ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სკაი | ძაძა “ვოლსბურგს” უახლოვდება, ბროზოვიჩი “ინტერიდან” მიდის

სიმონე ძაძას ტურინული კარიერა დასასრულს უახლოვდება, მარსელო ბროზოვიჩი “ინტერიდან” მიდის, ამ და სხვა ამბების შესახებ ინფორმაციას სკაი სპორტი ავრცელებს..

იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდს “ვოლსბურგთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და სულ მალე ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.ბიანკონერები 23 მილიონ ევროსა და ორ მილიონიან ბონუსს მიიღებენ მოთამაშის სანაცვლოდ, თავად ძაძა კი მგლებთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ტურინელთა ერთ-ერთი სამიზნე მარსელო ბროზოვიჩია, რომლის წასვლაც “ინტერიდან” თითქმის გადაწყვეტილია.ხორვატმა ნახევარმცველმა ნერიაძურის კონტრაქტია გახანგრძლივებაზე უარი განუცხადა და მზადაა, სხვა ვარიანტები განიხილოს.მაროტა აქტიურ კავშირში იმყოფება ფეხბურთელის აგენტთან და მოთამაშის სურვილიდან გამომდინარე ეცდება, ტრანსფერი იაფად მოაგვაროს.მართალია, მილანელები ბროზოვიჩის სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვენ, თუმცა ბიანკონერები მხოლოდ 15 მილიონის გადახდას გეგმავენ.აღსანიშნავია, რომ ნერიაძური პრემიერ-ლიგიდან ელის შემოთავაზებებს, ბრიტანეთში იწერება, თითქოს მარსელოს დამატება “არსენალს” სურს.

ბენტანკურის მომავალი კი ჯერაც გაურკვეველია, ტურინს არ სურს ფეხბურთელის “მილანში” გაშვება და მანამ არ დათანხმდება ტრანსფერს, სანამ საკმარის თანხას არ მიიღებს.საინტერესოა, რამდენს გადაიხდის როსონერი უნიჭიერეს არგენტინელში.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
AnonyMous
8 years ago

ასე მგონია ძაძა შეეწყობა გერმანელებს, წარმატებები

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ნუ გაახურეს ამ ფეხბურთელით საქმე რა

jjj jjj
8 years ago

ისე სასუოლოს მერე მეორე გუნდი არ გვაწყენდა იტალიაში არა?! თან ყოფილი გრანდი :mrgreen: მიდი მაროტ წამოიყვანე ბენტანკური და გაანათხოვრე მილანში, გაგვიზარდონ და მერე უკან დავიბრუნონ :mrgreen:

Soni
Soni
8 years ago

Wamoiyvanon mere da haida))) sasuoloshi rato unda gaushvan milanshi.marotas exerxeba mzgavsi ragaceebi adges da pereira gayidos da shneideri moiyvanos mjera ra magis klasis me.aseve vampersisac romam waitvanos es)).

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x