ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaCalcio | Gazzetta:”ყველასათვის მოულოდნელად მილანის შეძენა ახალმა კომპანიამ მოინდომა”

უცნაური ვითარებაა შექმნილი მილანის თავს:

უკვე ერთი წელია კლუბი იყიდება და ვერ გაიყიდა.. როგორც იცით სონი ვუ, რომელიც ჩინურ მხარეს წარმოადგენს ამერიკელ ბროკერთან – სალ გალატიოტთან ერთად მილანის საბოლოო შესყიდვასთან ახლოს არიან.. თუმცა მოლაპარაკებები რიგი მიზეზების გამო გაიწელა.. კლუბი ამასობაში სატრანსფერო ბაზარზე ფაქტიურად პარალიზებულია.. აზიელები არ აპირებენ არცერთი ევროს გაღებას, მანამ სანამ საბუთები საბოლოოდ არ გაფორმდება..

დღეს კი ბაზარზე ახალი მოთამაშე ჩნდება, რომელიც მზადაა ყველასათვის მოულოდნელად დაწინაურდეს მილანის თემაზე.. საუბარი ეხება შანხაიში მდებარე გაერთიანება Fosun-ს, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს პოპულარულ საფეხბურთო აგენტ ჟორჟე მენდეშთან..

ამ ისტორიაში მილანელთათვის ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ თუ პორტუგალიელი აგენტის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს წარმატებით გამართავენ, მზად არიან ინვესტიციები დაუყონებლივ განახორციელონ და მილანის გაძლიერება უზრუნველყონ..

თავის მხრივ სონი ვუ-ს გარკვეული უპირატესობა გააჩნდა მილანის საბოლოოდ შეძენათან დაკავშირებით, მაგრამ კულუარული ცნობების თანახმად, მათ ექსკლუზიურ უფლებას ძალა ივლისის ბოლოს გაუვიდა..

დრო იწელება, ხოლო კლუბის გარშემო შექმნილი სიტუაცია სულ უფრო და უფრო ბურუსით მოცული ხდება.. მილანს პროექტი დაუყონებლივ ესაჭიროება, რადგან ახლა ფაქტიურად არავინ იცის როგორ განვითარდება როსონერის ამბები.

7 thoughts on “#ForzaCalcio | Gazzetta:”ყველასათვის მოულოდნელად მილანის შეძენა ახალმა კომპანიამ მოინდომა”

  1. ჯობია მოიხოდონ უკვე დავიტანჯე საცოდაობაა რა და ვაბშე ს ბერლუსკონი მოკლან რაა:დ :forza:

    1. ზოგადად არ მოუხტება სერა ას თორე სიამოვნებით ვნახავდით მილანს ჩაძირულს

      1. მაგრად მკიდია მილანი. ადრე ასე არ მეზიზღებოდა მარა მაგათმა ფანებმა შემაზიზღეს :chuvak: სერია ბში რომ გადავარდნენ მაგრად გამიხარდება :yeah:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.