დი მარციო ძაძაზე, დრაქსლერზე და ლუის გუსტავოზე საუბრობს
ჯანლუკა დი მარციო ტურინის “იუვენტუსთან” დაკავშირებით უახლეს ცნობებს ავრცელებს..
“ტურინელები ვინოვოზე თითქმის მთელი შემადგენლობით შეიკრიბნენ, ბაზაზე გამოცხადდნენ იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც.აღსანიშნავია, რომ უახლოეს საათებში ხელმძღვანელობა სიმონე ძაძასა და მის წარმომადგენლებს შეხვდება, სასაუბრო თემა კი მოთამაშის მომავალი იქნება.
ტურინელებს ვოლსბურგთან ტრანსფერის დეტალები შეთანხმებული აქვთ, თუმცა სიმონე იტალიაში დარჩენას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ ძაძა მგლების შემოთავაზებას დადებით პასუხს გაცემს, “იუვეს” ლუის გუსტავოს არენდით აყვანა გაუადვილდება.ბრაზილიელი საყრდენის გამოსასყიდი თანხა 32 მილიონი ევროა, თუმცა მაროტა ჯერ მხოლოდ იჯარას განიხილავს.
რაც შეეხება დრაქლერს, ვერ ვიტყვით, რომ ბებერი ქალბატონის ინტერესი იულიანის მიმართ სერიოზულია.უპირატესობა არსენალს აქვს, დიდი ხანია ლონდონელები დრაქსლერის შეძენას ცდილობენ და ახლა ამის რეალური შანსი გაჩნდა.მაროტამ შარშან ცდა არ დააკლო გერმანელის დასამატებლად, თუმცა თავად ფეხბურთელმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.”
დი მარციო მესაათესთან იყავი?
ბაზარში რომ აფერისტი გამყდველები დგანან ხოლმე, ზუსტად ეგ როჟაა ეს დიმარციო
წავიდეს მერე