ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “პოგბა ამ მომენტისთვის იუვენტუსის ფეხბურთელია”

“ვესტ ჰემთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ვინოვოს მედია ცენტრში ჟურნალისტებს შეხვდა..

 “დანი ალვეშთან და შტეფან ლიხტშტაინერთან ერთად ჩვენი გუნდი კიდევ უფრო ძლიერია, მათ შეუძლიათ როგორც ოთხ, ისე სამმცველიან ტაქტიკაში ასპარეზობა.რაც შეეხება პიანიჩს, მირალემს გამოვიყენებ მცველების წინაც და ფორვარდების უკანაც, ისეთი სტილის ფეხბურთელია, მუდამ მოვლენების ეპიცენტრში უნდა იყოს.პიაცა ახალგაზრდა და უნიჭიერესი ფიგურაა, ტრეკუარტისტად ან ვინგერად შეუძლია ასპარეზობა.ბენატიას კარგად იცნობთ, იგი იტალიის ჩემპიონატში ნაცნობი ფიგურაა.რაც შეეხება იგუაინს, მასზე კარგის მეტი არაფრის თქმა შემიძლია, გასული წლის საუკეთესო ბომბარდირი, მანჯუკიჩთან, ძაძასთან და პიაცასთან ერთად ძლიერი წინახაზი გვყავს.”

“ხვალ ოთხი მცველით ვითამაშებთ, შემიძლია შემადგენლობაც გაგიმხილოთ : ბუფონი, ალვეში, ბენატია, რუგანი, ალექს სანდრო, ლემინა, ასამოა, პიანიჩი, პერეირა, დიბალა, მანჯუკიჩი.მეორე ტაიმში ნეტო ითამაშებს.”

“პოგბა ? – ჟოზე მაურინიომ მასზე არ ისაუბრა, რადგან იუვენტუსის ფეხბურთელია, პოლს ხვალ საღამოს ტურინში და ორშაბათიდან ვინოვოს ბაზაზე ველით.მის ჩანაცვლებაზე ამ მომენტისთვის არ ვსაუბრობთ, პოგბა იუვეს ფეხბურთელია.”

“ხვალინდელი მატჩი ? – ვესტ ჰემი ფიზიკურად ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაშია, ისინი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობდნენ.ყველა ფეხბურთელი მზადაა, შტეფან ლიხტშტაინერს აწუხებს მხოლოდ მცირე დაზიანება.ზოგიერთი ფეხბურთელი მხოლოდ 10 დღეა ვარჯიშობს, უმეტესი მათგანი კი ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ნელ-ნელა უნდა მოვუმატოთ და გავაუმჯობესოთ თითოეული დეტალი.სამომავლო მიზნები ? – არ მოვიტყუებ თავს და არ ვიტყვი, რომ სკუდეტო ჯიბეში გვაქვს, ან ჩემპიონთა ლიგის ფინალში აუცილებლად გავდივართ, ყველა იუვეს ჰეგემონიის დამხობას ცდილობს და ამაში ხელი უნდა შევუშალოთ.”

“იგუაინი ? – ხვალ გონსალოს იხილავთ, რამდენიმე წუთით მაინც.იუვენტუსმა სატრანსფერო კუთხით საოცრად იმუშავა, გუნდში მოვიდა ხუთი ახალი ფეხბურთელი.მათ მალე უნდა გაიარონ ადაპტაცია და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები გახდნენ, გასული სეზონივით პირველი ათი თამაში არ უნდა ჩავაგდოთ, ამას არავინ გვაპატიებს.არ დაგავიწყდეთ, სუპერკოპასთვის მატჩიც სათამაშოა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

იოოო მედ მაქს :love:

მგელ პიერო
მგელ პიერო
8 years ago

ისე ვატყობ შვაინშტაიგერი შეგვრჩება ხელში ბოლოს

8 years ago

შვაინი შეგვთავაზა მანჩესტერმა და უარი ვუთხარით.

