ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ერნანეში შესაძლოა “ლაციოში” დაბრუნდეს

ანდერსონ ერნანეში შესაძლოა “ლაციოში” დაბრუნდეს..

მედიასეტ პრემიუმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომაელებმა შესაძლოა ყოფილი ნახევარმცველის დაბრუნება გადაწყვიტონ.ბიანკოჩელესტი გამთამაშებლის ძიებაშია და კლუბისთვის კარგად ნაცნობი ერნანეში ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ იქნება, მით უმეტეს, ჯუზეპე მაროტა მაქსიმალურად ცდილობს მის გასხვისებას.რამდენიმე კვირის წინ 31 წლის შუახაზელმა ჩინური შემოთავაზებები დაბლოკა, მას ევროპაში დარჩენა და მაღალ დონეზე ასპარეზობა სურს.არაა გამორიცხული, დედაქალაქელებმა ტურინელთა მეთერთმეტე ნომერი არენდის წესით აიყვანონ სეზონის ბოლოს გამოსყიდვის პერსპექტივით.

შეგახსენებთ, რომ ბიანკონერებმა გასულ ზაფხულს ანდერსონის სანაცვლოდ მილანის “ინტერს” 13 მილიონი ევრო გადაუხადეს.

წყარო : Football Italia

8 thoughts on “ერნანეში შესაძლოა “ლაციოში” დაბრუნდეს

  1. არ გაამართლა.. შეიძლება არ არის ცუდი ფეხბურთელი მაგრამ იუვენტუსში თავისი შესაძლებლობების 50 პროცენტზეც ვერ გავიდა

    ასე რომ ტყუილა აწვალო ფეხბურთელი და პლიუს მილიონები უხადო არაფრის გამო ნაღდად გაუმართლებელია

  2. ტიპი არის პლეიმეიკერი, ამას რეჯისტაზე თამაში არ შეუძლია და რატო შე……..ს ვერ ვხვდები, ვერ ჯდება ჩვენს 3-5-2 ში, 4-3-1-2 არის ამისთვის იდეალური და ამის გამო წყობას ვერ გადააწყობენ ნამდვილად, ერთადერთი ნორმალური თამაში ბავარიასთან გამოუვიდა და ისიც იმ პონტში რომ შესატევი გვქონდა და დაცვაში თამაში არ მოუწევდა, რამდენიც ბოლო კაცად (ბურთის ამომტანად – რეჯისტად) დააყენეს იმდენჯერ ყლაპა 1-2 მინიმუმ და გოლებიც კი გავუშვით ამის დაკარგვების გამო … მოკლედ რომ ვთქვა და ბევრი აღარ გავაგრძელო არაა ცუდი იგროკი პროსტა სათანადოდ ვერ ვიყენებთ გარკვეული მიზეზების გამო და 30 წლის კაცის გადაკეთება კიდე თითქმის წარმოუდგენელია …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.