ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი : “ჩვენი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა, ანდრეა ბარძალიმ სკაი სპორტთან ინტერვიუში მისი კლუბის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა..

“მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი მაღალი დონის ფეხბურთელებით გაძლიერდა, სეზონი დაიწყება და ვიტყვით, ვიქნებით თუ არა ისეთივე ძლიერები, როგორიც ბოლო წლებში.ჩვენი მთავარი მიზანი მუდამ იტალიის ჩემპიონობაა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრს ვიწყებთ, ვცდილობთ რაც შეიძლება შორს გავიდეთ.

რაც შეეხება დაცვას, მედჰისა და დანის ტრანსფერებით გამოცდილებასთან ერთად ხარისხიც ავამაღლეთ, ალვეშს ფაქტობრივად, ყველაფერი მოგებული აქვს რისი მოგებაც საკლუბო დონეზე შესაძლებელია, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დონის ფიგურა დავიმატეთ.”

35 წლის ასაკშიც კი ანდრეას ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას ჯამპიერო ვენტურა თხოვს :

“საინტერესო და თბილი საუბარი გვქონდა, პოზიტიურად ვარ განწყობილი.ვენტურა ფეხბურთში გამოცდილი სპეციალისტია, მან მომხიბლა მისი საუბრით, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებ.თუ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიქნები, ნაკრებში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ, შემდეგ მწვრთნელი აირჩევს, შევძლებ თუ არა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მოვიგებთ წელს აუცილებლად

Soni
Soni
8 years ago

Wels tu ver moige(maqsimum shemdegwels) dajeqi da iocnebe mere

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  Soni

:lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x