#ForzaCalcio | Fosun და მენდეში მილანის შესაძენად ქმედით ნაბიჯებს დგამენ
ForzaJuve.Ge განაგრძობს აქტიურ რეჟიმში მილანის გარშემო არსებული ვითარების მიმოხილვას:
გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, მილანის ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენის შესახე ჭორი არ ყოფილა..
პოპულარული საფეხბურთო აგენტით ჟორჟე მენდეშით წარმოდგენილი ჩინური კომპანია Fosun, რომელსაც თავის მხრივ სათავეში მილიარდეი Guo Guangchang-ი უდგას, საქმეს სერიოზულად ეკიდება..
საგულისხმოა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მილანის შეძენასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაისში მიმდინარეობდა.. მაგრამ მაშინ იგი უეცრად შეწყდა, რადგან სონი ვუს როსონერისთან მიმართებაში ექსკლუზიური უფლება გააჩნდა.. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, იგი გაიწელა და აზიელებმა უფლება ივლისის მიწურულს დაკარგეს.. შესაძლოა ეს ბერლუსკონის გეგმაც კი იყო, რადგან:
Fosun მზადაა 740 მილიონი ევრო გადაიხადოს მილანის სანაცვლოდ, ხოლო სილვიო გუნდის საპატიო პრეზიდენტად დატოვოს.. ხოლო გალიანის არსებული პოსტი შეუნარჩუნოს.. თუმცა, მენდეშს სპორტული დირექტორის პოზიციაზე ერთ-ერთი საკუთარი კადრის მოყვანა ჰყავს გადაწყვეტილი..
მოლაპარაკებები ვითარდება და ჩვენ ძალიან მალე შევიტყობთ ბოლოს და ბოლოს რა ბედი ეწევა იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბს.
კარგია, დროა მილანი წამოდგეს ფეხზე და ისევ დაიქუხოს ევროპაში, ჩვენც ერთი-ორი ლიგის თასით მალე შევახურებთ ევრო-არენას

მენდესი ბევრად სერიოზული კანდიდატურაა ვიდრე ის ჩინელები, სწორი ქნა ბერლუსკონიმ იმათ რომ არ მიყიდა მილანი. საკმაოდ სერიოზული ფეხბურთელების აგენტია მენდესი რაც მილანში ფეხბურთელების მოყვანას გაადვილებს
მენდეში სერიოზული ვინმეა რაიოლაზე ბევრად თან ეშველოს იქნება და მილანს რამე