VIKING
VIKING
8 years ago

ალეგრიმ სწორად ილაპარაკა,სხვანაირად ვერც იტყოდა,მითუმეტეს ჯერჯერობით პოგბა იუვეს ფეხბურთელია.თუმცა მე არ მჯერა რო დარჩება,ყველა ორაზროვნად ლაპარაკობს,თან მის შემცვლელზე აქტიურად მუშაობენ.ადიდასის შოუ კი თამაში იყო,რომელიც გულშემატკივართა აგრესიის ჩახშობას ემსახურებოდა…

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

paqtiurad veraferi tqva pogbaze…
eg xo chvenc vicit am momentistvis vin visi fexburtelia
vemshvidobebit pols samwuxarod

Lasha
Lasha
8 years ago

Tviton pogbas xo pirveloba unda xoda sanam saqmitac daamtkicebs manamde pulit iqneba kvela drois sauketeso.

სვანჩიკა
სვანჩიკა
8 years ago

აი პოგბა რომც წავიდეს და იმ სასტავს რაც დღესაა დაემატოს მატუიდი-ვიტცელი ან დრაქსლერი-ვიტცელი,იმენნა მგელი სასტავია,გამოვიდეს ლუბოი იუვეს წინააღმდეგ,გუნდი წელს იმაზე მეტი ძლიერი იქნება ვიდრე შარშან,აბსოლუტურად უმტკივნეულოდ გადაიტანს იუვე თვით პოგბას წასვლასაც კი,პლიუს არ დაგვავიწყდეს ალეგრი უბრწყინვალესი ტრენერი……………ლიგა უნდა დავდოთ წელს უეჭველი

სვანჩიკა
სვანჩიკა
8 years ago

აი პოგბა რომც წავიდეს და იმ სასტავს რაც დღესაა დაემატოს მატუიდი-ვიტცელი ან დრაქსლერი-ვიტცელი,იმენნა მგელი სასტავია,გამოვიდეს ლუბოი იუვეს წინააღმდეგ,გუნდი წელს იმაზე მეტი ძლიერი იქნება ვიდრე შარშან,აბსოლუტურად უმტკივნეულოდ გადაიტანს იუვე თვით პოგბას წასვლასაც კი,პლიუს არ დაგვავიწყდეს ალეგრი უბრწყინვალესი ტრენერი……………ლიგა უნდა დავდოთ წელს უეჭველი

სვანჩიკა
სვანჩიკა
8 years ago

აი პოგბა რომც წავიდეს და იმ სასტავს რაც დღესაა დაემატოს მატუიდი-ვიტცელი ან დრაქსლერი-ვიტცელი,იმენნა მგელი სასტავია,გამოვიდეს ლუბოი იუვეს წინააღმდეგ,გუნდი წელს იმაზე მეტი ძლიერი იქნება ვიდრე შარშან,აბსოლუტურად უმტკივნეულოდ გადაიტანს იუვე თვით პოგბას წასვლასაც კი,პლიუს არ დაგვავიწყდეს ალეგრი უბრწყინვალესი ტრენერი……………ლიგა უნდა დავდოთ წელს უეჭველი…………. :juventus:

Lasha
Lasha
8 years ago

Mcvrtnelma xo unda icodes misi pexburteli midis tu ara. An unda tu ara casvla. Amden damalobanas tqvan erti da simartle nagdi. Morataze xo laparakobda darchio. Pogbaze amasac ar laparakobs. Chemi azrit pigba gadadis 100% tkvila vickvitavt nervebs. An pogba tu damrchenia amden xans itkoda rames

8 years ago

დასტოინი ხარ ალეგრი! რა არ მოგწონთ? ძალიან სწორი პასუხი გასცა.

სვანჩიკა
სვანჩიკა
8 years ago

ძალიან მოკრძალებული კომენტარი პოგბაზე,ჩანს აშკარად რომ შეიძლება წავიდეს,არ ამბობს დაკონკრეტებით ალეგრი,რომ პოგბა დარჩება,უბრალოდ თქვა იუვეს ფეღბურთელიაო,სავარაუდოდ მიდის მოლაპარაკება,მაგრამ მიდის ფულზე კაჩავი რამდენი უნდა გადაიხადონ ჩემის აზრით,ეგებ ვცებით მაგრამ რეალობა………….

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მიდი ალეგრი მჯერა ჰენი და თუ პოლი მართლა რჩება ამას რა ჯობია

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x