ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” “ვესტ ჰემთან” მატჩისთვის ემზადება

თბილისის დროით 16:00 სთ-ზე ტურინის “იუვენტუსი” ლონდონში ადგილობრივ “ვესტ ჰემს” ახალ სტადიონზე დაუპირისპირდება..

მასიმილიანო ალეგრიმ გუშინდელ პრესს-კონფერენციაზე დააანონსა ის შემადგენლობა, რომელიც პირველივე წუთიდან ითამაშებს მოედანზე.ახალწვეულებიდან ძირითად შემადგენლობაში იქნებიან მეჰდი ბენატია, მირალემ პიანიჩი და დანი ალვეში, დღეს ამ უკანასკნელის დებიუტი შედგება შავ-თეთრი მაისურით.

კარს ჯიჯი ბუფონი დაიცავს, მის წინ ოთხი მცველი, ალვეში, ბენატია, რუგანი და ალექს სანდრო, საყრდენი ნახევარმცველი მარიო ლემინა, ცენტრში მირალემ პიანიჩი და კვადვო ასამოა, წინ პაულო დიბალა და მარიო მანჯუკიჩი, მათ უკან კი ტრეკუარტისტად რობერტო პერეირა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში შედგება გონსალო იგუაინისა და მარკო პიაცას დებიუტი.

წყარო : Tuttojuve

7 thoughts on ““იუვენტუსი” “ვესტ ჰემთან” მატჩისთვის ემზადება

  1. პიაცას ნახვა უნდა ყველას საქმეში. გონსალო და ალვეში ვიცით უკვე რასაც წარმოადგენენ და თუ დღეს ვერ ითამაშეს ეგ არაფერს ნიშნავს. აი პიაცა კი იმიტომ მინდა ვნახო რომ არ მინახავს მისი თამაში ისე რომ მას დავკვირებოდი

  2. ოეეე კარგიაააა… ერთი სული მაქ თამაშს ვუყუროო…. ახალწვეულები მაინტერესებს ძალიან, განსაკუთრებით პიაცა :forza:

  3. მოუთმენლად ველოდები)) ფაქტიურად პირველი თამაშია ძირითადი,თან ახალი შემადგენლობით :forza: :forza:

  4. მაგარია აბა ბიჭებო მაგრად ითამაჰეთ მოგება დღეს აუცილებელი არაა მარა თუ მოიგებეთ მაინც კარგია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.