ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიაცა : “ტურინში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვარ”

დღეს მარკო პიაცას პრეზენტაცია გაიმართა..

“იუვენტუსი ავირჩიე იმიტომ, რომ ეს უმაღლესი დონის გრანდია დიდი ისტორიით, პროგრესს აუცილებლად განვიცდი, ტიტულების მოგება მსურს.ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა უდიდესი შანსია, შეუძლებელია რომელიმე ფეხბურთელმა უარი უთხრას ბებერ ქალბატონს.ზაგრებში მარცხენა ვინგერის პოზიციაზე ვთამაშობდი, რამდენიმე წლის წინ კი ცენტრალურ ნახევარმცველადაც შემეძლო ასპარეზობა.ვფიქრობ, ალეგრიმ უნდა გადაწყვიტოს რა დავალებას მომცემს, მე მზად ვარ.გუნდში თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რა ფუნქცია აქვს, მეც მინდა კლუბის ნაწილი გავხდე.”

პიაცა ყველაზე ძვირადღირებული ხორვატი ფეხბურთელია : “დიახ, ჩემს სანაცვლოდ იუვემ საკმაო თანხა გადაიხადა, ვეცდები მაქსიმალურად გავამართლო დამყარებული იმედები.”

“მიზანი ? – უპირველეს ყოვლისა, სკუდეტო, ეს მთავარი მიზანია.რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, გვინდა რაც შეიძლება შორს გავიდეთ.ჩემს მიმართ ინტერესს არაერთი იტალიური გუნდი იჩენდა, თუმცა არჩევანი იუვეზე შევაჩერე და ამას არცერთი წამით არ ვნანობ.მანჯუკიჩი ? – ტურინულ გრანდზე საუბარი მარიოსთან მქონდა, მან ბევრი მიამბო.არჩევანის გაკეთებაში გამოცდილმა ფორვარდმა მნიშვნელოვანი რჩევები მომცა, როცა გუნდში შენი თანამემამულე გყავს, ადაპტაცია გაცილებით მარტივია.”

“ვინგერად თამაში მომწონს, შემიძლია შემტევ ნახევარმცველად ასპარეზობაც, თუმცა მთავარი მიზანია გუნდს დავეხმარო, გოლები გავიტანო და გუნდელებს გავატანინო.იტალიურს ვსწავლობ, აქ მხოლოდ ათი დღეა რაც ვარ, ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ენა კარგ დონეზე მეცოდინება.”

წყარო : Football Italia

8 thoughts on “პიაცა : “ტურინში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვარ”

  1. შეიძლება უთხრა უარი ბებერ ქალბატონს უნამუსო ზანგმა)) აი პროსტა სანამ პოგბა ფეხბურთს ითამაშებს, მანამდე არ ეღირსოს მანჩესტერს ლიგის მოგება რაა. და ტელევიზორით უყუროს იუვეს აწეულ ლიგის თასს! უმადური მოღალატე!

  2. დროა ლიგა მოვიგოთ თორე ვიდალივით ზოგ ზოგიერთს მობეზრდება და წავა სხვა გუნდში.ნუ არტურა რამდენად შეძლებს იქ მოგებას არ ვიცი :lool: მარა ფაქტია რო ბაიერნა ფული თავზე საყრელად აქ ტრანსფერებსაც ბევრად უფრო ადვილად დებს ასეა ეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.