ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა:”გონსალო უმაღლესი დონის შემსრულებელია”

პაულო დიბალამ გონსალო იგუაინის თაობაზე ისაუბრა:

“როდესაც გონსალოს სატრანსფერო საგის შესახებ შევიტყვე, პირველი რაც მოვიქმომედე, იყო დაკავშირება თავად პიპიტასთან.. მოკლე ტექსტური შეტყობინება გავუზგზავნე და ინფორმაციის დადასტურება ვთხოვე.. მან მიპასუხა, რომ კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ჩვენთან გადმობარგება მართლაც ძალიან სურდა.. როდესაც ტრანსფერი დადასტურდა ჩემზე ბედნიერი არავინ იყო!

იგი ბომბარდირია.. ნამდვილი მკვლელი, რომელმაც გასულ სეზონში 36 ბურთის გატანა მოახერხა. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით გონსალოს მიზნის მიღწევაში და თავის მხრივ ისიც დაგვეხმარება ჩემპიონობის შენარჩუნებაში.

თუმცა, ეს ადვილი არ იქნება, რადგან იუვენტუსში კონკურენცია ყოველთვის საგრძნობია. მანჯუკიჩი ბრწყინვალე კონდიციებში იმყოფება და მარიო ამას ყოველდღიურად ამტკიცებს.

სტანდარტული სიტუაციები? ბევრს ვმუშაობთ ამ მხრივ.. მე, პიანიჩი, გონსალო, რობერტო.. ამ მხრივ გადავინაწილებთ პასუხისმგებლობას, თუმცა საგულისხმოა სტანდარტულები 90 წუთის მანძილზე ბევრი არ ინიშნება.

ალვეში? მასსზე მისი ასპარეზობა მეტყველებს.. საკმარისია დააკვირდეთ და მიხვდებით რაოდენ ტექნიკური მოთამაშეა.. როდესაც გუნდში პიანიჩი და ალვეში გყავს, თავისუფალი სივრცის პოვნას ადვილი ხდება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
8 years ago

პიანიჩი და დანი ალვესი არიან ფეხბურთელები რომლებსაც გრეძელი პასების გაკეთება შრუძლიათ უნიკალურ დონეზე ხანდახან ბონუჩიც რა პასებს აძრობს ხოლმე ცენტრალური მცველი :up: არ ვიცი ლიხტას და დანის როგორ მოათავსებს ორივეს ერთად სასტავში ალეგრი. 4 4 2-ში კი ჩაჯდება ორივე თავისუფლად მარა არის სხვა პრობლემა მერე ზამენიდან ვინ შემოვა :vaime: ალბათ ერთ ერთს არ აცდება სკამი.

bero-juve10
bero-juve10
8 years ago

სწორედ ამ დროს იყო პოგბა საჭირო რომ ლიგაზე ჩვენი სიტყვა გვეთქვა და როგორ დაგვაღალატა მაგრამ რას ვიზავთ წინ გრძელი და მომქანცველი სეზონი გველის და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იგუს გააგებიი დაიკლოს

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x