ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ბონუჩის ახალ კონტრაქტს უმზადებს

ტურინის “იუვენტუსი” ლეონარდო ბონუჩის გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას უმზადებს..

მანჩესტერ “სიტის” მიერ გამოჩენილი სერიოზული ინტერესის შემდეგ ბიანკონერები ლიდერის შენარჩუნებას ცდილობენ და მზად არიან, ცენტრალურ მცველს ახალი კონტრაქტი გაუფორმონ.ბონუჩი ამჟამინდელი ხელშეკრულების ძალით 3,5 მილიონ ევროს იღებს, სულ მალე კი ეს თანხა 5 მილიონ ევრომდე გაიზრდება, ამას კი ბონუსების სახით დაემატება გარკვეული პროცენტი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში.

იტალიური პრესა არ წერს, თუ რომელ წლამდე გახანგრძლივდება კონტრაქტი, მაგრამ მათივე ინფორმაციით, ამ დეტალზე მხარეები მარტივად გამონახავენ საერთო ენას.

შეგახსენებთ, რომ ქალაქელებს ლეონარდომ უარი 8,5 მილიონ ევროზე უთხრა.

წყარო : Football Italia

9 thoughts on ““იუვენტუსი” ბონუჩის ახალ კონტრაქტს უმზადებს

  1. ნელ ნელა გუნდი ზრდის სახელპასოს ალბათ 4,5 დან დაიწყებენ ზირითAდის ხალხის ხელპასებს და ნელ ნელა მოვუმატებტ

  2. ძალიან კარგია ბონუჩი, კიელინი, მარკიზიო ამათ მინიმუმ 2022 წლამდე უნდა გაუხანგრძლივონ და თითეულს უნდა 5-5 ლიმონი მისცენ რადგან სამივე იუვეს გული და სული არიან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.