ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრემიუმ სპორტი | პარატიჩი მატუიდის შეძენას ეცდება

პრემიუმ სპორტი ბლეზ მატუიდისთან დაკავშირებით უახლეს ცნობებს ავრცელებს..

იტალიური გამოცემის მტკიცებით, ფრანგი ნახევარმცველის მომავალი “პსჟ” – ში ბურუსითაა მოცული.უნაი ემერი მატუიდიზე მეტად ახალწვეულ კრიხოვიაკს ენდობა და არაა გამორიცხული, სასტარტო შემადგენლობის წევრი სწორედ პოლონელი გახდის.

აქედან გამომდინარე, ფაბიო პარატიჩი აქტიურდება და მუდმივ კონტაქტზე იმყოფება მინო რაიოლასთან, ეს უკანასკნელი სწორედ 29 წლის ნახევარმცველის პირადი აგენტია.რაიოლა პოგბას მანჩესტერში გაყიდვით სერიოზულ საკომისიოს იღებს და ახლა მზადაა, ბებერ ქალბატონში პოლის შემცვლელი მოიყვანოს.

ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონები მინიმუმ 35-40 მილიონის ფარგლებში აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა გალილეო ფერარისზე ჯერ ფიქრობენ, ღირს თუ არა ამდენის გადახდა თითქმის 30 წლის მოთამაშეში.შეგახსენებთ, რომ მატუიდი გასულ სეზონში ფრანგული გრანდის შეუცვლელი ფიგურა და ვიცე-კაპიტანი გახლდათ, იგი იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონატზეც.

წყარო : Tuttojuve

5 thoughts on “პრემიუმ სპორტი | პარატიჩი მატუიდის შეძენას ეცდება

  1. პსჟ – მანჩესტერ სიტის უყურეთ და აღარასდროს შეაქებთ ბლეს მატუიდის . ეგეთი ასამოაც გვყავს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.