ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პროექტი, ინვესტიცია, ვაკანსია და ენთუზიაზმი..

უახლოეს პერიოდში ვაპირებთ საფეხბურთო საიტის გახსნას, რომელიც იქნება მეტ-ნაკლებად ინოვაციური ამ სეგმენტში. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ოთხ მთავარ ევროპულ ჩემპიონატზე..


ჩემი სურვილია, რომ საქმე გაკეთდეს უშუალოდ ოფისში, რომელიც შერჩეული გვაქვს.. მოვაწყობთ შესაბამისი ინფრასტურქტურით..

ჩვენ გვჭირდება 2-3 ადამიანი, რომლებიც სათითადო ჩაიბარებენ იტალია-გერმანია-ინგლის-ესპანეთის ჩემპიონატებს.. ბუნებრივია ევროპა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა შევა ამ კონტიგენტში და გადანაწილდება საქმე.

სასურველ მოთხოვნებში შედის:

გამართული წერა
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
გამართულად საუბარი (ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან თითოეული ადამიანი ვინც ჩვენს ჯგუფში მოხვდება, იქნება მომხმარებლის მხრიდან ყურადღების ცენტრში საიტზე არსებული სხვადასხვა კონტენტის დახმარებით)

პ.ს. ამ იდეის განხორციელება მსურდა დიდი ხნის მანძილზე და გადავწყვიტე უახლოეს პერიოდში რეალობად ვაქციო. ბიუჯეტი დიდი არ არის და რეალურად, რომ ვთქვათ ძალიან მწირია. იგი ძირითადათ მოხმარდება ოფისში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. თუმცა, პროექტი რომელიც არსებობს უახლოეს პერიოდში გამოიღებს სასურველ შედეგს, რადგან მსგავსი სტილით საქართველოში ჯერჯერობით არავის უმუშავია.

ForzaJuve.Ge კარგად იცით, რომ უკვე 7 წელია აქტიურად მუშაობს და შევეცდებით სხვადასხვა პრობლემების გამო, რომელიც რა თქმა უნდა არსებობს ასევე გაგრძელდეს, მაგრამ პირდაპირ რომ ვთქვათ თუ უახლოეს პერიოდში არ გაჩნდება შესაფერისი ფინანსური რესურსი, მაშინ..

შედეგად ეს პროექტი, რომელიც დაიგეგმა იქნება საკმაოდ მრავლისმომცველი და მასშტაბური ქართულ საფეხბურთო სეგმენტში. თქვენ იცით, როგორ მუშაობდა იუვენტუსის საიტი და მერწმუნეთ კიდევ უფრო ინოვაციური იქნება როდესაც თემა მთელს საფეხბურთო სპექტრს მოიცავს. თუმცა, ამისთვის ადამიანური რესურსი, ფინანსები და ენთუზიაზმია  საჭირო.. მე პირადად თუ გამოჩნდება ასეთი გუნდი მზად ვარ ორიენტირი უშუალოდ ამ საქმეზე გავაკეთო და არსებულ სამსახურს ჩამოვშორდე კიდევაც, რადგან კონცენტრირება და დრო პროექტს დავუთმო.

ამ ეტაპზე არსებული სახსრებით, რომელიც გამაჩნია მოხმარდება ოფისის მოწყობას, ინფრასტრუქტურას და სამუშაო პირობებისთვის ბოლომდე მიყვანას. ეს იქნება ინტერნეტ გამომცემლობა.. ყველაზე სწრაფი, საინტერესო და ზუსტი.. არ იქნება ზედმეტი ბლა-ბლა-ბლა.. იქნება მარტივი და რაც მთავარია სწრაფი..

 

პროექტში მონაწილე მსურველები დაგვიკავშირდით მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: forzajuve.ge@gmail.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

46 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დავით წარმატებები მაგარი კაცი ხარ სიამოვნებით ვიმუჰავებდი თქვენთან ერთად მარა ბათუმელი ვარ და უკან მიწევს დაბრუნება ოჯახით ვბრუნდები და ერთი სურვილი მექნება როგორც ეს საიტია სუპრი ისითი იყოს თქვენი ახალი საიტი დიდი მადლობა რასაც აკეთებთ და აწინ კიდე რასაც გააკეთებთ მადლობა თქვენ მე ვცოხრობ ფეხბურთით იუვეს სიყვარულით და თქვენი მაგარი საიტებით გაიხარეთ ყველამ ერთად

8 years ago

წარმატებები, კარგს საქმეს აკეთებთ. :forza:

juventino ika
juventino ika
8 years ago

Davit daacloebit Ra tanxa gchirdeba?

იუვენტინო
იუვენტინო
8 years ago

წარმატებები !!!

| Newsphere by AF themes.
46
0
Would love your thoughts, please comment.x