ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუჩესკუ : “ვიტსელს პოგბას შეცვლა შეუძლია”

“ზენიტის” მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ აქსელ ვიტსელს აქებს და მას უმაღლესი დონის პროფესიონალს უწოდებს..

“კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ვიტსელს გუნდიდან წასვლა სურს.აქსელი მაღალი დონის პროფესიონალია და პრესასთან ამას ხშირად არ იმეორებს, მშვიდად ელის შემოთავაზებებს.წლების წინ მეც ფეხბურთელი ვიყავი და მისი მდგომარეობა ნამდვილად მესმის.თუ მივიღებთ ოფერს, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც ჩვენს, ისე მოთამაშის მოთხოვნებს, ტრანსფერს წინ ვერაფერი დაუდგება.იუვენტუსისთვის უმჯობესია ახლავე გაიფორმოს მოთამაშე, ვიდრე მომავალ წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით, წინასწარ საქმის მოგვარება ყოველთვის კარგი გამოსავალია.”

“რაც შეეხება სათამაშო მახასიათებლებს, ვიტსელი მართლაც გამორჩეულია.მას ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, სიღრმიდან, როგორც კლაუდიო მარკიზიო, საყრდენების წინ და ასე შემდეგ.ორივე ფეხს იდეალურად ხმარობს და ტექნიკურიცაა.მთელი თამაშის განმავლობაში მოძრაობს, არ ჩერდება, ეხმარება მცველებსაც და წინახაზელებსაც.პოგბა ? – განსხვავება მხოლოდ ასაკშია, არ დაგავიწყდეთ, ევროპის ჩემპიონატზე პოგბას ადაპტაციის გავლა დიდ ტურნირზე გაუჭირდა, ვიტსელი კი მშვენივრად გამოიყურებოდა.”

წყარო : Football Italia

7 thoughts on “ლუჩესკუ : “ვიტსელს პოგბას შეცვლა შეუძლია”

  1. ))))) ამას გაყიდვა უფრო ნდომებია ვიდრე შენარჩუნება)) პირველად წავიკითხე ესეთი რაღაც ტრენერი ამბობდეს ჯობია წელსვე იყიდონო)))) რა იყო იუვეს გულშემატკივარია?))) :lool: :lool: :lool:

  2. პრომობიჭუნასავით გველაპარაკება. უნდა მოგვყიდოს პროდუქტი =დ
    კარგი ნახევარმცველია და გააძლიერებს იუვეს, მაგრამ პოგბა ორი ვიტსელის საქმეს აკეთებს და მონაცემების მხრივ სრულყოფილია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.