წამოიყვანს. მილანიც არ იქნება უარზე. ფული უნდათ და ფულს ვაძლევთ და ფეხბურთელიც არ მოგვყავს. ერთი წლის განმავლობაში 25 მილიონამდე თანხას გამოზოგავენ: 15 მილიონს ჩვენ მივცემთ და თან ამ პოზიციის მცველიზე წოწიალი არ მოუწევთ

  2. ისე ამის მოსვლის შემთხვევაში,ვიღაც ვიღაცეებს მარჯვენა ფლანგზე პრობლემები შეექმნებათ

  3. იყიდონ და ერთი წლით დატოვონ მილანში ან გაანათხოვრონ))) ევრა რომ წავა ეს დაგვჭირდება))) ახლა რო მოვიდეს ძალიან დაიჩაგრება რომელიმე

    1. მარჯვნივაც შეულია თამაში და მარცხნივაც .. მილანში ძირითად მარცხნივ თამაშობს რადგან მარჯვნივ აბატე დგას

  4. კაი ბიჭია შრომისმოყვარე ბოლომდე იხარჯება მოედანზე კაი გამძლეობაც აქვს მოკლედ თუ მოიყვანენ სანდრო ამის ზამენა გახდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.